ჯიდუ კრიშნამურტი – ცვლილება ფიქრის არეალის გარეთ

0
606

სიცარიელეს თავისთავად მოაქვს სრული რევოლუცია ცნობიერებში..…

ცნობიერების სრული გარდაქმნისთვის  აუცილებელია უარყოფა საკუთარი ანალიზებისა  და კვლევების, უნდა გათავისუფლდე ყოველგვარი გავლენებისგან, ავტორიტეტებისგან,  რაც  განსაკუთრებით რთულია. გონება, როგორც კი არქმევს რაღაცას   სიყალბეს,  მთლიანად იშორებს მას თავიდან, თუმცა არ იცის, რა არის ჭეშმარიტება. თუ, შენ უკვე იცი, რა არის ჭეშმარიტება, მაშინ უბრალოდ გაცვლი შენს მიერ  მიჩნეულ სიყალბეს, შენს მიერ წარმოდგენილ  ჭეშმარიტებაზე.,  თუ უკვე იცი რის მიღებას  აპირებ,  ეს არ არის უარყოფა სიყალბის, არამედ ესაა უარყოფა იმის, რაც მიგაჩნია სიყალბედ და არ იცი, რა შეიძლება მოხდეს.

აუცილებელია სრული უარყოფა, თუ შეიძლება მიყევით ამას ძალიან ფრთხილად, რადგანაც თუ წახვალ ასე შორს, ამ უარყოფის მდგომარეობაში აღმოაჩენ ჭეშმარიტებას, იმიტომ რომ უარყოფა ნიშნავს ცნობიერების განთავისუფლებას ნაცნობისგან. ცნობიერება დამყარებულია ცოდნაზე, გამოცდილებაზე, რასისტულ სიძულვილზე, მეხსიერებაზე. გამოცდილება ყოველთვის წარსულია, ხოლო მოქმედება აწმყო, როდესაც ხდება ცვლილება აწმყოში, ეს გაგრძელდება მომავალშიც. ეს ყველაფერი არის ცნობიერება, საუკუნეების დიდი საწყობი და გამოსადეგია მხოლოდ მექანუკური ცხოვრებისათვის. შესაძლოა აბსურდად მოგეჩვენოს  მთელი ამ მეცნიერული ცოდნის უარყოფა, რაც მოპოვებული ხანგრძლივი წარსულისგან, მაგრამ იმისათვის რომ მოხდეს სრული გარდაქნმა ცნობიერების, მთელი სტრუქტურული რევოლუცია, აუცილებელია სრული სიცარიელე. ამ სიცარიელის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არის რეალური ხედვა სიყალბის. თუ შენ წახვალ ასე შორს,  მაშინ დაინახავ რომ სიცარიელეს თავისთავად მოაქვს ცნობიერებაში სრული რევოლუცია და იკავებს ადგილს.                                                                                                                                                                                                                       ..წინასწარ განზრახული ცვლილება.. საერთოდ  არ არის ცვლილება..

ინდივიდუალური ცვლილებისას, რასაკვირველია,  კილექტივიც შეიცვლება. ინდივიდი და კოლექტივი არ არის ორი დაცალცაკევებული და დაპირისპირებული რამ. გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების აზროვნება შეეცადა გაეყო ეს ორად და ძალით დაემორჩილებინა ინდივიდი ეგრეთ წოდებულ კოლექტივისთვის.  თუ შევძლებთ, ერთად გავხსნათ ეს პრობლემა- ტრანსფორმაციის, როგორ გამოვიწვიოთ ინდივიდის ცვლილება და რას გულისხმობს შეცვლა. შემდეგ ალბათ, გაცნობიერებითა  და კვლევაში უშუალო მონაწილეობით, შესაძლებელია ჩვენი სურვილის გარეშეც მოვიდეს ცვლილება.

ჩემთვის წინასწარ განზრახული, სავალდებულო ცვლილება, დისციპლინით ან დაქვემდებარებით, სულაც არ არის ცვლილება. როდესაც იძულებით, ზეგავლენით, რაიმე ახლის გამოგონებით, პროპაგანდით, შიშით ან რაიმე მოტივით  გავალდებულებენ  შეცვლას – ეს არ არის ცვლილება. თუმცა ინტელექტუალურად შენ შეიძლება ეთანხმები ამას, მაგრამ მე გარწმუნებთ, თუ მოტივის გარეშე ჩაწვდებით ცვლილების რეალურ ბუნებას,  ეს  გასაოცარი რამეა.

ცვლილება ფიქრის არეალის გარეთ..

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი