ჯიდუ კრიშნამურტი – შიშის სტრუქტურა და ბუნება

1
1278

მრავალ ჩვენთაგანს ეშინია გარკვეული რამის, ან  თუნდაც ბევრი რამის. შეიძლება გეშინია შენი ცოლის, ქმრის, გეშინია სამსახურის დაკარგვის, ან სიბერის ჟამს უსაფრთხოების არ ქონის, გეშინია საზოგადოებრივი აზრის – რაც ჩემი აზრით შიშის ყველაზე სასაცილო ფორმაა, შიში სიბნელის, სიკვდილის და ა.შ.

ახლა ვაპირებთ ერთად გამოვიკვლიოთ,  არა ის რისიც გვეშინია, არამედ რას წარმოადგენს შიში თავისთავად. არა ობიექტი შიშის, არამედ სტრუქტურა და ბუნება მისი.

როგორ ჩნდება შიში და როგორ ვეხებით მას, არსებობს მოტივი ამ შეხების უკან?

ცხადია ყველა ადამიანს აქვს თავის მოტივი და ეს არის სურვილი, თავიდან აიცილო იგი, ჩაახშო, უგულებელყო. ყველა შეეჩვია შიშს, როგორც ცხოვრების განუყოფელ ნაწილს. მოტივი შესაძლებელია იყოს მრავალი სახის, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანს არ შეუძლია მისი დანახვა, მასთან   მიახლოება და როდესაც უყურებს შიშს, მიაჩნია რომ შიში გამოყოფილია მისგან, გარედან აკვირდება მას, როგორც უცხო პირი.

მაგრამ არის კი შიში გამოყოფილი ჩვენგან? ცხადია არა, მაგრამ განათლებისა და რელიგიის შედეგად ყველამ შეიქმნა განცდა, რომ თითქოს ეს სადღაც ცალკეა, ებრძვიან მას და ცდილობენ თავიდან მოიშორონ.

არავინ ეკითხება საკუთარ თავს, ნუთუ ეს გრძნობა შიშის  მართლა გამოყოფილია ჩვენგან? რა თქმა უნდა არა, და თუ ამას შეიგნებთ, მაშინ დაინახავთ რომ დამკვირვებელი არის  დაკვირვებული.

1 გამოხმაურება

  1. როდესაც შიშებს თვალს ვუსწორებ და ვუდგები პირისპირ , მაშინ ვაცნობიერებ რომ თავად რისიც მეშინოდა (სუბიექტი, ქმედება.. ა.შ ) ბევრად პატარა ვიდრე შიშის განცდა . გონებაში თითქოს პაზლივით ეწყობა და შენდება შიში .. რაც უფრო მეტი დრო გადის შიშის ფაზლიც უფრო დიდდება .

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნინო გამოხმაურების გაუქმება

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი