წარსულის ტყვეობიდან გამოსვლა

0
318

როგორ მოქმედებს წარსული თქვენს აწმყოზე?
შეგწევთ თუ არა უნარი, უკან მოიტოვოთ ნეგატიური გამოცდილება?
იმყოფებით თუ არა წარსულის ტყვეობაში?

ადამიანები ზოგჯერ, ვერ აღწევენ წარსულის ნეგატიურ გამოცდილებას თავს. მთელი ძალებით მიათრევენ ამ ტვირთს აწმყოში და უჭირთ ახალ საქმეში წარმატების მიღწევა.

ეს ასეც იქნება, სანამ არ მოხდება გაცნობიერება:

რაში გაწყობთ წარსულის ნეგატივში ცხოვრება?
რა სარგებელი (გაკვეთილი) მოაქვს წარსულის ნაგატივს?
რა ზიანი შეუძლია მოგაყენოთ წარსულის ნაგატივს?

გამოცდილებიდან ვიტყვი – ამ კითხვას უმრავლესობა თავიდან პასუხობს – „ არაფერშიც არ მაწყობს“. მართალია, ცნობიერად არ აწყობს, მაგრამ დამერწმუნეთ – რადგან ცხოვრებაში უკმაყოფილოა „რაღაცაზე“, ამ „რაღაცის“ არებობა აწყობს და უფრო მეტიც, ეს ყველაფერი მისი დაშვებით ხდება.

თუ გულწრფელობას მოვიხმობთ, ბევრჯერ დასვამთ ამ კითხვას, თქვენ მზად იქნებით სიღრმიდან წამოსული პასუხის მოსასმენად. თქვენთან აუცილებად მოვა პასუხი.

უბრალოდ, შეეკითხეთ საკუთარ თავს – რაში გაწყობს გაციება? გრიპი? თავის ტკივილი? სათვალეებს ტარება? ვიღაცის (არა აქვს მნიშვნელობა ობიექტს) კრიტიკა? გაკიცხვა? განსჯა? რაში გაწყობთ უმოქმედობა? უმიზნობა? უხასიათობა? თავის გამართლებები? მიზეზები? ტყუილი? შიში? გამუდმებით შენს სიძნელეებში სხვისი დადანაშაულება? ბრალდებები?…

რისგან გიცავთ თქვენი ქვეცნობიერი? რა აზრები გიტრიალებთ თავში? რა შეხედულებებს დაატარებთ მთელი ცხოვრება?

ზემოთ ჩამოთვლილი კითხვები სულელურად გეჩვენებათ? – ეს მიუთითებს შეზღუდვებზე და მაბრკოლებელ პროგრამებზე.

კიდევ ერთ გამაღიზიანებელ კითხვას დავსვამ:

როდის აიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე – აზრებზე, მიზნებზე, ქმედებებზე და შედეგზე?

დღევანდელი თემა მინდა წარსულის ტყვეობიდან გამოსვლაზე დავწერო და დავიწყებ თუთიყუში კოკოს ისტორიით:

ახლობელს ჰყავდა საყვარელი თუთიყუში. ფრინველი უხალისებდა მას ცხოვრებას… თავისთვის იჯდა გალიაში, როცა პატრონმა მტვერსასრუტით დაიწყო მისი დასუფთავება. ამ დროს დარეკა ტელეფონმა. მეგობარი გაიქცა ტელეფონის ასაღებად და იქვე, ჩართული დარჩა მტვერსასრუტი. როდესაც საუბარი დაასრულა და გალიისკენ გაიხედა, რას ხედავს – მისი კოკო პლასმასის ურჩხულს შეუსრუტავს.ჩავრდა პანიკაში. სასწრაფოდ გაიქცა. გახსნა მტვერსასრუტი და პარკიდან ამოიყვანა არანაკლებ ელდანაცემი, თუმცა ცოცხალი კოკო. დაუწყო მტვრისგან გასუფთავება, მაგრამ მიხვდა რომ ვერ აცლიდა. აბაზანისკენ გაიქცა და შეუშვირა ცივ შხაპს. ბოლოს, მიხვდა ტკივილს რომ აყენებდა ფრინველს და დაუწყო თმის საშრობით გაშრობა…

კოკო გადარჩა, მაგრამ მას მეტი აღარ უმღერია…

ადამიანების უმრავლესობა იქცევა ანალოგიურად – არ შეუძლიათ წარსულის დავიწყება. თუ თქვენ ვერ შეძელით წარსული ტვირთებისგან განთავისუფლება, ნაკლებ სავარაუდოა, წარმატების მიღწევა. პირადად, დიდი ხანი(დაახლოებით 13 წლის მანზილზე) ვყავდი წარსულს ტყვეობაში.

ვადანაშაულებდი თავს, სხვებს, ახლობლებს და მთელ სამყაროს პრობლემებში. სანამ საკუთარი თავის შეცოდებით და სამყაროს მიმართ საყვედურებით ვიყავი დაკავებული, პრობლემა კი არ ქრებოდა ან მცირდებოდა, პირიქით, პროგრესს განიცდიდა და აღმართზე მდგომ კაცს ქვა რომ ეწევა, იმ პრინციპით, გეომეტრიული პროგრესიით მიმრავლდებოდა.

სიძნელეები ქამელონივით სხვადასხვა ფერს იღებდა და მუდმივად ჩრდილივით თან დამყვებოდა. ყველაფერი დასრულდა მაშინ როცა, შევძელი საკუთარ თავთან სწორი დიალოგი, გავხსენი ხედვის საზღვრები, ვისწავლე მიმღებლობა, მადლიერება, მიტევება და გაშვება… და არა მარტო… განა დღეს არ ვდგავარ რაღაც პრობლემების ან სირთულეების წინაშე თუმცა, ლოგიკურია თუ ვიტყვი: ვისწავლე მისი მშვიდად შეხედვა. ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა…

უმრავლესობა ადამიანის ცხოვრებაში, სამიდან ცხრამდე მოვლენა ხდება, რომელიც თავის თავში ცვლილებების მატარებალია. ისინი შეიძლება იყოს როგორც კარგისკენ, ასევე ცუდისკენ მიმართული: სამსახურის დაკარგვა, გაყრა, დაშორება, ფინანსები და ჯანმრთელობა. წარმოიდგინეთ, თითოეული პრობლემა გაყენებთ გასაყარზე, სადაც თქვენ ირჩევთ – გაიმარჯვოთ ან დანებდეთ. სწორედ ამ გადამწყვეთ მომენტს ცხოვრებაში შეუძლია გახსნას ახალი პერსპექტივა, რომელიც დაკავშირებულია – ნიჭის და პოტენციალის გახსნასთან.

ძალიან კარგად მესმის რომ წარსულის ტყვეობიდან გამოსვლა არც თუ ისე ადვილია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. დაფიქრით თქვენს ნეგატიურ გამოცდილებაზე, შეეცადეთ და განიხილოთ ის პოზიტიურ ჭრილში. თუ როგორ უნდა მოხდეს ნეგატიური აზრების პოზიტივში გადაყვანა უამრავი მეთოდი და ტექნიკა არსებობს. ახლა გათავაზობთ წარსულის ნეგატივის დაძლევის მაქს ველის ( ამერიკელი სპიკერი, ორატორი, წარმატების ექსპერტი) მიერ შემოთავაზებულ ერთ-ერთ ხერხს:

გაიხსენეთ წარსულის ნეგატივი.
გამოიტირეთ ის.
აპატიეთ, ვისაც ამაში თვლით დამნაშავეებს.
აპატიეთ საკუთარ თავს.
გაუშვით და დაივიწყეთ.

აქვე მინდა დავამატო ოქროს წესი: არასდროს, არსდროს, არსდროს არ დაუბრუნდეთ და არ განიხილოთ წარსული, უკვე „გაშვებული“ ნეგატივი! მიიღეთ მისგან გაკვეთილი და იარეთ წინ.

თუ გეყოფათ გამბედაობა და გადაგამთ ნაბიჯებს სავარჯიშოს გასაკეთებლად, მხრებიან ჩამოიხსნით მძიმე ტვირთს და შესძლებთ გააგრძელოთ სვლა ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.

ამისთვის, საჭიროა აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. გადაწყვიტოთ ვინ და როგორი ადამიანი გინდათ თქვენგან შექმნათ. დიახ, დიახ არ მოგესმათ. შექმნათ! თქვენ შეგიძლიათ გახდეთ, არა მარტო თქვენი ცხოვრების არქიტექტორი არამედ, შეიძინოთ ის ხასიათის თვისებები, რომელიც გულის სიღრმეში გსურთ, რომ იყოთ.

ეს რეალურია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გექნებათ მზაობა ამისთვის…

ავტორი:თამარ კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი