ოჯახის როლი პიროვნების თვითრეალიზაციის გზაზე 

0
760

ადამიანი რომ თავისი არსით სოციალური წარმონაქმნია, ამას არისტოტელე ჯერ კიდევ ძვ. წ. 384 წელს ამბობდა. საუკუნეების განმავლობაში არ წყდებოდა კამათი დიდი მოაზროვნეებისა და ფილოსოფების მიერ, ადამიანის წარმოშობისა და მისი ფუნქციონირების შესახებ. ზოგი თვლიდა, რომ მხოლოდ თანდაყოლილი, ბიოლოგიური ძალები წარმართავდნენ პიროვნების მოქმედებას, ზოგიც მხოლოდ სოციალურ ანუ გარეგან ძალებს მიაწერდა პიროვნების ფუნქციონირების ამა თუ იმ საკითხებს. საბოლოოდ, დადგა დრო, როდესაც მეცნიერთა ნაწილი შეჯერდა აზრზე, რომ ადამიანი არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ სოციალური არსებაც არის და ორივე ფაქტორი უდიდეს როლს ასრულებს მის პიროვნულ განვითარებასა და თვითრეალიზაციაში.aristotele196.jpg

მასლოუს მიხედვით, ადამიანის ქცევას წარმართავს მოტივაციური იმპულსები, რომელთაგან „უმდაბლესია“ ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები (ჰაერი, წყალი, საკვები, ძილი და სექსი), ხოლო უმაღლესი – თვითრეალიზაციის მოთხოვნილება (პერსონალური შესაძლებლობების გააზრება, შინაგანი ზრდა, გამოცდილება). თვითრეალიზაციისკენ მიმავალ გზაზე კი, მას სჭირდება ოჯახური თანადგომა, აღიარება, სითბო, დაცულობის შეგრძნება და სიყვარული. თვითრეალიზებული ადამიანი არის ის, ვინც აღწევს დასახულ მიზნებს და ამისათვის ყველაფერს აკეთებს.

ინდივიდუალური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი, ალფრედ ადლერი ფიქრობდა, რომ ადამიანი უმთავრესად მოტივირებულია, მოქმედებს სოციალური ინტერესებიდან  გამომდინარე – მას სურს, ჰქონდეს შეგრძნება, რომ არის საზოგადოების ნაწილი. ადამიანი მიისწრაფვის წარმატებისაკენ (სურს გააკეთოს საუკეთესო). აქედან გამომდინარე, მისი ქცევა არის მიზანზე ორიენტირებული. ამით პიროვნება აღწევს არა მარტო წარმატებას, არამედ მთლიანობასაც.

ადამიანებს ახასიათებთ, საკუთარი უნიკალური პოტენციალის გამოვლენა (ამას ადლერი უწოდებს „სრულყოფილებისკენ სწრაფვას“), მაგრამ ამავდროულად, შეიძლება სურდეთ სხვაზე დაქვემდებარებაც. თუ ეს პრობლემა არ გადაიჭრება, პიროვნებას უვითარდება არასრულფასოვნების კომპლექსი. ამის საწინააღმდეგოდ, თუ პიროვნება არასრულფასოვნების გრძნობის მიმართ გამოავლენს ჰიპერკომპენსატორულობას, საკუთარ თავში განივითარებს სუპერიორულ კომპლექსს, რომელსაც ადლერი უწოდებდა ნევროტულ ფიქციას .

პიროვნების განვითარებისთვის ოჯახური გარემო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ცხოვრების პირველი ხუთი წლის განმავლობაში. ადლერის თეორია ხაზს უსვამს იმას, რომ ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრების სტილს ქმნის 5 წლის ასაკში – ოჯახის სხვა წევრებთან ინტერაქციის პროცესში.

როგორც ვიცით, ბავშვი გარესამყაროს შეიმეცნებს და მასთან ურთიერთქმედებს მიბაძვით. ეს ბიოლოგიური ფაქტორია და შეინიშნება არა მხოლოდ ადამიანებში, არამედ ცხოველთა ნაშიერებშიც. მაგალითად, გავიხსენოთ ძაღლის ლეკვი: პატარა თან დასდევს დედას, ეთამაშება, აკვირდება მის ქცევას, თუ როგორ მოიპოვებს საკვებს და ისიც შესაბამის ქმედებას ახორციელებს მსგავს სიტუაციაში. ბიოლოგიური თვალსაზრისით, მიბაძვა თვითგადარჩენის პოზიტიური ხერხია. მაგრამ, ადამიანის შემთხვევაში, ხშირად ის უარყოფით ფორმადაც იჩენს თავს. რახან ადამიანი სოციალური არსებაც არის, მიჰყვება იმ საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებსა და კანონებს, რომელშიც ის ცხოვრობს.

downloadოჯახი მიკრო-საზოგადოებაა. ადამიანები ემორჩილებიან ავტორიტეტს და ბაძავენ მას. 5 წლის ბავშვისთვის ავტორიტეტად მშობლები მოიაზრებიან. პატარები მათგან ითვისებენ საზოგადოებაში მოქცევის წესებს, მორალურ კანონებსა და დოგმებს. წარმოვიდგინოთ, რომ ბავშვი არის თიხა, მშობელი კი „შემოქმედი“. მას შეუძლია ბავშვისგან „გამოძერწოს“, როგორც „გმირი“ ან  „განტევების ვაცი“, ისე „მსხვერპლი“, „თილისმა“, „მმართველი“ და „სოციოპათი“.

26317563-Concept-of-fantasy-of-a-hero-child-Stock-Photo-super-hero-superman.jpg„გმირი“ ბავშვი (იგივე, ოჯახის მზრუნველი). როგორც წესი, პირველი შვილია. მშობლები ყოველთვის გადამეტებულ მოთხოვნებს უყენებენ. ის უნდა იყოს საუკეთესო და ამართლებდეს მშობლების მოლოდინს. მართლაც, სკოლის ასაკში, „გმირს“ მაღალი მიღწევები აქვს, ყველასათვის მისაღები და „სანაქებოა“. ასეთი ბავშვი ყველასგან ელის მოწონებას, არის ძალიან პასუხისმგებლიანი, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: „გმირი“ შინაგანად განიცდის შებოჭილობას, ტკივილს, არაადექვატურობას. ის მუდმივად სხვაზეა დამოკიდებული და არ გააჩნია ინდივიდუალიზმი.

images134lv9jk.jpg

 

„განტევების ვაცი“ (პრობლემური ბავშვი) მშობლების/ან სხვა მომვლელების მხრიდან მუდმივ დამცირებას განიცდის: აბრალებენ იმას, რაც არ ჩაუდენია, ჰკიცხავენ და ხისტად ეპყრობიან. ახასიათებს ეჭვიანობა, სიბრაზე. გმირის მსგავსად, ისიც განიცდის შებოჭილობას, შიშსა და ტკივილს.

 

„მსხვერპლი“ (სხვაზე დამოკიდებული) – მასზე მუდამ მანიპულირებენ. თან სდევს დანაშაულის გრძნობა, სირცხვილი. ეშინია წინააღმდეგობის გაწევის.

18086„თილისმა“ (ოჯახის კლოუნი) –გარეგნულად საყვარელი, მოუმწიფებელი, მყიფე, ჰიპერ
აქტიური, თავგზააბნეული.  შინაგანად მასაც აწუხებს შიში, შფოთვა და დაუცველობის შეგრძნება.

„მმართველი“ (ოჯახის დამცველი) – ემოციურად ახლოს არის „მსხვერპლთან“. გარეგნულად არის სამართლიანი, სუპერ პასუხისმგებლიანი, სარკასტული, პასიური, ფიზიკურად სუსტი, „დატანჯული“. შინაგანად კი განიცდის სიბრაზეს, ტკივილს, აქვს დაბალი თვითშეფასება.

maxresdefault.jpg„სოციოპათი“ – ასეთ ბავშვებს, როგორც წესი არაჯანსაღი ოჯახური ატმოსფერო აქვთ ან იზრდებიან სპეციალურ თავშესაფარში. მათ მიმართ ხორციელდება მუდმივი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა. სამომავლოდ, ეს ბავშვები თავადაც ხდებიან აგრესორები, სძულთ გარესამყარო, იკეტებიან საკუთარ თავში, ძალადობენ ცხოველებსა და თანატოლებზე ან მათზე ასაკით უმცროს ბავშვებზე. მიდრეკილება აქვთ ნარკოტიკის, ალკოჰოლური სასმელებისა და ზღვარგადასული გართობის მიმართ. ხშირია შემთხვევა, როცა ისინი თავად ქმნიან ან უერთდებიან გარკვეულ სუბკულტურებს (შენიშვნა: სუბკულტურა საერთო ინტერესების, ღირებულებებისა და ნორმების მქონე ადამიანთა გაერთიანებაა, რომლებიც ანტი-სოციალურ გამომხატველობას ანიჭებენ უპირატესობას), როგორებიცაა „ქურდული“ ან კრიმინალური დაჯგუფებები.

მოზარდის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა, იქნება ეს ფიზიკური თუ ვერბალური (არ დაგვავიწყდეს, რომ მოზარდი გაცილებით მგრძნობიარეა როცა საქმე ეხება მისი თვითდამკვიდრების საკითხს), თავს იჩენს მის სამომავლო ქცევაში. ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან ასეთი ბავშვების უარყოფა იწვევს მათ სოციოპათად ჩამოყალიბებას. რაც მეტ აგრესიას გამოავლენენ მის მიმართ, მით უფრო აგრესიული გახდება ჯერ ცხოველების, შემდეგ კი ადამიანების მიმართ და მოლოდინი, რომ ის „დამნაშავეა“, გამართლდება.

თუ კარგად დავაკვირდებით, ზემოთ ჩამოთვლილი ბავშვთა ტიპები, ნევროტიზმით ხასიათდებიან, რადგან ისინი ერთგვარი სოციალური წნეხის ქვეშ არიან მოქცეულები და დაკარგული აქვთ ინდივიდუალიზმი.

1995 წელს, ალბერტ კოჰენმა წამოაყენა თეორია, რომ სუბკულტურული ქცევის განმაპირობებელია იმედგაცრუება. კოჰენი აკვირდებოდა ისეთ ბავშვებს, რომლებმაც ვერ მიაღწიეს აღიარებას და მალევე გამოავლინეს არაკანონიერი ქმედებები, უარყვეს საზოგადოებრივი ნორმები და ღირებულებები. იმისათვის, რომ თანატოლებში მოეპოვებინათ აღიარება და პატივისცემა, დაიწყეს დანაშაულებრივი სუბკულტურების ჩამოყალიბება. დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ასეთ სუბკულტურებში ჩადენილი დანაშაულის მოტივი არ გახლავთ ფულადი სარგებელი. მას უფრო კომპენსატორული ფუნქცია აქვს და მიზნად აღიარების მოპოვებას ისახავს!

ფსიქოლოგიური კუთხით, ბავშვების/მოზარდების მსგავსი ქცევა უკავშირდება არა საზოგადოების მიმართ სიძულვილს, არამედ მშობლების (ან სხვა უფროსების, ვინც მასზე ძალადობდა) მიმართ პროტესტის გამოხატვას. მაშინაც, როცა ოჯახი იმდენად სუსტია, რომ ბავშვს არ ექცევა სათანადო ყურადღება, მოზარდი დანაკარგის ანაზღაურებას ქუჩაში ცდილობს. მისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა ეს მოხდება კანონიერი თუ უკანონო გზით. ემოციური სიმძაფრე – აი რა აკლიათ ასეთ ბავშვებს. გამოცდილი ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ „როდესაც ადამიანს დიდხანს უცქერ, მას შენს ენერგიას უწილადებ, სიცოცხლის სიხარულით ავსებ, ხოლო როდესაც უღიმი – მომაკვდავს სიცოცხლესაც უხანგრძლივებ“. რა ხდება მაშინ, როდესაც მშობლები შვილებს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ან უარეს შემთხვევაში, მასზე ძალადობენ? პასუხი ცალსახად ნათელია: – სახეზე გვაქვს შესუსტებული იმუნური სისტემა, განპირობებული სტრესული სიტუაციებით. ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციები იკლებს და იმისათვის, რომ გადარჩეს, საჭირო ხდება ემოციების მოზიდვა, ამისათვის მან უნდა მიიპყროს საზოგადოების ყურადღება. მალე, ის მართლაც ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში: მონაწილეობას იღებს ქუჩურ გარჩევებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იქცევა გამომწვევად, ჩაგრავს თავისზე სუსტს, მოიხმარს ალკოჰოლს და/ან ნარკოტიკულ საშუალებებს, სცემს/აწამებს ცხოველებს და ა.შ.

aid661719-728px-Spot-a-Sociopath-Step-3.jpgდელინკვენტურობის საწყის ეტაპს – როცა ჯერ კიდევ კარგად არ არის გამოხატული დანაშაულებრივი ნიშნები, როცა მოზარდი მხოლოდ „უმსხვეპლოდ“ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და ასე იპყრობს ყურადღებას – ვუწოდებდი მის მიერ, დაკარგულის ანაზღაურების  ეტაპს. ხოლო, როდესაც „უწყინარი“ გართობა გადაიზრდება აქტიურ აგრესიაში, ძალაუფლების მოპოვების  ეტაპთან გვაქვს საქმე. ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ხშირად სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

ოჯახი კულტურულ ღირებულებათა მიკროსისტემაა. კულტურამ შექმნა საზღვრები და ადამიანს დაუწესა მორალური კანონი, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, ადამიანი დევიანტად მოიაზრება.

დისფუნქციური ოჯახის როლები

როლი გარეგნული მხარე დაფარული მხარე რას აკეთებენ ისინი ოჯახისთვის თუ არ დავეხმარებით, გახდება დახმარების შემთხვევაში, გახდება
„გმირი“ სრულყოფილი, შეუცდომელი, იღებს პოზიტიურ ყურადღებას.

აქვს დიდი მიღწევები.

შიში ან წარუმატებლობა. გადამეტებული კონტროლი, არაადექვატურო-

ბის შეგრძნება.

სრული შესაძლებლობების გამოვლენა,

იხარჯება ბოლომდე.

სამუშაოსადმი გადამეტებული ინტერესი, ფიზიკური დაავადებები, მაკონტროლებელი, ამაყი, „უსირცხვილო“. წარმატებაზე

ორიენტირე-

ბული. სწავლობს უარის თქმას, შეუძლია იმუშაოს „ცუდ“ თანამშრომ-

ლებთანაც.

„განტევების ვაცი“ „ცუდი“, ბრაზიანი, იმპულსური, „ოჯახის სირცხვილი“. ტკივილი, უარყოფა, სირცხვილი, უიღბლობის შეგრძნება. მის ხარჯზე გმირი გრძნობს თავს „კარგად“ . სხვაზე დამოკიდებული, კანონთან პრობლემები, თამაში პირად და სამსახურებრივ ურთიერთობებში შეუძლია გახდეს „კარგი“, აქვს საკუთარი ბიზნესი, სწავლობს რისკების მართვას.
კლოუნი ან „თილისმა“ მხიარული, ისტერიული, საყვარელი, მოუმწიფებელი იუმორში დაფარული ტკივილი, შეშინებული, არაადექვატური ოჯახში ქმნის კომიკურ რელიეფს. განაგრძობს ტკივილის „შენებას“, არასოდეს იზრდება პიროვნულად, რჩება ინფანტილური. იუმორის გამოყენება პოზიტიური გზით, უვითარდება

პასუხისმგებ-

ლობა.

 

პიროვნების თვითრეალიზაციაში მნიშვნელოვანი ფაქტორებია პოზიტიური მე-კონცეფციის განვითარება ან ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბება, რასაც ასევე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მშობელისა და შვილის დადებითი ურთიერთობა. ბავშვებს სურთ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ მშობლებთან. ეს მათ განსაკუთრებულობას აგრძნობინებს. მშობლებმა აუცილებლად უნდა გამონახონ დრო და რეგულარულად ეთამაშონ თავიანთ პატარებს. ბავშვთან კომუნიკაციაში ოჯახის სხვა წევრებიც უნდა ჩაერთვნენ. გარკვეული მიზეზების გამო, ზოგიერთი ბავში ვერ ივითარებს სოციალურ უნარებს ისე, როგორც სხვები ივითარებენ მას.

თვითშეფასება და მოტივაცია

ზოგიერთ მშობელს სურს, რომ მისი შვილი პირველ რიგში, პიროვნულად გრძნობდეს თავს კარგად. ზოგიერთი უფროსი კი ბავშვებს ასწავლის, რომ ბედნიერების განცდა მოდის მხოლოდ წარმატების მიღწევით. ფაქტია კი ის არის, რომ მოტივაციის შესაქმნელად მნიშვნელოვანი კომპონენტია თვითშეფასების კარგი გრძნობა. ბავშვები, რომელთაც აკლიათ ბედნიერების განცდა, ფიქრობენ რომ ისინი ვერასდროს გახდებიან წარმატებულები. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, მაღალი თვითშეფასება მომდინარეობს თავად მოტივაციისა და კონკრეტული მიღწევებისგან. მოტივაციის უახლესი კვლევა დაფუძნებულია თვითგამორკვევის თეორიაზე (Edward Deci and Richard Ryan), რაც გვეუბნება, რომ ადამიანი მოტივირებულია ძიებისა და განვითარებისკენ, მაგრამ ეს ბუნებრივი დრაივი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ისეთი გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიც გახლავთ საზოგადოება, ოჯახი და კულტურა. თეორიის მიხედვით მოტივაცია შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. ამ შემხვევაში, შინაგანი ფაქტორი იქნება, როცა ადამიანი მოტივირებულია სწავლა-განვითარებისთვის, რათა სიამოვნება განიცადოს წარმატებით. გარეგანი ფაქტორი კი იქნება ის ჯილდოები და შედეგები, რაც განცალკევებულია ამ საქმიანობისგან (მაგალითად: იმ წიგნის ყიდვა, რომელიც გამოიყურება საინტერესოდ შინაგანი მოტივაციის მაგალითია; წიგნის ყიდვა სწავლისათვის ან გამოცდის ჩასაბარებლად კი – გარეგანი მოტივაციის მაგალითი). მშობლებსა და მასწავლებლებს უნდა ესმოდეთ, რომ ბავშვებს, რომლებიც უმეტესად შინაგანად არიან მოტივირებულნი, ნაკლებად სჭირდებათ წახალისება ან კარნახი იმისათვის, რომ რაღაც ისწავლონ.

ბავშვის მოტივაციის დონეზე 3 ფაქტორი ახდენს გავლენას:

  1. კომპეტენცია
  2. ავტონომია (დამოუკიდებლობა)
  3. ურთიერთკავშირი

თითოეული მათგანი ფუნდამენტურია ადამიანისათვის. კომპეტენცია არის ის დრაივი, რაც თავს გვაგრძნობინებს წარმატებულად. ავტონომია ნიშნავს – თავად განკარგავდე საკუთარ ცხოვრებას, ხოლო ურთიერთკავშირი ადამიანური საჭიროებაა – დაამყარო ინტერაქცია სხვა ადამიანებთან.

მშობლებსა და შვილებს შორის არსებობს უპირობო სიყვარული. ზრდასრულები ბავშვებს შექებით უმაღლებენ  თვითშეფასებას, მათი განვითარების შესაბამისად უყალიბებენ პასუხისმგებლობას. თითოეული წინაპირობა ახლო კავშირშია კომპეტენციის, ავტონომიისა და ურთიერთკავშირის საჭიროებებთან.

5010233-4996337-fla210b_0251b.jpgროდესაც ბავშვს აქებენ იმისათვის, რომ მან რაღაც კარგად შეასრულა, მისი კომპეტენციის დონე იმატებს. ხოლო თუკი რაღაც არ გამოსდის კარგად, მაგრამ მას მაინც აქებენ, მომავალ ცხოვრებაში გაუჭირდება კომპეტენციის მიღწევა.

როდესაც ბავშვი საჩვენებლად მოგიტანთ ნახატს, შეაქეთ შემდეგი სახით: „შენ ძალიან კარგი ხარ ხატვაში“ და არა „ძალიან კარგი ნახატია“.

აუტონომიისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება მნიშვნელოვანი კომპონენტებია პიროვნების თვითრეალიზაციაში. ერთი შეხედვით მარტივი მოქმედებები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს პიროვნების ჩამოყალიბებაში:

  1. დართეთ თქვენს პატარას ნება – „მიმოფანტოს“ ნივთები, შემდეგ სთხოვეთ ერთად დააბრუნოთ ის თავის ადგილზე.
  2. უფროს შვილს მიეცით უფლება, თავისი მეგობრები მოიყვანოს სახლში.
  3. ხოლო მოზარდმა დამოუკიდებლად შეარჩიოს თავისი ოთახის ფერი.

დროის ერთად გატარება, ბავშვის შეხედულებების პატივისცემა და მისი „ტიტინის“ გულდასმით მოსმენა მას უყალიბებს თვითღირებულებისა და თვითპატივისცემის გრძნობას. ბავშვში გამომუშავდება სოციალურად აუცილებელი უნარები, როგორებიცაა კომუნიკაცია და ინტერაქცია.

სოციალურმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ წარმატებაზე ორიენტირებული ან მოტივირებული ბავშვები იზრდებიან ჯანსაღ ოჯახებში, სადაც აღმზრდელობითი  ფუნქციები გადანაწილებული აქვთ ბიოლოგიურ მშობლებს: დედას და მამას.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ დედის როლი უდიდესია ბავშვის განვითარებაში. უსაფრთხოების თვალსაზრისით კი მამის როლიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. როდესაც ბავშვის აღზრდაში მონაწილეობს მამა, ნაკლები შანსია, რომ ასეთი ბავშვი დამცირების ობიექტი გახდეს.

დედას და მამას შორის პოზიტიური ურთიერთობა ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების თვალსაზრისით,  დიდ სარგებელს იძლევა. როდესაც ბიჭის მამა პატივისცემით ექცევა თავისი შვილების დედას, აბედნიერებს მას – ანალოგიურად იქცევა შვილიც სხვა გოგონების ან ქალების მიმართ. გოგონები კი მამისგან იღებენ მაგალითს და არასდროს ერთვებიან ისეთ ურთიერთობებში, რომელიც მათთვის დამამცირებელი ან ძალადობის შემცველი იქნება.

მოამზადა:ნინო ლინჩიკმა

Psychologym.wordpress.com

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი