ეკხარტ ტოლე – რთული კითხვის პასუხები

1
1738

ეკხარტ ტოლე  – გერმანელი მწერალი, გავლენიანი სულიერი მასწავლებელი და ორატორი. მას არ აიგივებენ რომელიმე კონკრეტულ რელიგიასთან, მაგრამ სულიერი მიმდინარეობების ფართო სპექტრის გავლენას განიცდის. მისი ცნობილი ნაწარმოებებია: „რაზე საუბრობს სიჩუმე“, „ამ მომენტის ძალა“, „ახალი მიწა“ და სხვა.

თუ აზრი უკმარისობის შესახებ – ფულის, აღიარების, სიყვარულის – თქვენი თვითაღქმის ნაწილი გახდა, მუდამ რაღაცის უკმარისობის გრძნობა გექნებათ. იმის ნაცვლად, რომ მადლიერი იყოთ იმ კარგისთვის, რაც უკვე არის თქვენს ცხოვრებაში, მხოლოდ იმას ხედავთ, რაც არა გაქვთ. მადლიერება ყველაფერი კარგისთვის, რაც უკვე გაქვთ – ეს ბარაქისა და სიუხვის საწინდარია. ყველანაირი ბარაქის წყარო სადღაც გარეთ არ არის. ეს იმის ნაწილია, ვინც ხართ. და მაინც, დაიწყეთ თქვენ გარშემო არსებული სიუხვისა და ბარაქის აღიარებითა და გაცნობიერებით. მზის სითბო თქვენს კანზე, ლამაზი ყვავილები… უგემრიელესი წვნიანი ხილის ნაყოფი, ზეციდან დაღვრილი წყალი, რომელიც გასველებთ… აი, ცხოვრების სისრულე – ყოველი ფეხის ნაბიჯზე.

არ არის სიმართლე, რომ აღმასვლის პერიოდი კარგია და ვარდნის – ცუდი. ეს სიმართლეა მხოლოდ გონების განსჯის სფეროში. ზრდა, ჩვეულებრივ, პოზიტიურ მოვლენად მიიჩნევა, თუმცა, უსასრულოდ ზრდა არაფერს შეუძლია. ზრდა რომ უსასრულოდ გრძელდებოდეს, შედეგად ურჩხულის მასშტაბებს მიიღებდა და უბრალოდ, დამანგრეველი გახდებოდა. დაშლა აუცილებელია იმისთვის, რომ ახალი ზრდის შესაძლებლობა გაჩნდეს. ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს.

მოლოდინი – ეს გონების მდგომარეობაა. ძირითადად, ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალი გსურს. შენ არ გინდა აწმყო. არ გინდა ის, რაც გაქვს, გინდა ის, რაც არა გაქვს. მოლოდინის მდგომარეობაში, როგორი ტიპისაც არ უნდა იყოს ის, ქვეცნობიერად ქმნი კონფლიქტს „აქ“ და „ახლა“-ს შორის, ანუ სწორედ იმით, სადაც არ გინდა ახლა ყოფნა და იმ პროექცირებული მომავლით, რომელშიც გინდა მოხვედრა. ეს ძალიან ამცირებს შენი ცხოვრების ხარისხს, აწმყოს დაკარგვას გაიძულებს.

ჭეშმარიტი ხსნა – ეს თავისუფლების შეგრძნებაა: შიშისგან, ტანჯვისგან, უკმარისობისა და არაეფექტურობის გრძნობისგან და, შესაბამისად, ყველაფრისგან თავისუფლების შეგრძნება, რაც გსურს, რაც გჭირდება, რასაც ებღაუჭები და რასაც ეჩვევი. ესაა თავისუფლება აკვიატებული აზროვნებისგან, ნეგატივისგან და, პირველყოვლისა, წარსულისა და მომავლისგან, როგორც ფსიქოლოგიური მოთხოვნილებისგან.

სანამ ამჟამინდელი მომენტი აღიქმება, როგორც დაბრკოლება, პრობლემებს ბოლო არ ექნება. ცხოვრება ამბობს – ისეთი ვიქნები, როგორიც შენ გინდა, რომ დამინახო. ცხოვრებაა ამჟამინდელი მომენტი – ისე მოგექცევი, როგორც მექცევი, თუ პრობლემად მიგაჩნივარ, მე შენთვის პრობლემა ვიქნები. თუ ჩემში დაბრკოლებას ხედავ, დაბრკოლება ვიქნები.

გინდა, გაიგო, რა არის სინამდვილეში შენი – გაუშვილ ყველაფერი და შენი შენთან დარჩება. როდესაც მოიშორებ მოლოდინს, რომ ადამიანი, ვითარება, ადგილი ან საგანი დაგაკმაყოფილებს, უფრო გაგიადვილდება ამ მომენტში ყოფნა, რადგან აღარ ელოდები შემდგომ მომენტს.                                                                                                                   

აზრობრივ ნაკადს ინერციის საოცარი მომენტი აქვს და იოლად შეუძლია შენი „ჩათრევა“. თითოეულ აზრს პრეტენზია აქვს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. თითოეულს უნდა შენი ყურადღების მიპყრობა. აი, ახალი სულიერი პრაქტიკა: ნუ აღიქვამ საკუთარ აზრებს ძალზე სერიოზულად.

თუ ძველსა ხართ ჩაჭიდებული და ცვლილებებს ეწინააღმდეგებით, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების ბუნებრივ დინებას უწევთ წინააღმდეგობას – და მაშინ ტანჯვისთვის ხართ განწირული… გიყვარდეთ, იცხოვრეთ სისავსით, გიხაროდეთ აწმყოსი და მომავალი ნათელი იქნება…

გინახავთ ოდესმე მუხა სტრესულ მდგომარეობაში, ან დელფინი პირქუშ სულიერ მდგომარეობაში, ბაყაყი დაქვეითებული თვითშეფასებით, კატა, რომელსაც მოდუნება არ შეუძლია, ან ჩიტი, შეურაცხყოფით დამძიმებული? ისწავლეთ მათგან აწმყოსთან შეგუება…

ეგო ამბობს: „ასეთ ტანჯვას არ ვიმსახურებ“, და ეს აზრი მეტად გტანჯავთ. ეს ჭეშმარიტების დამახინჯებაა, ხოლო ჭეშმარიტება ყოველთვის პარადოქსულია. ჭეშმარიტების არსი ისაა, რომ ტანჯვას უთხრას „დიახ“, სანამ თქვენ მის გადალახვას შეძლებთ.

ჯერ მიიღე, შემდეგ იმოქმედე. როგორიც არ უნდა იყოს ამჟამინდელი მომენტი, მიიღე ისე, თითქოს შენ აირჩიე ის. ყოველთვის მასთან იმუშავე და არა მის წინააღმდეგ. აქციე ის შენს მეგობრად და მოკავშირედ და არა მტრად.

ნამდვილი სიყვარული არასდროს გაიძულებს, იტანჯო. და განა ეს შესაძლებელია? ნამდვილი სიყვარული არასდროს გარდაიქმნება მოულოდნელ სიძულვილად, ხოლო ნამდვილი სიხარული არასდროს გადაიქცევა ტკივილად.

არც კი დაფიქრდეთ იმაზე, რატომ გაგიკეთათ ადამიანმა ესა თუ ის. საკმარისია, ერთი მარტივი ჭეშმარიტება გაიგოთ: შეურაცხყოფილები შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობენ… ბედნიერები – გაბედნიერებას… სულ ესაა.

პლანეტის დაბინძურება მხოლოდ გარეგნული ასახვაა ჩვენი შინაგანი დაბინძურებისა, იმის შედეგი, რომ მილიონობით შეუგნებელ ადამიანს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს თავის შინაგან სივრცესთან.

თუ იმაში, რასაც საქმიანობ, არ არის არც სიხარული, არც სიმშვიდე, არც სიმსუბუქე, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ უნდა შეცვალო ის, რასაც აკეთებ. საკმარისია შეცვალო ის, თუ როგორ აკეთებს.

ნებისმიერი დამოკიდებულება მომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანს ქვეცნობიერად სურვილი არა აქვს, პირისპირ შეხვდეს თავის ტკივილს და ის ბოლომდე გაიაროს.

არ არსებობს არანაირი „ოდესმე“. არის მხოლოდ ამჟამად. თუ თქვენი მიმდინარე ცხოვრებისეული გზა სიხარულით არ არის სავსე, შეჩერდით და სხვა შეარჩიეთ.

როდესაც შინაგან სიჩუმესთან შეხებას კარგავ, კარგავ კონტაქტს საკუთარ თავთან. როდესაც კონტაქტს კარგავ საკუთარ თავთან, კარგავ თავს სამყაროში.

ხანდახან ნივთებთან განშორების უნარი ბევრად უფრო ძლიერი საქციელია, ვიდრე მათი გაფრთხილებისკენ სწრაფვა, ან მათზე გამოკიდება.

სიყვარული, სიხარული და სიმშვიდე მანამ ვერ აყვავდება თქვენში, სანამ გონების ბატონობისგან არ გათავისუფლდებით.

ჭეშმარიტი ხსნა – ესაა ნეგატივისგან თავისუფლება, და პირველ რიგში, წარსულისა და მომავლის მოლოდინებისგან.

არაგულწრფელობის ნიღაბი ძალზე მძიმე თქვენი სახისთვის. მოიხსენით ის, თავის მოტყუების სიმძიმის ქვეშ ნაოჭები უფრო სწრაფად ჩნდება.

ადამიანები ერთმანეთისგან უფრო მეტად იტანჯებიან, ვიდრე ბუნებრივი კატასტროფებისგან.

ეგოისტური გონება ჰგავს გემს, რომელიც იძირება. თუ მას არ დატოვებთ, ფსკერზე ჩაგითრევთ.

რაც უფრო სასიამოვნო ხდება ყოველდღიური ცხოვრების სიზმარი, მით უფრო ძლიერ გინდა „გაღვიძება“.

ის, თუ როგორ გხედავენ ადამიანები, ხდება სარკე, რომელიც გეუბნებათ, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ.

ტანჯვა მანამდეა აუცილებელი, სანამ ვერ აცნობიერებთ, რომ მის გარეშეც შეგიძლიათ არსებობა.

უბედური რომ იყო, ორი გზა გაქვს: პირველი – არ მიიღო სასურველი, მეორე – მიიღო სასურველი.

იზიდავთ და თქვენგან გადის მხოლოდ ის, რაც თქვენს შინაგან მდგომარეობას შეესატყვისება.

  • თუ შიგნით ყველაფერი წესრიგში გაქვს, გარეთაც ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
  • შიში მაშინ ქრება, როცა, მასზე ფიქრის ნაცვლად, იმის გაკეთებას იწყებ, რისიც გეშინია.
  • თუ სამუშაო მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა, ის ვერ იქნება მაღალი ხარისხის.
  • შეიგრძენი ცხოვრების თრთოლა შენ შიგნით. ესაა შენი ღუზა მომენტში „ახლა“.
  • შენ ხარ სამყარო, რომელმაც თავი ცოტა ხნით ადამიანში გამოხატა.
  • იქ, სადაც მრისხანებაა, ყოველთვის ტკივილი იმალება.
  • გიყვარდეს – ნიშნავს, საკუთარი თავი ამოიცნო სხვაში.
  • ცხოვრება მუდამ ახლა ხდება.

1 გამოხმაურება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი