ზიგმუნდ ფროიდი – ფსიქიკის ბნელი მხარე

0
488

სიღრმის ფსიქოლოგია ეფუძნება იდეას, რომ არსებობს ფსიქიკა ცნობიერების გარეშე და მისგან დამოუკიდებლად. სიღრმის ფსიქოლოგიის უშუალო კვლევის საგანს არაცნობიერი ფსიქიკა შეადგენს. ამ მიმდინარეობის ცენტრალური მოძღვრება ფროიდის ფსიქონალიზია.

კათარზისი , იგივე ძლიერი ემოციური ტრავმის გამოხატვის პროცესი , რომელიც წარსულში განდევნილი იყო იწვევს სიმპტომების მოხსნას. ჰიპნოტური გახსნება ტრავმატული განცდების ნარჩენების (სიმპტომების) მოხსნას იწვევს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფროიდი და ბრეიერი ერთობლივად.

ფროიდი ბრეიერთან წყვეტს ურთიერთობას და ფროიდი ნევროზის ბუნების სექსუალიზაციის პოზიციაზე დგება. ეს მოსაზრება მან პირველად ჟან შარკოსგან მოისმინა. ფროიდმა მას უპირველესი მნიშვნელობა მიანიჭა. ფროიდი თავისი მოძღვრების პანსექსუალიზმს ემპირიული ფაქტებით ამართლებდა.

ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკაში, რომელიც ასოციაციების, სიზმრების, შემცდარი მოქმედებების და ა.შ, ანალიზს გულისხმობდა. იგი ნერვროტული დაავადების ძირითადი მიზეზის როლში სექსუალურ სფეროსთან დაკავშირებულ მოვლენებს აწყდებოდა.

ფროიდი ჰიპნოზს არ აღიარებდა მკურნალობის ეფექტურ მეთოდად, რადგან ის ყველაზე არ მოქმედებდა და შედეგებიც არ იყო ეფექტური. მის უნდოდა მეთოდი, რომელიც არაჰიპნოტურ ჩვეულებრივ მდგომარეობაში გაიგებდა პაციენტისგან იმას, რაც თვითონ პაციენტმაც არ იცის.

აშკარა იყო, რომ რაღაც ძალები არსებობდა, რაც ხელს უშლიდა მოგონებას. მკურნალობის მთავარი მიზანია ამ წინააღმდეგობის მოხსნა. დაავადებას სწორედ ის ძალები იწვევს, რომლებიც ახლა ეწინააღმდეგებიან ტრავმატული შინაარსის მოგონებას. მათ განდევნეს ცნობიერებიდან შესაბამისი პათოგენური განცდები.

ნევროზის ჩამოყალიბებაში უმთავრესი განდევნის მექანიზმია. მისი ტექნიკა ნელ-ნელა იხვეწებოდა და საბოლოოდ მან ე.წ. თავისუფალი ასოციაციების მეთოდის სახე მიიღო. რაც გულისხმობდა იმას , რომ პაციენტი ასოციაციების დინებას უნდა მიჰყოლოდა და ელაპარაკა იმაზე, რაც თავში სპონტანურად მოუვიდოდა, ყოველგვარი კრიტიკისა და კონტროლის გარეშე. შემდეგ აუცილებელია ამ ნათქვამის ინტერპრეტააცია, რადგან შენიღბულია აზრი და ის განდევნილი აზრის შემცვლელია.

რაც მეტია წინააღმდეგობა, მით მეტია დამახინჯება. შენიღბულ აზრს ყოველთვის გააჩნია მსგავსება საძიებელ პათოგენურ აზრთან, რაც შესაძლებელს ხდის მის აღდგენას. და თვისუფალ ასოციაცებში ამოტივტივებული აზრი არაა შემთხვევითი, მას კავშირი აქვს წარსულ გამოცდილებასთან. ამ კავშირის ანალიზს იწყებდა, როცა თავს იჩენდა რაიმე სახის გართულება (ენის დაბმა, გამეორება, ვერ იხსენებს, უარს ამბობს სეანსის გაგრძელებაზე).

იგივე მექანიზმი მოქმედებს სიზმარშიც, ამიტომ სიზმრების ინტერპრეტაცია ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია. ფორიდი განასხვავებს სიზმრების ღია მანიფესტურ სახეს, ფასადურს და მის დაფარულ, შენიღბულ ლატენტურ აზრს. ამ უკანასკნელს ის სურვილები და ტენდენციები შეადგენს, რომლებსაც ადამიანი საკუთარ თავსსაც არ უმხელს და მისთვის მიუღებელია.

ასეთი აზრები წინააღმდეგობას აწყდებიან ღვიძილში და საერთოდ ვერ ამოდიან ცნობიერებაში. მაგრამ ძილში, როდესაც ცნობიერების კონტროლი შესუსტებულია , მათ საშუალება ეძლევათ თავი იჩინონ ცნობიერებაში, ოღონდ სახეშეცვლილი , სიმბოლური სახით, ვინაიდან გარკვეული კონტროლი მაინც შენარჩუნებულია. სიმბოლიზაციის აზრი , რასაც ფროიდი „სიზმრების სამუშაოს “ უწოდებს, სიზმრის ნამდვილი შინაარსის შენიღბვაშია.

სიზმრის ფუნქიციაა – განდევნა , სახეცვლილებაა. შეცდომითი მოქმედებების ანალიზი , როგორიცაა :წამოცდენები, კარგად ნაცნობის დავიწყება, რომელიმე მელოდიის ღიღინი, ან ფრაზის გარკვეული ჩურჩული, ხელში საგნების ტრიალი, ასეთი გამოვლინებები ხშირად ზრახვებისა და სურვილების მატარებელია. 1902 წელს ყალიბდება ფსიქოანალიზით დაინტერესებულ პირთა ჯგუფი.

ფსიქიკა არ ამოიწურება ცნობიერებით, ის აისბერგს წააგავს, რომლის ზედა, მცირე ნაწილი ცნობიერებაა, ხოლო უმეტესი ნაწილი არაცნობიერის სიღრმეებშია ჩაძირული. ცნობიერების უწყვეტობა ამის დამამტკიცებელია, ცნობიერებაში არსებული ხარვეზები მიუთითებს არაცნობიერის არსებობაზე.

ფსიქიკურ სინამდვილეში გამოიყოფა სამი სფერო:

1) ცნობიერება , რომელიც განცდადობის ნიშნით ხასიათდება.

2) წინარეცნობიერი ფსიქიკა ,რომელიც ამჟამად არ იმყოფება ცნობიერებაში , მაგრამ მასთან ახლოს არის და ადვილად , სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე შეუძლია შაღწიოს ცნობიერების ველში.ცნობიერად წცევის უნარი აქვს .ლატენტური ცნობიერია ან პოტენციური არაცნობიერი.

3) არაცნობიერი – ესაა ცნობიერებიდან განდევნილი ლტოლვები, წარმოდგენები, გრძნობები , რომელიც ტკივილს აყენებენ ან საფრთხეს უქმნიან ცნობიერებას. ამიტომ ისინი ვერ მიაღწევენ ცნობიერებამდე ბუნებრივი სახით, შენიღბულით შეიძლება. არაცნობიერი დინამიკური ბუნებისაა ,როგორიც არ უნდა იყოს არაცნობიერში მოცემული შინაარსი , მას აქვს ქცევის სახით გამოვლენის ტენდენცია ცნობიერებაში. დათრგუნული ქცევები, აზრები და ლტოლვები აქტიურად ცხოვრობენ და გარკვეული სახით ვლინდებიან ნევროტულ სიმპტომებში – სიზმრებში, ფსიქიკურ შეცდომებში და სუბლიმირებულ ქცევებში.

პიროვნების სტრუქტურას , ის განიხილავს , როგორც სამი დონის წარმონაქმნის ერთიანობას: (1) იდი (იგი) , ეგო (მე) ,სუპერ-ეგო (ზე-„მე“) . იდში თავმოყრილია ჩვენი ლტოლვები, რომელთაც ბიოლოგიური ძირი აქვს, იდი ყოველთვის არაცნობიერია. ესაა პრიმიტიული ინსტინქტებისა და ირაციონალური ძალების ქაოტური თარეშის სფერო. სიამოვნების პრინციპით ხელმძღვანელობს. მის განკარგულებაშია ორი მექანიზმი , რომლითაც ხდება დაძაბულობის განვირთვა. ესაა რეფლექტორული მოქმედება და პირველადი პროცესი. რეფლექტორული მოქმედება თანდაყოლილი ავტომატური რეაქციაა( ხველება, ცემინება, ცრემლდენა). თუ ეს არ ხდება ჩაირთვება პირველადი პროცესი. ამ შემთხვევაში იქმნება მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან ასოცირებული ობიექტის წარმოდგენა და სურვილი კმაყოფილდება ფანტაზიაში.

ნორმალურ ადამიანთან პირველადი პროცესის მაგალითია სიზმარი , ხოლო ფსიქოზით დაავადებულთან – ჰალუციანაცია. ეგოს ფუნქციაა იდის სურვილების დაკმაყოფილება რეალობის გათვალისწინებით და რეალობასთან მიმართებაში. რეალობის პრინციპით ხელმღვანელობს. ეგო აბრკოლებს იდის ენერგიის განტვირთვას, მიმართავს სხვა არხში და აწესრიგებს მის თანდათანობით ხარჯვას.

მის განკარგულებაშია მოტორული აპარატი და პერცეპტურ კოგნიტური ფუქნციები, რომელსაც ფროიდი მეორად პროცესს უწოდებს. იდი მუდამ ცდილობს დაიმორჩილოს ეგო. ამ ორის ურთიერთიმიმართების ფენომეს ადარებს ცხენისა და მხედრის ურთიერთობას. მოძრაობის ენერგია ცხენიდან მოდის (იდი) , მხერის ფუნქციაა მართოს ის (ეგო).

სუპერ-ეგო მორალის პრონციპებით ხელმზღვანელობს. ესაა საზოგადოებრივი ნორმების, წესების, აკრძალვების სისტემა, რომელიც ინტერნალიზირებულია პიროვნების მიერ და მოქმედებს როგორც კრიტიკოსი, ცენზორი. სინდისის ადგილსამყოფელია, მე- იდეის მატარებლია, რომელთან მიმართებაშიც ეგო აფასებს და სრულყოფს თავის თავს. იდისა და სუპერ-ეგოს ინტერესები ერთმანეთის საწინააღდეგოა.

ეგო სამი სახის მუქარის წინაშე დგას: რეალისტური შფოთვა პასუხია რეალური სამყაროს რეალურ საფრთხეებზე, ნევროტული შფოთვა წარმოადგენს ემოციურ პასუხს იმ მოსალოდნელ საფრთხეზე, რომელსაც ეგოს იდის სურვილები ქმნის. მორალური შფოთვა სუპერეგოს სინდისთანაა დაკავშირებული და ვლინდება სირცხვილში დანაშაულის გრძნობაში, ქენჯნაში .

შფოთვის აღკვეთას ან შემცირებას ეგო სპეციალური დაცვითი მექანიზმებით ცდილობს . ისინი არაცნობიერად მოქდებენ და აღქმული რეალობის დამახინჯებას ცდილობენ. ერთერთია განდევნა, რაც გულსიხმობს შემაწუხებელი აზრებისა და იმპულსების გადატანას ცნობიერების ფარგლებს გარეთ.

პროექცია – ინდივიდი თავის არასასურველ აზრებს, სურვილებსა და ქცევებს სხვას მიაწერს. ჩანაცვლება – იდის იმპულსების მიმართვა უფრო მისაწვდომ, ან ნაკლებ სახიფათო ობიექტებზე (სხვაზე ჯავრის ყრა) .

უარყოფა – სახიფათო, ტრავმული რეალობის აღიარებაზე უარის თქმა, მისი უგულებელყოფა. რეგრესია – ფსიქიკური ცხოვრების უფრო ადრეული, უსაფრთხო, სასაიამოვნო ფორმებისკენ მიბრუნება (ისეთი ქცევები, რომელიც ბედნიერ ბავშვობასთანაა დაკავშირებული).

რაციონალიზაცია – წარუმატებელი ან მიუღებელი ქცევის გამართლება მოგონილი მოსაზრებებით ან მისი სოციალურად მისაღები ინტერპრეტაცია. ( სამსახური საიდანაც გაგვაგდეს, არ ვარგოდა). სუბლიმაცია – იდის ინსტინქტური იმპულსების სოციალურად მისაღებ სასარგებლო არხებში მიმართვა.

ორი რამ არის მთავარი: მე-ს სახეობის შენარჩუნება , მე-ს ლტოლვები (შიმშილი , წყურვილი) და სექსუალური ლტოლვები. გამოყო სიცოცხლის (ეროსი) და თანატოსი (სიკვდილის ინსტინქტები. ნებისმიერი ცოცხალი არსება საბოლოო ანგარიშით ცდილობს თავის საწყის არაორგანულ მდგოამრეობაში დაბრუნებას. ამიტომაა სიკვდილის ინსტქინტქის გამოვლენის ტედნეცია წამების, ნგრევის, ომების სახით.

ეროსსა და თნატოსს შორის ეროსს ენიჭება უპირატესობა. ესაა არსებითად სექსუალური ლტოლვა, ანუ ლიბიდოს ენერგია. ლიბიდო არის სიამოვნება, სხვადასხვა სახის, ეროსი ორგანული სიამოვნებაა.

ფსიქოსექსუალური განვითარების სტადიები :

ორალური 1.5 წლამდე, ლიბიდოს დაკმაყოფილება პირის ღრუს კონტაქტით – წოვა, კბენა , ღეჭვა.

ანალური სტადია 1.5- 3 წწ . ანალური ზონაა და ფეკალური მასის- განდევნა -შეკავების პროცესები.

ფალოსურ სტადია – 3-6 წ ბავშვის ინტერესები ცენტრირდება სასქესო ორგანოებით მანიპულირებაზე. მთელი ლიბიდონალური ენერგია მიიმართება გამრავლების ფუნქციისკენ. ამაში მდგომარეობს ფსიქოსექსუალური განვითარების პირველი ხაზი. ეროსის განვითარების პირველ ეტაპზე დაკმაყოფილება საკუთარი სხეულის სხვადასხვა ზონების გაღიზიანებით მიიღწევა, მას აუტოეროტიზმის ეტაპი ეწოდება.

ფსიქოსექსუალური განვითარების მეორე ხაზი აუტოეროტიზმის დაძლევასა და ადეკვატური ობიექტის არჩევაში მდგომარეობს. ლიბიდოს პირცელი ობიექტი შეიძლება მხოლოდ მშობელი იყოს. ბიჭისთვის დედა, გოგონასთვის მამა.

ეს ვითარდება ონტოგენური განვითარების ფალოსურ სტადიაზე ოიდიპოსის და ელექტრას კომპელქსი. აქ ხდება პიროვნების ძირითადი ღერძის, სუპერ-ეგოს ფორმირება და ამას იდენტიფიკაციის მექანიზმი განაპირობებს. ბავშვი თავს აიგივებს მეტოქე მშობელთან.

ამ კომპლექსის გადალახვის შემდეგ დგება ლატენტური ფაზა, მეორე პერიოდში ლიბიდოს ენერგია საბოლოოდ გარე ობიექტს ნახულობს. განვითარების ყოველი ეტაპი იწვევს ფრუსტრაციას (წინარე სურვილების ბლოკირება ) , რასაც ცუდი შედეგები მოყვება. და ხდება ფიქსაცია ერთ-ერთ სტადიაზე , რაც მისთვის დამახასიათებელი ქცევებისა და განცდების გაბატონებაში გამოიხატება.

ავტორი:თამარ მაისურაძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი