კონფორმული ადამიანების ნიშან-თვისებები

0
276

გრათჩფილდის კონფორულობის ექსპერიმენტი

რიჩარდ გრაჩფილდმა გააუმჯობესა წინამორბედების ტექნიკა და მის ექსპერიმენტში მონაწილეები ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. მისი აზრით, ეშის ექსპერიმენტში კონფორმულობა გამოწვეული იყო იმით, რომ რეალური ცდისპირი ხედავდა ჯგუფის სხვა წევრებს.

გრათჩფილდის ექსპერიმენტი უფრო მომგებიანი იყო, რადგან მასში რამდენიმე რეალური ცდისპირი მონაწილეობდა. ასევე მან განსხვავებული განათლების 100 სამხედრო და ბიზნესმენი შეიწავლა, რომელთა საშუალო ასაკი 34 წელი იყო. ექსპერიმენტში ადამიანები დაყვეს 5 კაციან ჯგუფებად და ერთმანეთის გვერდიგვერდ დასვეს.

ისინი ვერ ხედავდნენ ერთმანეთს და აკრძალული ჰქონდათ ერთმანეთთან საუბარი. ცდისპირებს აჩვენებდნენ კითხვებზე შესაძლო რამოდენიმე პასუხს, რომლებიც გამოსახული იყო კედელზე. ცდისპირებს პასუხი უნდა გაეცათ ღილაკზე თითის დაჭერით, თითოეული ღილაკი შეესაბამებოდა პასუხის რომელიმე ვარიანტს.

მაგალითად, თუ მიიჩნევდნენ, რომ სწორ პასუხის მეოთხე იყო, შესაბამისად, მეოთხე ღილაკზე უნდა დაეჭირათ თითი. ექსპერიმენტში 21 კითხვა იყო. მონაწილეები  21 შემთხვევიდან 17 შემთხვევაში კონფორმისტი აღმოჩნდა.

გრათჩფილდმა აღმოაჩინა, რომ სამსჯელო კითხვებში (როგორიცაა ერთი ფიგურა დიდია თუ არა მეორეზე ) და ფაქტობრივ კითხვებში (როგორიცაა შედეგი ნომრის დასახელება) 30 % კონფორმულად იქცეოდა რადგან ეგონათ, რომ სხვებიც ასევე უპასუხებდნენ.

მისი ერთერთი აღმოჩენა იყო ის, რომ სამხედროების 37%-ი დაეთანხმა დებულებას:,,მე ეჭვი მეპარება რომ კარგი ლიდერი ვიყო”, მაშინ როდესაც ინდივიდუალური გამოკითხვის დროს არც ერთი მათგანი არ ეთანხმებოდა ამ აზრს.

გრათჩფილდმა დაასკვნა, რომ ადამიანები სხვადასხვა მიზეზების გამო იქცევიან კონფორმულად:

1. კონფორმისტები ნაკლებ ინტელექტუალები არიან, იმიტომ რომ ისინი მოცემულ მონაცემებს ლოგიკური პრინციპებით ვერ აანალიზებენ.

2. მათი ეგო ნაკლებად ძლიერია და არ არიან თვითკმარები, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავის არ სჯერათ. საკუთარი შესაძლებლობების რწმენის ნაკლებობას განიცდიან და საკუთარი აზრის მკვეთრად ჩამოყალიბება, გამოთქმა უჭირთ.

3. მათ ლიდერობის ნაკლები უნარები აქვთ, მოვლენებისადმი ფრთხილი და გაუბედავი მიდგომა მათ არ შთააგონებს საკუთარი კომპეტენტურობის რწმენას, პატივისცემასა და ლოიალურობას.

4. ისინი მიდრეკილნი არიან ავტორიტარული შეხედულებებისადმი “ რა უნდა იყოს” და “ რა უნდა გაკეთდეს” .

5. ისინი დაქვემდებარებისკენ მიდრეკილნი და ზოგადად მორჩილები არიან. მათ იციან, რომ კომპეტენტურობა და თვითრწმენა აკლიათ და მუდამ სხვების შეხედულებებს შეჰყურებენ.

6. მათი სამეგობრო წრეები შეზღუდულია და მათი სოციალური კავშირები ხშირად მწირია.

7. ისინი არ არიან “მოწონებულები”, მაგრამ არიან “შებრალებულები”.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი