როგორ შეარყია კულტურათა შორის სხვაობების შესწავლამ ფსიქოლოგიის საფუძვლები?

0
240

ფსიქოლოგიურ   დისციპლინათა უმრავლესობა  ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში განვითარდა. აღსანიშნავია ის წარმატება, რასაც მიაღწია ფსიქოლოგიამ, რათა გაეგო ისეთი უნივერსალური მექანიზმების დრაივები,  როგორიცაა ადამიანის ქცევა და მენტალური პროცესები. თუმცა, უახლოს ათწლეულებში ზოგიერთმა მკლევარმა ეს მიდგომა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ისინი ამტკიცებენ, რომ ფსიქოლოგიურ ფენომენთა უმრავლესობა ყალიბდება იმ კულტურის გავლენის შედეგად, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ .

ყველასთვის ცნობილია ,რომ ადამიანებს ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო – ფიზიოლოგიური აგებულებიდან დაწყებული, ძირითადი მოთხოვნილებებით დამთავრებული, როგორიცაა კვება, უსაფრთხოება და სექსუალობა.  საინტერესოა, რა გავლენა აქვს კულტურას ჩვენი ფსიქიკის ისეთ ფუნდამენტურ ასპექტებზე, როგორიცაა აღქმა, კოგნიცია და პიროვნება?

ექსპერიმენტული  ფსიქოლოგიის წარმომადგენლები, ჩვეულებისამებრ, ადამიანის ქცევას შეისწავლიან პატარა ჯგუფებში, მიღებულ შედეგს კი აზოგადებენ ფართო პოპულაციაზე. თუ პოპულაციას მივიჩნევთ ჰომოგენურად, მაშინ ცდისპირები აუცილებლად შემთხვევითად უნდა იყვნენ შერჩეულნი და  მათი შედეგები ამგვარად განზოგადდეს .

თუმცა,  ეს ასე არაა (პოპულაცია ჰომოგენური არაა).  ფსიქოლოგები საკუთარ კვლევებში ცდისპირებად იყენებდნენ სტუდენტებს, რადგან ისინი  ადვილად ხელმისაწვდომნი იყვნენ უნივერსიტეტებში. უფრო დაწვრილებით რომ ვთქვათ, ფსიქოლოგიურ კვლევაში მონაწილეთა 90 % ზე მეტი წილი  მოდიოდა ისეთ ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ დასავლეთის, განათლებული, მდიდარი, ინდუსტრიალიზებული, დემოკრატიული ქვეყნებიდან. ნათელია , რომ ეს ქვეყნები არც შემთხვევით შერჩევას ეკუთვნოდა  და არც მსოფლიო მოსახლეობის რეპრეზენტატული იყო. (ეს უკანასკნელი ამ აბრევიატურის სახელითაა ცნობილი W.E.I.R.D. რომელიც შემდეგნარიად იშიფრება Western-დასავლეთის, Educated-განათლებული, Industrialised – ინდუსტრიული, Rich – მდიდარი , Democratic – დემოკრატიული) .

ფიქრის სტილი – ფსიქოლოგებმა გამოავლინეს კულტურული სხვაობები ფიქრის პროცესში. ფსიქოლოგიური დავალება გულისხმობს შემდეგს: ცდისპირებს ევალებოდათ დაეწყვილებინათ სამი ობიექტიდან, რომელიმე ორი. მათ  ეძლეოდათ შემდეგი ჩამონათვალი: პანდა, მაიმუნი და ბანანი. დასავლური ქვეყნების წარმომადგენლები ტიპურად არჩევდნენ მაიმუნსა და პანდას, იმ მიზეზით , რომ ორივე ცხოველთა კატეგორიას მიეკუთვნება.  ესაა ანალიტიკური აზროვნების სტილის მახასიათებელი, როცა ობიექტები აღიქმება  კონტექსტისგან დამოუკიდებლად.

საპირისპირო შედეგები იყო აღმოსავლური ქვეყნების წარმომადგენლებთან ,რომლებმაც დაასახელეს მაიმუნი და ბანანი, ვინაიდან მათ აქვთ საერთო გარემო და მუდმივ ურთიერთობაშია ეს ორი ერთმანეთთან ( მაიმუნი ბანანით იკვებება). ესაა ჰოლისტიკური (გლობალური)  აზროვნების სტილი, როდესაც ობიექტი და კონტექსტი ურთიერთ დაკავშირებულად აღიქმება.

აზროვნების სტილში კულტურული განსხვავების  კლასიკური დემონსტრაციის მიზნით , ცდისპირებს ( რომლებიც იყვნენ იაპონიიდან და აშშ-დან ) წარმოუდგინეს ანიმაციური სცენების სერიები. ოცი წამის განმავლობაში, თითოეული სცენაში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ზღვის არსებები, მცენარეები და ქვები წყალქვეშა სივრცეში. მომდევნო დავალების დროს, რომელიც გულისხმობდა ობიექტების აღდგენას,  მონაწილეთა ორივე ჯგუფი თანაბრად მიდრეკილი იყო, თვალშისაცემი ობიექტების დამახსოვრებისკენ, როგორიცაა ყველაზე დიდი თევზი. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ იაპონელი ცდისპირები უკეთ იღდგენდნენ მეორეხარისხოვან ინფორმაციას, ვიდრე ამერიკელები, როგორიცაა წყლის ფერი. ვინაიდან, ჰოლისტიკური აზროვნება ისევე ფოკუსირდება ობიექტის კონტექსტსა და ბექრაუნდზე, როგორც მის თვალსაჩინოებაზე.

ზემოხსენებული ნათლად წარმოგვიჩენს, თუ როგორ ახდენს გავლენას კულტურა ისეთ ფუნდამენტურ ასპექტებზე, როგორიცაა მეხსიერება და ნებისმიერმა თეორიამ, რომელიც ხსნის მეხსიერების კანონზომიერებებს, აუცილებლად კულტურულ ჭრილში უნდა განიხილოს ის. მომდევნო კვლევებმა ცხადყო კულტურული სხვაობების გავლენის ყოვლისმომცველობა კოგნიციაში – მეხსიერება, ყურადღება, აღქმა, არგუმენტაცია, საუბრისა და ფიქრის სტილი.

საკუთარი „მე“.

თუ თქვენ გთხოვენ აღწეროთ საკუთარი თავი ,რას ეტყოდით ? საკუთარი თავის აღწერას დაიწყებდით პიროვნული მახასიათებლებით ( ინტელიგენტი ან მხიარული), თუ გამოიყენებდით პრეფერენციებს, თუ რას ანიჭებთ უპირატესობას, მაგალითად : „მე მიყვარს პიცა “? ან იქნებ , თქვენ ამჯობინოთ სოციალურ ურთიერთობებზე დაყრდნობით გამოხატოთ საკუთარი თავი, რომ „ მე ვარ მშობელი“. სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებს, დიდი ხნის განმავლონაში მიაჩნდათ, რომ ადამიანები საკუთარ თავის და სხვების აღწერისას იყენებენ პიროვნულ სტაბილურ მახასიათებლებს .

თუმცა, ის თუ როგორ ახასიათებენ ადამიანები საკუთარ თავს კულტურით შემოსაზღვრული აღმოჩნდა. დასავლეთში მცხოვრები ინდივიდები, საკუთარ თავს ხედავენ, როგორც თავისუფალ, ავტონომიურ, უნიკალურ ინდივიდებად,  რომელთაც გააჩნიათ  გარკვეული მყარი პიროვნული მახასიათებლები. თუმცა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ადამიანები პირველ რიგში საკუთარ თავს ხედავენ, როგორც სხვადასხვა სოციალურ ურთიერთობათა ნაწილს, რომელშიც მჭიდრო კავშირშია არიან სხვებთან. მსგავსი დამოკიდებულებები გავრცელებულია უფრო აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში.  ეს სხვაობები ყოვლისმომცველია, დაკავშირებულია სხვადასხვა სოციალურ ურთიერთობებთან, მოტივაციასა და აღზრდასთან.

საკუთარი თავის კონსტრუირების პროცესში არსებული განსხვავებები გამომჟღავნდა თავის ტვინის დონეზეც, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით. ტვინის სკანირების შესწავლისას (MRI), ჩინელ და ამერიკელ ცდისპირებს აჩვენებდნენ ზედსართავებს  და ეკითხებოდნენ თუ რამდენად გამოხატავდნენ მათ პიროვნებას.

ამერიკელი ცდისპირების შემთხვევაში, დიდი განსხავავება იყო ტვინის აქტივობისას, როცა ფიქრობდნენ საკუთარ თავზე და დედაზე, კერძოდ, აკვირდებოდნენ მედიალური პრეფრონტალურ კორტექსს, ეს უკანასკნელი, პასუხიმგებელია საკუთარი თავის პრეზენტაციაზე. თუმცა, ჩინელებთან საერთოდ არ ყოფილა პრაქტიკულად, განსხვავება, რადგან მათთვის საკუთარი თავის პრეზენტაცია მოიცავს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მათთვის ახლობელსაც. ისინი საკუთარ თავს აიგივებენ იმ ჯგუფთან , რომელსაც მიეკუთვნებიან და ნაკლებად განიცდიან საკუთარი ინდივიდუალიზმის განცდას .

მენტალური ჯანმრთელობა

კიდევ ერთი სფერო, რომელიც გამოიკვეთა W.E.I.R.D  შერჩევაზე დაყრდნობით ჩატარებულ კვლევებში არის მენტალური ჯანმრთელობა. შესაბამისად, კულტურას შეუძლია გავლენა მოახდინოს მენტალური ჯანმრთელობის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაზე. ვინაიდან არსებობს კულტურული სხვაობები ქცევაში, ჩარჩო, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, გამოავლინოს დევიანტური ან არანორმატიული ქცევები – ჯერ არაა სრულად ჩამოყალიბებული. რაც შეიძლება ნორმალური იყოს ერთ კულტურაში, შეიძლება დევიანტურად და ნორმიდან გადახრილად მიიჩნიონ სხვა კულტურაში .

ამასთანავე, იდენტიფიცირდა გარკვეული რაოდენობა კულტურულ-სპეციფიკური სინდრომებისა. კორო-საფერერები Koro sufferers ( უმეტესად აზიაში) , არიან კაცები , რომლებსაც აქვთ ცრურწმენა, რომ მათი გენიტალიები შეიკუმშება და გაუჩინარდება. ჰიკიკომორი Hikikomori ( უმეტესად იაპონიაში)  არის მდგომარეობა , რომელიც აღწერს განმარტოებულ ინდივიდებს, რომლებმაც უარი თქვეს სოციალურ ცხოვრებაზე. ასევე, ავი თვალის სინდრომი Evil Eye ( უმეტესად ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში) არის რწმენა , იმის შესახებ , რომ შურიანი და ღვარძლიანი მზერა შეიძლება ობიექტის წარუმატებლობის მიზეზი გახდეს.

ზემოხსენებული კულტურულ-საზღვრული  სინდრომების არსებობა დადასტურებული და აღიარებულია მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციისა და ამერიკული ფსიქიატრიული ასოციაციის მიერ და  ზოგიერთი ამ სინდრომთაგანი მიაკუთვნეს   მენტალურ დაავადებათა კლასიფიკაციას.

ნათელია, რომ კულტურას აქვს მასიური ზეგავლენა თუ როგორ ვხედავთ ჩვენს თავს და როგორ აღვიქვამთ სხვებს – ჩვენი ხედვა მაინც  ზედაპირულია. მიმდინარეობა , რომელიც ცნობილია როგორც „კროს-კულტურული ფსიქოლოგია“, დღესდღეობით  უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება და  სხვადასხვა უნივერსიტეტებში  ისწავლება. მთავარი საკითხია, თუ რა დოზით  იღებს ინფორმაციას ფსიქოლოგია, როგორც დისციპლინა, წინსვლის თვალსაზრისით, ზოგიერთი  ამ საკითხს დამატებით განზომილებად მიიჩნევს, როცა სხვები მას ხედავენ, როგორც  თეორიის შექმნის ცენტრალურ და მაინტეგრირებელ ნაწილს.

უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ კულტურულმა სხვაობებმა მოიცვა  ის შემთხვევებიც, რომელშიც ადამიანთა ქცევა უნივერსალურად ითვლებოდა.  მიუხედავად, კულტურული გავლენების ცოდნისა, ჩვენ არ შეგვიძლია იდენტიფიცირება ადამიანის ფსიქიკის იმ ყველა ძირითადი ასპექტისა, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ .

თარგმანი:თამარ მაისურაძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი