ერთადერთი, რაც ყოველთვის არის – ეს აწმყო დროა

0
392

„ცხოვრების დაყოფა  წარსულად, აწმყოდ და მომავლად – ცნობიერის მოგონილია და ის არის აბსოლუტურად ხელოვნური. წარსული და მომავალი – აზრფორმაა, ილუზია, გონების აბსტრაქციაა. წარსულის გახსენება შეგიძლია მხოლოდ ახლა. მოვლენები რომელიც ვითარდებოდა წარსულში, განიცდი ამჟამად და გახსენდება, კიდეც, მოცემულ მომენტში. მომავალი, როცა ის დადგება, დადგება მოცემულ მომენტში. ასე რომ, ერთადერთი რამ, რაც წრამოადგენს რეალობას, ერთადერთი, რაც ყოველთვის არის – ეს აწმყო დროა.“ – ეკხარტ ტოლე 

იცოდე: ყოველ წამის გაელვებაში სამყარო იქმნება თავიდან. ნუ გეშინია იფიქრო იმაზე, რომ ყოველი წამს ყველაფრს იწყებ თავიდან, რადგან ამ აზრებშია – უდიდესი თავისუფლება.

ის იქმნება ახლა. ამის გაცნობიერება ნიშნავს, – შენ ცხოვრობ უსასრულობაში. შენ არ ხარ შეზღუდული იმით რაც იყო შენამდე. ყოველ წამს სამყარო იქმნება თავიდან.

გაკეთე, შექმენი ის ყოველთვის ახლებურად, გატაცებით. ნებისმიერ წუთს შეგიძლია დაიწყო შენი ოცნებების განხორციელება. თითოეულ წამში ჩადებულია, ყველაფრის შეცვლის პოტენციალი. ყოველ წამს ყველაფერი იცვლება. ყველა გაელვება ტოლფასია.

გააცნობიერე, შენი წარსული კი არ განაპირობებს, ახლა როგორი ხარ – ამას განსაზღვრავს შენ თავად. ის, თუ როგორ დონეზეა შენი „ ახლა“ წარმოადგენს, მხოლოდ შენი წარსულის ანარეკლს და გაგრძელებას, რომელიც განპირობებულია წარმოდგენებით და დამოკიდებულებით, რომლის თანახმადაც, წარსული გკარნახობს, როგორი უნდა იყოს მომავალი.

ამ ხაფანგში ებმება ყველა: სჯერათ, რომ წარსულს დიდი ძალა აქვს და ადამიანები დამოკიდებლნი ხდებიან მასზე, ამიტომ ოდესღაც განცდილ ტკივილს ხელახლა გადიან, ისევ და ისევ.

სანამ, წარსული ტკივილი აყალიბებს მომავლის შიშს, შენ გებედება მტკივნეულ წრეზე სიარული . წრის გასწყვეტად, ტკივილს უნდა წაერთვას მიცემული ძალა. ამისათვის საჭიროა მთელი ძალით შეიგრძნო ტკივილი. დაე, მან დაგიბრუნოს ის ძალა, რომელიც თავის დროზე მიეცი. ამით გახდები გაცილებით ძლიერი.

გაიგე: თუ გადწყვეტილი გაქვს წარსულის ტკივილი თან ათრიო, გამოდის, რომ გარკვეულ დონეზე გგონია – ის შენ გჭირდება. მაგრამ ის არ გჭირდება. არაფერში გჭირდება მსგავსი შემზღუდველები.

ის, რაც მოხდა წარსულში, სრულებითაც არ გულისხმობს, რომ მომავალიც უნდა იყოს შესაბამისი – თუ კი თავად არ დამორჩილდები მსგავს რწმენას. არ მისცე, მძიმე მოგონებებს უფლებას შეგზღუდონ. დაიბრუნე ძალა, რომელიც მიეცი წარსულს.

გაიგე, არსებული ეჭვი, საგრძნობ კვალს ტოვებს შენს რეალობაზე. აუჯანყდი და დაუმტკიცე, რომ ეს ეჭვები საფუძველს მოკლებულია. შენ – არ ხარ შენი წარსული. გაუთავებლად გაიხსენო წარსული, ნიშნავს – იცხოვრო მასში.

თუ კი შენი აზრები მუდმივად წარსულში გაბრუნებს, გაეხსენი მას, მთელი ძალით ერთხელ და საბოლოოდ განიცადე და მერე გაუშვი. იცოდე, რომ მთელი ძალით განცდილი წარსული, წყვეტს თავის არსებობას, რადგან უკვე აღარ შეიცავს შენთვის გარკვეულ გზავნილს.

შენი წარსული – მხოლოდ იდეაა, რომელიც შეგიძლია გამოიყენო ძალის დასაბრუნებლად ან მისცე მას და წაართვა საკუთარ თავს. მიეცი თავს ძალა, წარსულისკენ სახის მოტრიალებით.

ეკხარტ ტოლლე «გაცნობიერებული სიკვდილი»

ავტორი:თამარ კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი