ანა ფროიდი – სიზმრებში კვერცხის მოხარშვა ზუსტად ისე შეგვიძლია, როგორც გვსურს, მაგრამ მათ ვერ ვჭამთ

0
956

ანა ფროიდი, ზიგმუნდ ფროიდის მეექვსე, ნაბოლარა ქალიშვილი. მამის მსგავსად ანაც ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი გახლდათ და ბავშვთა ფსიქოლოგიის ფსიქოანალიზის დამფუძნებელი. ანა ფროიდი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ამ თემატიკით და მამამისის ჩრდილის ქვეშ მყოფმა მოახერხა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფსიქოანალიტიკოსად ქცეულიყო. ანამ მამისგან განსხვავებით, (რომელიც ქვეცნობიერი იდით იყო დაინტერესებული) მთელი ცხოვრება ეგოს და მის აღზრდას მიუძღვნა.

მამაჩემი გამუდმებით იმას უსვამდა ხაზს, რომ ამქვეყნად უამრავი რამაა, რასაც ვერ ვხსნით, სხვა ფსიქოანალიტიკოსებთან კი ყველაფერი განმარტებული და გაცხადებულია.

ჩვენ ამ ცხოვრების ტყვეები ვართ,  ისევე როგორც უსაზღვრო ოკეანის სივრცეში თავიანთ პაწაწინა ნავებში დატყვევებული მეზღვაურები.

როგორ შეუძლია ვინმემ საერთოდ რამე იცოდეს ადამიანებზე?

ვინ დაგპირდათ დედამიწაზე მხოლოდ სიხარულისთვის გგზავნითო?

ყოველთვის გარეთ ვეძებდი ძალას და თავდაჯერებას, მაგრამ ვცდებოდი. ის შენშია, ყოველთვის და მუდამ.

ბავშვები როგორც წესი არასოდეს ადანაშაულებენ საკუთარ თავს იმაში, რომ დაიკარგნენ.

კრეატიული გონება ნებისმიერ ცუდ ტრენინგს გადაურჩება.

ყველა პრობლემის სათავე ერთია – საკუთარ თავთან კავშირის დაკარგვა.

ჩვენ ტყეში მხოლოდ იმ სიცარიელეს ვამჩნევთ,  რომელსაც გუშინ ხეები ავსებდა.

ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს აღქმაზე. თუკი უაზრო დღე მაქვს, ყველაფერი არასწორად მეჩვენება ირგვლივ.

ის რაც ყველაზე ძალიან მინდა ამ ცხოვრებაში, პრიმიტიულზე მარტივია – გარშემომყოფების სიყვარული და კარგი წარმოდგენა ჩემზე.

ჩვენ გაჭედილები ვართ უკვე კარგად გადათხრილ წარსულსა და იმ მომავალს შორის, რომელიც ჩვენგან დაუღალავ შრომას ელოდება.

ყველა გაოცებულია იმით რომ გავიზარდე და ისეთი სულელები არიან, რომ ვერც კი ხვდებიან – უბრალოდ მხრებში გამართული ვდგავარ.

თუკი სურვილი არ გისრულდება ნუ გაიოცებ – ამას ცხოვრებას ვეძახით.

მოხარული ვარ, რომ შვილები არ მყავს.

ხანდახან ყველაზე მშვენიერი ის არის, რაც მოულოდნელად ხდება, ან დაუმსახურებლად გვეძლევა საჩუქრის სახით.

სიზმრებში კვერცხის მოხარშვა ზუსტად ისე შეგვიძლია, როგორც გვსურს, მაგრამ მათ ვერ ვჭამთ.

საგიჟეთში პირველი ვიზიტი ყოველთვის შოკია.

ცხოვრებაში ყველაფერი ისე არასდროს მოხდება, როგორც ჩვენ გვინდა და ამის გადატანის ერთადერთი საშუალება არსებობს – ეცადო და შექმნა ერთი პატარა წრე მაინც, სადაც ყველაფერი ისე იქნება დალაგებული, როგორც შენ გინდა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი