რა არის სასიცოცხლო ენერგია და საიდან ვიღებთ მას

0
732

აღმოსავლური ფსიქოლოგიის 50% პრანებისგან შესდგება – თეორია და გარკვეული სუნთქვითი პრაქტიკები, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას მუდმივად აივსოს სასიცოცხლო ძალით ენერგიით (პრანით). როგორც ამტკიცებენ თანამედროვე (გასხივოსნებული) იოგის მასწავლებელები, პრანით ავსება შსაძლებელია შემდეგნაირად:

1. მიწის ელემენტი: როდესაც ადამიანი იკვებება ნატურალური საკვებით, ცხოვრობს ბუნებაში, შეიმეცნებს ხეებს, ფეხშიშველი დააბიჯებს მიწაზე. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ძალიან ცნობილ ექიმს მეცნიერებათა დოქტორს მედიცინაში და ის ამტკიცებს, რომ თუ ადამიანი მოშორდება დიდ ქალაქს (სადაც იძულებულია იაროს მეტროთი, ისეირნოს ასფალტის საფარზე, ისუნთქოს დაბინძურებული ჰაერი) იცხოვრებს ბუნებასთან ახლოს… მაშინ, სწრაფად აღუდგება იმუნიტეტი, რადგან იწყებს ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრებას.

2. წყლის ელემენტი: ჭის ან წყაროს წყლის დალევა. ბანაობა წყაროზე ან ჩანჩქერზე, ცურვა მდინარეში ან ზღვაში. კოფეინის შემცველ სასმელებზე, ალკოჰოლზე, ტკბილ და გაზიან სასმელებზე უარის თქმა.

3. ცეცხლის ელემენტი: მზეზე ყოფნა და ისეთი საკვების გამოყენება რომელიც შეიცავ მზის სხივების ენერგიას.

4. ჰაერის ელემენტი: ეს არის ყველაზე მეტად აუცილებელი ელემენტი პრანას მისაღებად. სუფთა ჰაერის ჩასუნთქვით, განსაკუთრებით მთის. ჰაერი, ტყის და ზღვის სანაპიროდან. სიგარეტის მოწევა, დიდი რაოდენობით ადამიანის თავშეყრის ადგილიები, ადამიანს ართმევს პრანას.

5. ეფირის ელემენტი: პოზიტიური აზროვნების, სიკეთის, კარგი განწყობის დანარგვით. ეს ითვლება საბაზო დონედ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ცხოვრებს ბუნებაში, იკვებება სწორად და თუ კი, ამ დროს, დადის გაღიზიანებული, ავი და გაბოროტებული, მაშინ პრანას სიჭარბე დაანგრევს მას. მერე მხრივ, ჰარმონიულ ადამიანს ანუ გულკეთილს, უშიშარს და ა.შ. შეუძლია დიდი ხანი ოცხოვროს ქალაქში, (თუ იძულებულია). თუმცა, ასეთ დროს, თვალყური უნდა ადევნოს კვებას და პერიოდულად გავიდეს ბუნებაში.

დიდ ქალაქებში პრანას წყაროს წარმოადგენს სალოცავები, ეკლესიები, ტაძრები, მონასტრები.

შავი ფერი შთანთქავს სინათლეს, თეთრი ფერი ირეკლავს სინათლეს.

თითქოს და ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, რომელიც დიდი ხანია ყველამ კარგად იცის, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით, მას აქვს ღრმა ფილოსოფიური მნიშვნელობა. სინათლე ასოცირდება რაღაც სუფთასთან, ენერგიის მომცემთან, ბედნიერებასთან და ჯანმრთელობასთან.

მაგალითად, ავიღოთ მზე – მის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ან შეწყდებოდა, ან იქცეოდა ჯოჯოხეთად. ძალიან ბევრ სულიერ და რელიგიურ სკოლებში, ღმერთის მთავარი ატრიბუტი – ეს სინათლეა: კაბალაში, ისლამში, რამოდენიმე ინდუსების მიმდინარეობაში და სხვა. ადამიანებმა ვინც გაიარა კლინიკური სიკვდილი, ყვებიან: ზე-რეალობა ეს არის – სინათლე, რომელიც სავსეა სიყვარულით.

თავი რომ დაანებოთ, სხვადასხვა ფილოსოფიურ განხილვას, დაფიქრდით ვის ეძახით „ჩემო მზეო“? ვისგანაც გამოდის ბევრი სინათლე და არის სიკთილი, ვინც არ არის ბუნებით ეგოისტი. ბევრი, შეუიარაღებელი თვალით ხედავდა, წმინდან ადამიანებზე შარავნდედს. ძუნწს, შურიანს, ბუნებით ეგოისტს არავინ არსდროს „ჩემო მზეო“ს არ უწოდებს. ალბათ, ასეთი ადამიანი, უფრო მოღუშული და „ღრუბელზე შავია“.

ჯანმრთელობის გადმოსახედიდან, როდესაც „ღვთის მკურნალი“ სხეულში ფაქიზ დონეზე ხედავს დაზიანებულ ან ავადმყოფ ორგანოებს, ის ამბობს: თქვენ აი, აქ გაქვთ შავი ლაქა. ეს უკვე თავისთავდ მეტყველებს, რომ ეს ადგილი დაავადებულია.

ალბათ, ყველას გაუგია სამყაროში შავი ხვრელის არსებობის შესახებ. ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოსაკვლევია, მაგრამ შავი ხვრელი ნათლად აჩვენებს – ეს არის რაღაც ენერგიის სუბსტანცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შთანთქავს და მისგან გამოსვლა შეუძლებელია. წააგავს კიბოს უჯრედებს, სიმსივნურ წარმონაქმნს. უჯრედბს – არა ადამიანის სხეულისას, არამედ სამყაროს.

რა არის სიმსივნური უჯრედები? სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ სიმსივნური უჯრედები არ შემოდის ორგანიზმში გარედან – ეს არის ორგანიზმში უკვე არსებული უჯრედები, რომლებიც გარკვეული პერიოდის გამნმავლობაში, სხეულს ემსახურებოდნენ როგორც ჯანმრთელი ორგანო და ასრულრბდნენ სასიცოცხლო ამოცანას. მაგრამ დგება გარკვეული მომენტი, როდესაც ისინი იცვლიან ხედვას და ქცევებს. იწყებენ ცხოვრებაში იმ იდეის განხორციელებას, რომ ამ ორგანოს მსახურება აღარ არის საჭირო. აქტიურად მრავლდებიან, ანგრევენ მორფოლოგიურ საზღვრებს, ამყარებენ ყველგან თავის „საყრდენ პუნქტებს“ (მეტასტაზებს) და ჭამენ ჯანმრთელ უჯრედებს.

სიმსივნური ჯირკვალი ძალიან მალე იზრდება და ამისთვის ის, საჭიროებს ჟანგბადს. მაგრამ სუნთქვა – ეს ერთობლივი პროცესია, ხოლო სიმსივნური უჯრედბს ახასიათებთ ღრმა ეგოიზმი, ამიტომ ჟანგბადი არასდროს ყოფნით. რის გამოც, სიმსივნე გადადის ავტონომიურ სუნთქვის უფრო პრიმიტიულ ფორმაში – დუღილში. ამ შემთხვევაში თითოეული უჯრედი „დაბოდიალობს“ დამოუკიდებლად და სუნთქავს დამოუკიდებლად, შეუთანხმებლად. ყველაფერი ეს სრულდება იმით, რომ სიმსივნური წარმონაქმნი ანადგურებს ორგანიზმს და ჯამში, მასთან ერთად კვდება. თუმცა, თავიდან სიმსივნური უჯრედები არის ძალიან აქტიური, წარმატებით იზრდება და მრავლდება, ვიდრე ჯანმრთელი უჯრედები.

ეგოიზმი და დამოუკიდებლობა – მეტწილად, ეს გზაა «არსაით». ის ფილოსოფია, რომ «მიმიფურთხებია სხვა უჯრედებისთვის», «მე ვარ აი ისეთი, როგორიც ვარ», «მთელს დედამიწის ზურგზე, ყველა მე უნდა მემსახურებოდეს და მანიჭებდეს სიამოვნებას,» – ეს არის სიმსივნური უჯრედების ხედვა.

ამიტომ თითოეულ ჩვენთაგანს ყოველ წამს, გვაქვს არჩევანი – ჩვენი არსებობით ვაჩუქოთ სინათლე მსოფლიოს, შევიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში სიკეთე, ბედნიერება მოვუტანოთ გარშემომყოფებს, გავიღიმოთ, ვიზრუნოთ სხვებზე, ვემსახუროთ უანგაროდ, შევეწიროთ, შევაკავოთ ქვეგრძნობები, ვიპოვოთ თითოეულ ადამიანში მასწავლებელი, ყოველ სიტუაციაში ვნახოთ ღვთიური ნება, რომელმაც შექმნა ეს სიტუაცია იმიტომ, რომ რაღაც გვასწავლოს, ვიყოთ მადლიერები.

ან კიდევ წარვადგინოთ პრეტენზიები, გავბრაზდეთ, გვწყინდეს, ვიწუწუნოთ, გვშურდეს, დავდიოდეთ სნობური გამომეტყველებით, ჩავიძიროთ საკუთარ პრობლემებში, ფულის დაუსრულებლ გამომუშავებში, რომ მერე ის, დავხარჯოთ სიმოვნების დასაკმაყოფილებად, გამოვავლინოთ აგრესია. ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რამდენი მდიდარია, ის იქნება უბედური/მოღუშული და ყოველდღიურად სასიცოცხლო ენერგია ექნება, სულ უფრო ნაკლები და ნაკლები.

იმისათვის, რომ ადამიანმა პრანა საიდანღაც აიღოს, საჭირო გახდება ხელოვნური სტიმულატორების მიღება: ყავა, სიგარეტი, ალკოჰოლო, ღამის კლუბები, ურთიერთოებების გარკვევა ვინმესთან. ეს ყველაფერი დასაწყისში ენერგიას აამაღლებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მიიყვანს სრულ დაშლამდე. უბრალო, რეგულარულად დასმული კითხვას – სამყაროს მე ვანათებ თუ ვაბნელებ? შეუძლია, სწრაფად შეცვალოს ადამიანის აზრების მიმართულება და შესაბამისად საქციელი. მას შეუძლია, ადამიანი სასწრაფოდ აავსოს სიყავრულით და მისი სიცოცხლე აქციოს, ლამაზ ნათელ ბრწყინვალებად.

მაშინ კი კითხვა – საიდან ავიღოთ სასიცოცხლო ენერგა? – უკევე არ იქნება აქტუალური.

რამი ბლექტას წიგნიდან “ათი ნაბიჯი ბედნიერებისკენ”

თარგმნა:თამარ კვარაცელიამ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი