12 ჩვევა რომელსაც ადამიანი სიღარიბემდე მიყავს

2
1657

ჩვევა 1. ღარიბები მუდმივად დამნაშავეებს  ეძებენ – ღარიბი ადამიანი არასოდეს  აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ის ადანაშაულებს კოლეგებს, უფროსს, მთავრობას… ეს ბოლო, ძალიან გავრცელებულია. შედით პიროვნების პირად ფბ გვერდზე და მისი გაზიარებული პოსტებით მიხვდებიათ, იღებს თუ არა ის პასუხისმგებლობას თავზე და შესაბამისად ღარიბია თუ არა. ღარიბ ადამიანს უჭირს აღიაროს, რომ თავად არის რამეში დამნაშავე, მით უმეტეს, შეუმდგარ ადამიანად ყოფნაში, ღარიბი ფიქრობს: «ისინი რომ არა, მე დიდი ხნის წინ ვიქნებოდი წარმატებული», «მე ხომ ბედი არ მაქვს, ყველა ხელს მიშლის, რამის გაკეთებ აქ შეუძლებელია» რა ქნას, მართლა ასეა და…. მისთვის ეს რეალობაა, მისი ცნობიერი არ არის მზად დაინახოს შესაძლებლობები.

 ჩვევა 2. დროის გაყვანა – ბავშვობოდან გიჩიჩინებდნენ ძველ «სიბრძნეს»: «შვიდჯერ გაზომე – ერთხელ გადაჭერი». დაივიწყეთ!!! დრო ისე სწრაფად მიდის… სანამ ფიქრობთ, აწონ-დაწონით…  ვიღაცა „ნაგლი“ თქვენს იდეას ახორციელებს, თან ისე, რომ არც კი იცნობთ, ვინ არის?… გამოდის, ლუკმას გართმევთ. ეი…. გაიღვიძე!!! იმარჯვებს ის, ვისაც არ ეშინია პირველი ნაბიჯის გადადგმის, მიდის რისკზე და ანხორციელებს საკუთარ იდეებს. იმის ნაცვლად დაჯდეს და აიწონა-დაიწონა ითამაშოს, აღწევს მზნებს და ინხორციელებს ოცნებებს. ღარიბი აზროვნებით ადამიანს, ყოველთვის გაჰყავს დრო და ამ თავის უმოქმედობას საბოლოო ჯამში, მაინც, დააბრალებს სხვას.

ჩვევა 3. რისკზე წასვლის შიში – ღარიბი აზროვნების ადამიანი არ რისკავს, ის ითხოვს წინასწარ გარანტიებს. ამბობს : ამას გავაკეთებ  მაგრამ რომ არ გამოვიდეს? ეშინია ნეგატიური შედეგის, რადგან მარცხი მისთვის ფიასკოს წარმოადგენს და არა გამოცდილებას. მას ურჩევნია სტაბილური, თუნდაც მცირე მაგრამ მოჭრილი ხელფასი. საბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ ცხოვრობს ხელფასიდან ხელფასამდე. სამაგიეროდ, აქვს სტაბილურობის ილუზია.

ჩვევა 4. უფასო სწავლება – ტიპიური წარმოდგენა ღარიბი აზროვნებით ადამიანისა – უფასოდ გაგოს და მიიღოს რამე ფასეული! მასხოვს, ჩემმა მენტორმა თბილისში,  ჩაატარა უფასო მასტერ-კლასი და მოვიდა 150-ზე მეტი ადამიანი. თავადაც არ ელოდა და აღნიშნა –ასეთი რამ ალბათ მხოლოდ საქართველოში ხდება, სხვა ქვეყნებში მსგასი რამ არ შეუმჩნევია. მართალია, ამ უფასო 150 კაციანი მასტერ-კლასიდან, ფასიან ტრენინგზე მოვიდა მხოლოდ 3 ადამიანი. საქართველოსთვის კარგი სტატისტიკაა ის, ვინც ცდილობს მთელი ცხოვრება არ გადაიხადოს და მიიღოს უფასოდ ღირებული, იმყოფება სწავლებადობის ილუზიაში! განვითარებასთან და შემდეგში, მის გამოყენებასთან ამას არავითარი კავშირი არ ააქვს. „უფასო ყველი სად არის?.. მხოლოდ სათაგურში!“ იმისათვის, რომ გახდეთ წარმატებული საჭიროა ცოცხალი ურთიერთობა მენტორთან, წინამძღოლთან. საჭიროა, მიზნისკენ სავალი გზის მკაფიოდ ცოდნა. ტრენინგის ან ქოუჩინგის ფასი ეს არა მარტო წარმატებული მომავლის მაჩვენებელია, არამედ მიანიშნებს თქვენს მოტივაციას. აჩვენებს, რა ცნობიერის დონეზე იმყოფებით და რამდენად ხართ მზად წარმატების, ცვლილებების შემოსაშვებად. მე კარგად მახსოვს სემინარებს რომ დავსწრებოდი (ძირითადად საქართველოს საზღვებს გარეთ) რაზე მიწევდა წასვლა ფული რომ მეშოვა (ღამის ცვლებში ფიზიკური მუშაობა, ფული სესხება…). დღეს, ტრენინგებს რომელსაც გავდივარ, ხარისხმა და დონემ მოიმატა, მათი ღირებულებაც გაიზარდა და რაც მათავრია ჩემი შემოსავლებიც საგრძნობლად გაზრდილია. ეს უბრალო კანონზომიერება.

ჩვევა 5. არ სურთ  მათ შრომაში ფული გადაუხადონ – ღარიბის აზროვნების ადამიანს უყვარს სხვის ხარჯზე ცხოვრება. მუსიკა, წიგნები, ტრენინგები, ფილმები – ის ისმენს ინტერნეტიდან. მისი ფილოსოფიაა – ფასიანი მომსახურება, მიიღოს უფასოდ. ქურდობა, ქურდობაა, ინტელექტუალური იქნება ის თუ მატერიალური. გადმოწერე ფასიანი პროდუქტი უფასოდ? ეს ქურდობაა! ასეთი ადამიანი განწირულია სიღარიბისთვის. ეს გაცნობიერება არც ისე დიდი ხანია მოვიდა და თანხებიც წამოვიდა! ამას წინათ ჩემი ახლოებლი მოხვდა ბიზნეს კონსულტაციაზე, რაზეც ფინანსური საკითხის გამო, არ დავესწარი. მან მოგვიანებით მითხრა მომაწვდიდა, რაღაც საკითხებს, მაგრამ განვაცხედე უარი. ფასიანის, უფასოდ მიღების მცდელობა – ღარიბი ფსიქოლოგიაა და მე ამაზე ვამბობ არას!

ჩვევა 6. თავის შეცოდება – ხშირ შემთხვევაში, ადამიანები საკუთარი პრობლემის წყაროს ხედავენ გარემოცვაში და გარემოებებში – ეს, ხან არახელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობაა, ხან სხეულის ნაკლი, ხან ღარიბ ოჯახში დაბადება, არასაკმარისი განათლება, დაიბადა და ცხოვრობს არა იმ ქვეყანაში და ა. შ. ღარიბი ადამიანის არსენალში არის ათეულობით თავის შეცოდების საშუალება, მაგრამ თავის შეცოდებაზე ფულს ვერ გამოიმუშავებ. ნუ, სპეციალურად ამაზე ტრენინგს თუ არ შექმნი , მაგრამ რამის შექმანს მსხვერპლის დონიდან გამოსვლა სჭირდება.

ჩვევა 7 – ოხვრა და წუწუნი

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ უფულობა — ადამიანის ყოველდღიურობაში არსებული ნეგატიური ემოცების შედეგია. მდიდარი ადამიანის აზროვნებისგან განსხვავებით, ღარიბი პრობლემებს არ აღიქვამს – მიზნისკენ აღამავალ ერთ-ერთ საფეხურად. ის მიეჩვია ოხვრას და წუწუნს ბედზე, მთავრობაზე, ცხოვრებაზე. ასე, საკუთარ თავთან მართალია, მიუხედავად იმისა რომ ილუზიაა. მართალია, ზოგჯერ გინდა მოეშვა, მოდუნდე, ამოხეთქო… რათა შეგიცოდონ, თავზე ხელი გადაგისვან, მაგრამ…. გეკითხებით: ამისგან შვებას გრძნობთ? და მითუმეტეს , საფულეში ფულის რაოდენობა იცვლება? არა!!!  რამდენიც იყო, იმდენივე დარჩა და არც პრობლემა ქრება. მაშინ, აზრი?

ჩვევა 8.  შიში, რას იფიქრებენ სხვები – წარმატებული ადამიანი აფასებს ინდივიდუალურობას, დარწმუნებულია საკუთარ თავში და ძალებში, ამიტომ დამოკიდებული არ არის გარემოცვის აზრზე. ღარიბი, როგორც წესი, პირიქით, დროის დიდ ნაწილს და ენერგიას ახმარს გარემოცვის აზრს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, რას იფიქრებენ მასზე. ყავს ავტორიტეტი ადამიანები, თავს მათ ადარებს, რაც მის სასრგებლოდ ნამდვილად არ სრულდება. ამიტომ კიდევ ერთი საწუწუნო მიზეზი უჩნდება.

ჩვევა 9. ფულის ფლანგვა – ღარიბ ადამიანს არ გააჩნია ფინანსური სტრატეგია. მისი მიზანია – გამოიმუშავე და დახარჯე. მდიდარი თავის მხრივ გამომუშავებულს აბანდებს კაპიტალის შექმნაში. მისი აზროვნებაა: «რა უნდა დავაბანდო როდესაც ფული არ მაქვს?». ფული არ არის, იმიტომ რომ ადამიანი არ ფიქრობს მომავალზე. მდიდრდებიან არა ისინი ვინც ბევრს გამოიმუშავებს, არამედ ისწავლეს საკუთარი ფინასების მართვა.

ჩვევა 10. მომენტალური შემოსავლის ძიება – ღარიბი არ ცდილობენ რამე ახლის სწავლას, არ მუშაობს პერსპექტივაზე. მას ფული უნდა ამ წუთში, მომენტალურად. ეს მომხმარებლური ქცევის ნათელი მაგალითია. ადამიანს უნდა ყველაფერი და ახლავე, მინიმალური ძალისხმევით. ეს ჰგავს იმ გლეხს, რომელსაც ზამთარში შემოეჭმევა დასათესად მომარაგებული კარტოფილი და არ იფიქრა რას ჩაყრის გაზაფხულზე.

ჩვევა 11. აკეთებს იმ საქმის, რაც არ უნდა – ღარიბი ყოველთვის იპოვის 10 დამნაშავეს, 100 გამართლებას და 1000 მიზეზს რატომ უნდა აკეთოს არასაყვარელი საქმე. მას არასდროს აკმაყოფილებს შემოსავლი. ის ცხოვრობს პარასკევ დღეზე ოცნებით, წყევლის უფროსობას, არ „ევასება“ კოლეგები… მიუხედავად ამისა, ყოველ ორშაბათს მიდის ოფისში. საყვარელი საქმით რომ დაკავდეს ამისათვის, რასაკვირველია, არ ყოფნის დრო და სითამამე. აი, ასე, ერთფეროვნებაში და უცვლელობაში ადამიანი გალევს  მთელ თავის ძვირფას სიცოცხლეს. წლიდან წალამდე ერთი და იგივე.

ჩვევა 12. ფუჭად დროის დახარჯვა – ღარიბი ფიქოლოგიის ადმიანი თავს ეკითხება: როგორ «მოკლას» დრო?

მდიდიარი დასვამს კითხვას: როგორ გამოვიყენო დრო მაქსიმალურად სასარგებლოდ?საბოლოო ჯამში, თითოეული მიიღებს იმას რისკენაც ისწრაფვოდა — ღარიბი «კლავს» დროს და უღიმღამოდ ფლანგავს ცხოვრებას, მდიდარი იყენებს დროს და კიდევ მეტად მდიდრდება.

ავტორი:თამარა კვარაცხელია

2 გამოხმაურება

  1. ცალკეულ თავებში, რა თქმა უნდა, სიმართლე-სინამდვილის ამოკითხვა შეიძლება… მთლიანობაში კი მეშჩანის ჭორიკნობაა.

  2. ცალკეულ თავებში სიმართლის მარცვალი რა თქმა უნდა დევს!
    მთლიანობას რაც შეეხება, მეშჩანის ჭორიკნობაა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი