32 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 18, 2019

ოშო – ზორბა ბუდა

0
277

ზოგჯერ როდესაც თქვენ ლაპარაკობთ, ცხოვრება წარმომიდგენია ბერძენი ზორბას სახით. ჭამა, სმა, მხიარულება, იყო ძლიერი და გატაცებული – მაშინ მე ვფიქრობ, რომ ეს არის გზა. სხვა დროს თქვენ ლაპარაკობთ მასზედ, რომ გზა – ესაა იჯდე მდუმარედ, ცნობიერად და გაუნძრევლად როგორც ბერი. მაშინ როგორ ვიყოთ ჩვენ – ზორბები თუ ბერები – და შესაძლებელია კი ორივეს გაერთიანება?

მე ვგრძნობ, რომ თქვენ შეძელით ურთიერთ საწინააღმდეგოს გაერთიანება, მაგრამ შეგვიძლია განა ჩვენ ვიყოთ ორივენი – ზორბები, მოძრავნი გატაცებითა და სურვილებით და ბუდები – ცივები და დაწყნარებულები?

ეს არის უმაღლესი სინთეზი – როდესაც ზორბა ხდება ბუდა. მე ვცდილობ აქ შევქმნა არა ბერძენი ზორბა, არამედ ზორბა – ბუდა.

ზორბა მშვენიერია, მაგრამ რაღაც აკლია. მას ეკუთვნის მიწა, მაგრამ აკლია ზეციური. ის მიწიერია, ფესვგადგმულია როგორც გიგანტური კედარი, მაგრამ მას არ გააჩნია ფრთები. მას არ შეუძლია აფრინდეს ზეცაში. მას აქვს ფესვები, მაგრამ არ აქვს ფრთები.

ჭამა, სმა, მხიარულება – მშვენიერია თავისთავად, ამაში არაფერია ცუდი. მაგრამ ეს არასაკმარისია. თქვენ მალე დაიღლებით ამისგან. შეუძლებელია უბრალოდ ჭამა, სმა და მხიარულება. მალე ცხოვრების ბედის ტრიალი მხიარულებას გადააქცევს მწუხარებად – იმიტომ რომ იგი მეორდება. მხოლოდ ძალიან საშუალო გონებას შეუძლია გააგრძელოს ამაში ბედნიერების მონახვა.

თუკი თქვენ გაგაჩნიათ ცოტაოდენი გონებაც კი, მაშინ ადრე თუ გვიან თქვენ აღმოაჩენთ ყველაფერი ამის მთლიან ამაოებას. როგორ ხანგრძლივად შეგიძლიათ თქვენ ჭამა, სმა და მხიარულება? ადრე თუ გვიან გარდაუვალად წარმოიშობა კითხვა: რა აზრია ყველაფერ ამაში რატომ? შეუძლებელია დიდხანს გაექცე ამ კითხვას. და თუ თქვენ ძალიან ჭკვიანი ხართ, მაშინ ეს კითხვა ყოველთვის აქაა, არ მოგასვენებთ თქვენ, აკაკუნებს თქვენს გულში. კითხულობს: მიპასუხე მე?! – რატომ?!

და საჭიროა დაიმახსოვროთ შემდეგი: ის ადამიანები არ არიან იმედგაცრუებული ცხოვრებისაგან, რომლებიც ღარიბები არიან, შიმშილობენ; არა. მათ არ შეუძლიათ იყონ იმედგაცრუებულნი. მათ ჯერ კიდევ არ უცხოვრიათ. როგორ შეუძლიათ მათ იყვნენ იმედგაცრუებულნი? მათ აქვთ იმედი. ღარიბ ადამიანს ყოველთვის იმედი აქვს. ღარიბ ადამიანს ყოველთვის უნდა, რომ რაღაც მოხდეს, იმედი აქვს, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს – დღეს თუ არა, მაშინ ხვალ ან ზეგ, თუ ამ ცხოვრებაში არა, მაშინ შემდეგში.

თქვენ როგორ ფიქრობთ? ვინ არიან ის ადამიანები, აღმწერი ზეცისე როგორც პლეიბოის კლუბი, ვინ არიან ის ადამიანები? დამშეულები, ღარიბები, ხელიდან გაუშვეს საკუთარი ცხოვრება – ისინი აპროექცირებენ საკუთარ სურვილებს ზეცაზე. ზეცაში მოედინება ღვინის მდინარეები… ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც წარმოიდგენენ ღვინის მდინარეებს? მათ ეს ყველაფერი აქ გაუშვეს ხელიდან. იქ არის ნატვრის ხეები. თქვენ ზიხართ მის ქვეშ და იმ მომენტში, როდესაც ჩაიფიქრეთ სურვილი, ის იმწამსვე ასრულდება. არც ერთი წამი არ ყოფს სურვილსა და ასრულებას, არ არის არავითარი დროის მონაკვეთი სურვილსა და ასრულებას შორის. ეს ხდება მომენტალურად მაშინვე.

ვინ არიან ეს ადამიანები? – ვინც შეიცნო შიმშილი, მათ არ ჰქონდათ საშუალება გაეგოთ ცხოვრების მშვენიერება. როგორ შეეძლოთ მათ იმედი გასცრუებოდათ ამაში? მათ არ ჰქონდათ გამოცდილება, მხოლოდ გამოცდილების საშუალებით მოდის გაგება ყველაფერი ამის აბსოლუტური ამაოებისა. მხოლოდ ზორბები მიდიან ასეთი ცხოვრების აბსოლუტური ამაოების გაგებამდე.

ბუდა თავად იყო ზორბა. მისთვის მისაწვდომი იყო ყველა მშვენიერი ქალი, რომლებიც იყვნენ მის ქვეყანაში. მამამისმა შეუქმნა პირობა ყოფილიყო მშვენიერ ქალთა გარემოცვაში. მას ჰქონდა ყველაზე ლამაზი სასახლეები – განსხვავებულები წელიწადის სხვადასხვა დროისათვის. ის ფლობდა ყველანაირ ფუფუნებას, რომელიც იყო შესაძლებელი იმ დროისათვის. ის ცხოვრობდა ბერძენი ზორბას ცხოვრებით, სწორედ ამიტომ 21 წლის ასაკში მას მთლიანად გაუცრუვდა იმედი.

ის იყო ძალიან ჭკვიანი ადამიანი. თუკი ის იქნებოდა საშუალო ადამიანი, მაშინ გააგრძელებდა ცხოვრებას ძველებურად. მაგრამ მალე მან გაიგო ძირითადი არსი ეს გამეორებაა, ეს ერთი და იგივეა. ყოველ დღე თქვენ ჭამთ, აკეთებთ სექსუალურ აქტს ქალთან, მას ყავდა ყოველ დღე ახალი ქალი სასიყვარულოდ. მაგრამ რამდენი ხანი? მალე მას ყელში ამოუვიდა.

ის გაიქცა სასახლიდან, ქალებისაგან, სიმდიდრისაგან, ფუფუნებისაგან, ყველაფრისაგან. ამიტომ მე არ ვარ ბერძენი ზორბას წინააღმდეგი, იმიტომ რომ ბერძენი – ზორბა – ეს თავად ფუძეა… მე მთლიანად ამ ცხოვრების მომხრე ვარ, რადგან მე ვიცი, რომ სხვა სამყარო შეიძლება იყოს ნაგრძნობი მხოლოდ ამის საშუალებით. ამიტომ მე არ ვამბობ, რომ საჭიროა მას გაექცე, მე არ გეტყვით თქვენ: გახდით ბერი. ბერი – ეს არის, ვინც წავიდა ზორბას წინააღმდეგ, ის გაქცეულია, მშიშარაა, მან გააკეთა რაღაც აჩქარებით, უგუნურებით. ის მოუმწიფებელი ადამიანია.

ბერი – მოუმწიფებელი, ძუნწი – მოწყურებული სხვანაირ სამყაროს და სურს ის ძალიან ადრე. დრო კი ჯერ არ მოსულა, ბერ ჯერ არ მომწიფებულა. იცხოვრეთ ამ სამყაროში იმიტომ რომ ეს სამყარო იძლევა დასრულებულობას, მომწიფებას, სიმთლიანეს. ეს სამყარო გიკეთებთ გამოწვევას, რისი წყალობითაც თქვენში წარმოიშობა ცენტრირება, გაცნობიერება. და ეს გაცნობიერება ხდება კიბე. მაშინ თქვენ შეგიძლიათ იმოძრაოთ ზორბადან ბუდასაკენ.

ნება მომეცით, მე კვლავ გავიმეორო: მხოლოდ ზორბები ხდებიან ბუდები, ბუდა კი არასოდეს იყო ბერი. ბერი – ეს ისაა, ვინც არასოდეს ყოფილა ზორბა, ისაა ვინც დანებდა ბუდას სიტყვების მომხიბვლელობას. ბერი – ეს არის მიმბაძველი, აყალბებს, ბაძავს ბუდას. ის შეიძლება იყოს ქრისტიანი, შეიძლება იყოს ბუდისტი, ჯაინისტი – ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა – მაგრამ ის ბაძავს ბუდას.

როდესაც ბერი მიდის ამ ცხოვრებიდან, ის მიდის, რომ იბრძოლოს მასთან. ეს არ არის მშვიდობიანი წასვლა. მთელი მისი არსება მიისწრაფვის უკან. ის იბრძვის მასთან. ის გაორებაშია. ერთი ნახევარი მისი არსებისა – ამ ცხოვრებისკენაა, მეორე ნახევარს კი სწყურია სხვა. ის გაყოფილია ნაწილებად.

ბერი – ეს შიზოფრენიულია საკუთარ ფუძეში, გახლეჩილი პიროვნებაა, დაყოფილია მაღლად და დაბლად. და ეს უმდაბლესი აგრძელებს მის მიზიდვას, მაგრამ რაც უფრო მეტად იხშობა, მით მეტად და მეტად მიმზიდველი ხდება იგი. იმის გამო, რომ მან არ განიცადა უმდაბლესი, მას არ შეუძლია შესვლა უმაღლესში.

თქვენ შეგიძლია მოხვდეთ უმაღლესში მხოლოდ მაშინ, როდესაც განიცადეთ უმდაბლესი. თქვენ შეგიძლიათ დაიმსახუროთ უმაღლესი მხოლოდ უმდაბლესის მთელი წუხილებისა და აღფრთოვანებების გავლით. მანამ სანამ ლოტოსი გახდება ლოტოსი, მან უნდა გაიაროს ტალახი. ტალახი ეს არის სამყარო. ბევრი გაექცა ტალახს, ის არასოდეს არ გახდება ლოტოსი.

ეს გავს ლოტოსის მარცვალს, რომელმაც უცბად უარი განაცხადა ტალახში ჩავარდნაზე – შეიძლება საკუთარი ეგოს გამო: მე ხომ – ლოტოსის მარცვალი ვარ! მე არ შემიძლია ჩავვარდე ტალახში! მაგრამ მაშინ ის რჩება მარცვალი, აღარასოდეს აყვავდება. თუკი მას სურს გადაიქცეს ლოტოსად, ის უნდა ჩავარდეს ტალახში. უნდა განიცადო ეს პოლარობები. არ განიცადო ეს ურთიერთწინააღმდეგობა – იცხოვრო ტალახში – შეუძლებელია გადააგდო ეგო.

მე ვიქნები უკანასკნელი ადამიანი, თუკი გავაკეთებ თქვენგან ბერებს – ბერები რატომ არიან განწყობილები ჩემს წინააღმდეგ? მე მსურს, რომ თქვენ ფესვი გიდგათ მიწაში.

მე სრულიად ვეთანხმები ფრიდრიხ ნიცშეს, რომელიც ამბობს: მე გთხოვთ თქვენ, ჩემო ძმებო, დარჩით მიწის ერთგულები და ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც ლაპარაკობს იმედებზე სხვა სამყაროს შესახებ შეისწავლეთ საკუთარი პირველი გაკვეთილი ნდობა, ენდეთ მიწას. ეს – ეს არის თქვენი სახლი სწორედ ახლა!

ნუ იდარდებთ სხვა სამყაროზე. იცხოვრეთ ამ სამყაროში, და იცხოვრეთ მასში ინტენსიურად, მგზნებარებით. იცხოვრეთ მასში ტოტალურად, მთელი საკუთარი არსებით. და ამ მთლიანი ნდობის წყალობით, ამ მგზნებარე ცხოვრების წყალობით, სიყვარულით და მხიარულებით თქვენ შესძლებთ გახვიდეთ ამ სამყაროს საზღვრებს მიღმა.

სხვა სამყარო დამალულია ამ სამყაროში. ბუდას სძინავს ზორბაში. აუცილებელია მისი გაღვიძება. და არავის არ შეუძლია თქვენი გამოღვიძება, გარდა თავად ცხოვრებისა.

მე აქ ვარ, რათა დაგეხმაროთ თქვენ იყოთ ტოტალურები, სადაც არ უნდა იყოთ თქვენ, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოთ თქვენ – იცხოვრეთ ეს მდგომარეობა ტოტალურად. მხოლოდ იცხოვრო რაღაც მთლიანად, შესაძლებელია გახვიდე მის საზღვრებს მიღმა.

ჯერ გახდით ზორბა, მიწის ყვავილი და შემდეგ დაიმსახურეთ შესაძლებლობა გახდით ბუდა – ყვავილი სხვა სამყაროსი. სხვა სამყარო არ არის სადღაც გარეთ: სხვა სამყარო დამალულია ამაში. ეს – მხოლოდ გამოვლინებაა სხვისი, სხვა კი გამოუმჟღავნებელი ნაწილია ამისი.

არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ცხოვრებისა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი

error: კონტენტი დაცულია!