სვამი ვივეკანანდა:ყოველთვის სიმართლეს უნდა ეძებდეთ და ყოველგვარი ცრურწმენისგან უნდა განთავისუფლდეთ

0
248

ადამიანებს რეალურად არსებული დიდი პიროვნებისათვის ათასგვარი, გამოგონილი და ზებუნებრივი თვისებების მიწერა ახასიათებთ. ალბათ კრიშნას შემთხვევაშიც მსგავსი რაღაც მოხდა,

პურანები – მითებისა და ლეგენდების კრებულია, რომლის ავტორობაც ვიასას მიეწერება. სულ თვრამეტი ძირითადი `პურანა არსებობს. მათ ჩვ.წ.აღ-მდე პირველი ათასწლეულით ათარიღებენ.

მწყემსი გოგო რასლილა, ანუ კრიშნალილა ჩრდილოეთ ინდური მისტერიული ხალხური დრამაა და დაკავშირებულია კრიშნას კულტთან. მის წარმოშობას იმ მითს უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც მწყემსი გოგონები, გოპები წრეში ცეკვავენ და კრიშნას გმირობებს განასახიერებენ. ხედავს რა მისდამი მათ ერთგულებას, თამაშში თვითონ კრიშნა ერთვება. როგორც თეატრალური წარმოდგენა, დასრულებული სახით რასალილა მეთექვსმეტე საუკუნიდან, კრიშნაიდი ბჰაკტების მოძრაობის განვითარების პერიოდიდან გვხვდება.

სრულიად შესაძლებელია, რომ ის მეფე ყოფილიყო. სრულიად შესაძლებელიამეთქი, ვამბობ, რადგან ძველად ჩვენს ქვეყანაში ბრაჰმა-ჯნანასქადაგებით უმეტესად მეფეები იყვნენ დაკავებული. აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო გიტას ავტორი, მისი სწავლება აბსოლუტურად ემთხვევა მთელს მაჰაბჰარატას მსოფლმხედველობას. აქედან თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაჰაბჰარატას ეპოქაში გამოჩნდნენ დიდი ადამიანები, რომლებიც ბრაჰმა-ჯნანას მაშინდელი საზოგადოებისთვის ახალი ფორმით ქადაგებდნენ.

აგრეთვე თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ ძველ დროში ერთი-მეორის მიყოლებით ჩნდებოდა ახალ-ახალი სექტები, თავ-თავისი ახალი „წმინდა წერილით“. ზოგჯერ დროთა განმავლობაში სექტაც და მისი წმინდა წერილიც დავიწყებას ეძლეოდა, მაგრამ ისეც ხდებოდა, რომ სექტა არსებობას წყვეტდა, მაგრამ მისი წმინდა წერილი რჩებოდა. სრულიად შესაძლებელია, გიტაც ერთ-ერთი იმ სექტის წმინდა წერილი ყოფილიყო, რომელმაც ყველა თავისი მაღალი და კეთილშობილური იდეა ამ წიგნში ჩააქსოვა.

რაც შეეხება კურუკშეტერას ბრძოლას, შეუძლებელია რაიმე საბუთის მოშველიება იმის სასარგებლოდ, რომ ის მართლაც მოხდა. ეჭვი არაა, რომ კაურავები და პანჩალები მართლა ებრძოდნენ ერთმანეთს. საკითხავია, როგორ უნდა ემსჯელათ ამდენი ჯნანას , ბჰაკტის და იოგას შესახებ ბრძოლის ველზე, სადაც ერთმანეთის პირისპირ გამწკრივებული ორი არმია ომის დაწყებას ელოდა? ან იყო კი იქ ვინმე სტენოგრაფისტი, რომ კრიშნასა და არჯუნას მიერ შუაგულ ბრძოლის ველზე ნათქვამი ყოველი სიტყვა ჩაეწერა?

ზოგის აზრით, კურუკშეტერას ბრძოლა მხოლოდ ალეგორიაა. როცა მის ეზოთერულ მნიშვნელობას ვაფასებთ, ვხვდებით, რომ ეს ადამიანში კეთილ და ბოროტ მიდრეკილებებს შორის მუდმივ ბრძოლას აღნიშნავს. ასეთი გაგებაც არ უნდა იყოს აზრს მოკლებული. დიდი საფუძველი გვაქვს ეჭვი შევიტანოთ არჯუნასა და სხვა პიროვნებათა ისტორიულობაშიც. შატაპატა ბრაჰმანა ძალიან ძველი წიგნია.

მასში თითქმის ყველა სახელია შეტანილი, ვისაც კი აშვამედჰა იაჯნა შეუსრულებია, მაგრამ არა თუ ნახსენები არაა, გადაკვრითაც არაფერია ჭეშმარიტი, წმინდა ცოდნა, ანუ ცოდნა სამყაროსა და ბრაჰმას იგივეობის შესახებ. ჯნანა (ცოდნა) და ბჰაქტი (ერთგულება, სიყვარული) ჰინდუთა რელიგიური პრაქტიკის სახეობებია. არსებობს ჯნანა-იოგა (შემეცნების გზა) და ბჰაკტი-იოგა (ერთგულების გზა). ჰინდური ფილოსოფიის ექვსი ორთოდოქსული სისტემიდან ერთ-ერთი.

მიუხედავად ამისა, მაჰაბჰარატასა და სხვა წიგნებში ნათქვამია, რომ იუდჰიშთჰირა, არჯუნა და სხვები აშვამედჰას წირვას ასრულებდნენ. განსაკუთრებით კარგად უნდა დავიხსომოთ ერთი რამ: ის, რომ, სინამდვილეში არავითარი კავშირი არ არსებობს ამ ისტორიულ კვლევასა და ჩვენს ნამდვილ მიზანს, ანუ იმ ცოდნას შორის, რომელიც დჰარმას გვაზიარებს. დღეს თუნდაც დამტკიცდეს, რომ ყველაფერი ეს მთლიანად მოგონილია, ჩვენ ამით არაფერს დავკარგავთ.

მაშინ რა აზრი აქვს ამდენ ისტორიულ კვლევა-ძიებასო, იკითხავთ თქვენ. ეს მთლად უსარგებლო საქმე არ გახლავთ, რადგან ჩვენ სიმართლე უნდა დავადგინოთ და უცოდინრობის გამო გაჩენილ არასწორ აზრთა ტყვეობაში დარჩენა არაფერს გვარგებს. ამ ქვეყანაში ასეთი კვლევის მნიშვნელობაზე არ ფიქრობენ. ბევრ სექტას სჯერა, რომ ისეთი ტყუილი, რომელიც ადამიანებისთვის სიკეთის მომტანია, კეთილშობილური იდეის ქადაგებაში გვეხმარება, უვნებელი რამაა.

ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიზანი ამართლებს საშუალებას. სწორედ ამიტომ იწყება ბევრი ჩვენი ტანტრა სიტყვებით “მაჰადევამ უთხრა პარვატის”

მაგრამ ჩვენი ვალი სიმართლის დადგენა და მხოლოდ სიმართლის დაჯერება უნდა იყოს. ცრურწმენებისა და ძველი ტრადიციების რწმენის ძალა იმდენად ძლიერია, რომ იესო ქრისტეს, მუჰამედსა და სხვა დიდ ადამიანებსაც კი სჯეროდათ და ვერ თავისუფლდებოდნენ მათგან. ყოველთვის სიმართლეს უნდა ეძებდეთ და ყოველგვარი ცრურწმენისგან უნდა განთავისუფლდეთ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი