რა არის მოტივაცია

0
236

1.მოტივაციის განსაზღვრება
2.მოტივაციის თეორიები:

მოტივაციის ინსტინქტური თეორია
მოტივაციის ჰუმანისტური თეორია (აბრაამ მასლოუს მოთხოვნილებების პირამიდა)

მოტივი არის იმპულსი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ქმედებას, ხოლო მოტივაცია არის ადამიანის შინაგანი პროცესი, რაც ეხმარება მას მიზნისკენ სვლაში. მსგავსად ინტელექტისა, მოტივაციის დაკვირვებაც შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, მოტივაციის ამოცნობა შეგვიძლია ადამიანის ქცევის მიხედვით.

ახლო ხედვით

მოტივაცია მოიცავს ბიოლოგიურ, ემოციურ, სოციალურ და კოგნიტურ ძალებს, რომლებიც ააქტიურებენ ქცევას. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ტერმინ მოტივაციას იყენებენ პასუხის გასაცემად, კითხვაზე: „რატომ აკეთებს ადამიანი იმას, რასაც აკეთებს.“
მკვლევრებმა შექმნეს თეორიები, რათა აეხსნათ ადამიანის მოტივაცია. მათ შორის არის, მოტივაციის ინსტინქტური და ჰუმანისტური თეორიები.

                                          მოტივაციის ინსტინქტური თეორია

                             bawia.jpg

ამ თეორიის თანახმად, ადამიანის ქცევას განაპირობებენ ინსტინქტები. ინსტინქტი არის ქცევის ფიქსირებული და თანდაყოლილი პატერნი. ფსიქოლოგებმა, მათ შორის, უილიამ ჯეიმსმა, ზიგმუნდ ფროიდმა და უილიამ მაკდუგალმა მოგვცეს თეორიები ადამიანის ძირითად მამოძრავებელ ინსტინქტთა შესახებ, რომლებიც აღძრავენ მოტივაციას. ქცევები, როგორებიცაა ჭამა, დალევა და ძილი, სუფთად ბიოლოგიური მოტივებია.
ასთი ინსტინქტები შეიძლება მივაკუთვნოთ ბიოლოგიურ ინსტინქტებს, რომლებიც აუილებელია ორგანიზმის გადასარჩენად, როგორებიცაა შიში, სიფაქიზე და სიყვარული.
მოტივაცია არსებობს შინაგანი და გარეგანი. მაგრამ ხშირად, ადამიანები ირჩევენ გარეგან სტიმულებს და იქცევიან მათ შესაბამისად. 

მაგალითად, თუ ადამიანს შია, მან შესაძლოა საკვებად აირჩიოს სალათი, ვიდრე ჩიზბურგერი, რადგან სურს, რომ იყოს გამხდარი. შინაგანი მოტივაცია ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანი საქმიანობს მარტო. მაგალითად, პოემის წერისას. ხოლო გარეგანი მოტივაცია ადამიანს უბიძგებს საჯარო საქმიანობისკენ, რათა იქნას აღიარებული.

აბრაამ მასლოუს იერარქიული პირამიდა
(ჰუმანისტური გაგება)

maslo.jpg


მოტივაციის ჰუმანისტური თეორია დაფუძნებულია იდეაზე, რომ ადამიანს აქვს ძლიერი კოგნიტური მიზეზები, რომ განახორციელოს სხვადასხვა სახის ქცევა.

აბრაამ მასლოუ  დაიბადა 1908 წელს, ნიუ-იორკში. ის გახლდათ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ვისკონსინის უნივერსიტეტში, სადაც იკვლევდა ადამიანის ქცევის მოტივაციურ ფაქტორებს. თავდაპირველად, მასლოუ დაკვირვებებს მაიმუნებზე ახორციელებდა.  მას სურდა, გაეგო, თუ რა განაპირობებს ადამიანის ქცევას. მასლოუს აზრით, ყოველ ადამიანს გააჩნია მოტივაციების გარკვეული ნაკრები – სტრუქტურა, რომელიც არ უკავშირდება ჯილდოებსა და ქვეცნობიერ სურვილებს.

1943 წელს, მასლოუმ გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც აღნიშნავდა, რომ ადამიანის ქცევას წარმართავს ძირეული მოთხოვნილებები. ეს მოთხოვნილებები, თავის მხრივ, თანდაყოლილია და ვითარდებოდა ათასწლეულების მანძილზე. თავისი გამოკვლევების საფუძველზე, მასლოუმ შექმნა მოტივაციის იერარქიული პირამიდა, რომელიც მოიცავს  5 ძირითად საფეხურს:

Maslow's Hierarchy of Needs

Maslow’s Hierarchy of Needs

1. ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები – ჰაერი, წყალი, საკვები,  თავშესაფარი, ძილი და სექსი.
2. უსაფრთხოების საჭიროება – დაცულობა სტიქიისაგან, უსაფრთხოების გარანტია, წესრიგი, კანონი, სტაბილურობა  და თავისუფლება შიშისგან.
3. სიყვარული და კუთვნილება – მეგობრობა, ინტიმურობა, სინაზე და სიყვარული – სამუშაო ჯგუფისგან, ოჯახისგან, მეგობრებისგან და რომატიკული ურთიერთობებიდან.
4. პატივისცემის (აღიარების) მოთხოვნილება – მიზნის მიღწევა, დაუფლება, დამოუკიდებლობა, სტატუსი, დომინანტობა, პრესტიჟი.
5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილება – პერსონალური შესაძლებლობების გააზრება, შინაგანი ზრდა, გამოცდილების უმაღლესი მწვერვალი.

მასლოუს პირამიდას, მოგვიანებით სხვა მკვლევარების მიერ დაემატა მეშვიდე და მერვე საფეხურები, რაც დაფუძნებული იყო მასლოუს ნაშრომზე. შესაძლოა ორიგინალი, ხუთსაფეხურიანი მოდელი მოიცავდეს მოგვიანებით დამატებულ მეექვსე, მეშვიდე და მერვე საფეხურებსაც (კოგნიტურს, ესთეტიკურს, ტრანსცენდენტურს). ორიგინალი, 5-საფეხურიანი მოდელი გახლავთ ადამიანის მოტივაციის კლასიკური რეპრეზენტაცია.

მასლოუ ამბობდა, რომ მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს პირამიდაზე მოცემული თანმიმდევრობით. მიზნები და მართვის მოთხოვნილება, ყოველთვის მაღალ საფეხურებს იკავებენ. 1 და 4 – არასაკმარისი მოტივატორებია. მეხუთე საფეხური, მეექვსე და მერვესთან ერთად, გახლავთ ზრდის მოტივატორი და შედარებით იშვიათად გვხვდება.


თვითრეალიზაცია (Self-Actualization)
                              

kaci.gif

ნაცვლად იმისა, რომ მასლოუ ფოკუსირებულიყო ადამიანის ქცევის პათოლოგიურ დეტერმინანტებზე, მან ყურადღება გაამახვილა, იმ პოზიტიურ სტიმულებზე, რასაც ადამიანი მიჰყავს თვითრეალიზაციისკენ.

თვითრეალიზებული ადამიანი არის ის, ვინც აღწევს დასახულ მიზნებს და ამისათვის ყველაფერს აკეთებს. მასლოუს აზრით, ადამიანი მუდმივად ცვალობადობს და ხდება“ რაღაც“, აქედან გამომდინარე, ის არასდროს არის სტატიკურ მდგომარეობაში.

როგორც ვიცით, ყოველი ადამიანი არის უნიკალური. შესაბამისად, თვითაქტუალიზაციის მოტივაციაც ყველა ადამიანში სხვადასხგვაგვარად ვლინდება, განსაკუთრებით, სფეროების არჩევისას. ზოგი ირჩევს სპორტს, თვითაქტუალიზაციისათვის, ზოგი მუსიკას, ზოგიც თავს სამსახურეობრივ საქმიანობას მიუძღვნის.

თეორიულად, ჩვენ ყველას გვაქვს თვითრეალიზაციის უნარი. მასლოუს შეფასებით, ადამიანთა მხოლოდ 2% ფლობს თვითრეალიზაციის კარგად შესრულების უნარს.

მასლოუ დაინტერესებული გახლდათ ადამიანთა მახასიათებლებით. მან შეისწავლა 18 თვითრეალიზებული ადამიანი (მათ შორის, აბრაამ ლინკოლნი და ალბერტ აინშტაინი) და გამოჰყო ასეთი ადამიანების 15 ძირითადი მახასიათებელი:

1. ისინი გონივრულად სწვდებიან რეალობას
2. იღებენ საკუთარ თავს და სხვებსაც ისეთებად, როგორებიც ისინი არიან
3. არიან თვითნებურები (spontaneous) ფიქრებითა და ქცევებით
4. არიან პრობლემებზე ორიენტირებულნი (და არა საკუთარ ეგოზე)
5. ახასიათებთ იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა
6. ობიექტურად აფასებენ ცხოვრებას
7. მაღალი შემოქმედებითობა
8. კულტურის მიმართ მდგრადობა
9. დაინტერესებული ადამიანთა კეთილდღეობით
10.ცხოვრებისეული გამოცდილების ღრმა წვდომის უნარი (სიბრძნე)
11.ახლო ინტერპერსონალური ურთიერთობების დამყარება
12.გამოცდილების პიკი
13.პირადულობის მოთხოვნილება
14.დემოკრატიული განწყობები
15. ძლიერი მორალური/ეთიკური სტანდარტები


მოთხოვნილებათა იერარქიული პირამიდა  და სხვების დახმარება

bavshvi

ადამიანების უანგაროდ დახმარება, როგორც ფორმა – პერსონალური ზრდის მოტივაციისა, განიხილება, როგორც თვითაქტუალიზაციის ერთ-ერთი ნაწილი.  ეს კონცეფცია უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რათა დავეხმაროთ ადამიანებს დეპრესიის, დაბალი თვითშეფასების (low self-esteem), სიღარიბის და სხვა პრობლემების დაძლევაში. მასლოუს მოდელი თავის თავში გულისხმობს ადამიანის დახმარებას პიროვნული განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით.  მაგალითად ავიღოთ ბავშვი, რომელიც სკოლას ბოიკოტს უცხადებს. ამ შემთხვევაში, მის თანატოლებს „ასწავლის“, მაგალითს აძლევს, რომ  მსგავს ადამიანებს უანგაროდ  დაეხმარონ. მოწინააღმდეგე ბავშვი, თეორეტიკულად ისწრაფვის რომ იქნას აღიარებული, მიუხედავად თავისი ნეგატიური გრძნობებისა, ამიტომ მასლოუს პირამიდაზე იკავებს მოთხოვნილების მე- 3-ე საფეხურს. ეს მაგალითი გვიჩვენებს მასლოუს მოდელის ფრთხილი ინტერპრეტაციის საჭიროებას. მოთხოვნილებების იერარქია არ მოიცავს ყველაფერს, მაგრამ გვაძლევს საშუალებას, შესანიშნავად გამოვიყენოთ ეს სტრუქტურა, რათა გავაანალიზოთ და უკეთ გავიგოთ ადამიანის ქცევის და პიროვნული ზრდის ფართო ასპექტები.

ნიკი ვუჩიჩის მოტივაცია 😉

nin

32 წლის ავსტრალიელი ნიკ ვუჩიჩი კიდურების გარეშე დაიბადა. მისთვის ბევრჯერ უკითხავთ, როგორ შეუძლია გაიღიმოს ხელებისა და ფეხების გარეშე. მაგრამ

ის არა მარტო იღიმის არამედ, სხვასაც ღიმილსა და ძალას გვრის. 

ნიკი მოტივაციის ტრენერია. მუშაობს ორგანიზაციაში ცხოვრება კიდურებისგარეშე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში ატარებს ტრეინინგებს, დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი (“ცხოვრება შეზღუდვების გარეშე”, “შეუჩერებელი”, “დავდგეთ ძლიერად”, “უსაზღვრო”, სიყვარული შეზღუდვების გარეშე”), რომლებიც ბესტსელერად იქცა. “

ნიკი უკე მეორე შვილს ელოდება. ის ოჯახთან ერთად ფეხების გარეშეც სეირნობს და მათ ხელების გარშეც ეხუტება.

იხილეთ შთამაგონებელი ვიდეო და ფოტოკოლაჟი ნიკი ვუჩიჩის ცხოვრებიდან:

fddsdsnick

და ბოლოს

hghj

წყარო:Psychologym.wordpress.com

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი