მე ქალი ვარ

0
353

მე ქალი ვარ…

ყველაზე მთავარი კითხვა ცხოვრებაში, თუ: ,,ვინ ვარ ,,მე” დაკავშირებულია საკუთარი თავის ძიებასთან, იდენტობასთან.

იდენტობა ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური წარმოდგენა საკუთარ ,, მე”- ზე.
იდენტობის მიღწევა გულისხმობს კრიზისის გადალახვას და გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა, კრიზისი შესაძლოა, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დადგეს და ყოველ ჯერზე ადამიანს თავიდან მოუხდეს საკუთარი თავის ძიება.

ერიკ ერიქსონი,, მე” იდენტობას განსაზღვრავს როგორც ,, პიროვნული მოწიფულობის მიღწევას”. ზრდასრულობას, ფსიქოსოციალური და ფსიქოსექსუალური ასპექტებით.
და მაინც ,, ვინ ვარ მე”?

მე ქალი ვარ…

ქალი პატრიარქალურ სახელმწიფოში…

სადაც ბავშვობიდან მკარნახობდნენ როგორი ,,უნდა” ვყოფილიყავი…

სადაც არავის უკითხავს მე რა მინდოდა…

და ყოველდღიურად გარკვეული საფასურის გადახდა მიწევს ჩემი ინდივიდობის სანაცვლოდ…

საფასურის – პასუხისმგებლობის სახით. პასუხისმგებლობის, რომელიც დიდი ტვირთია.
რომელიც ჩემი ნებით ვიტვირთე…

რადგან; ეს ერთადერთი გზაა დაუპირისპირდე იმ თავს მოხვეულ ნორმებს და ზეწოლას, რაც ხორციელდება ქალზე; ოჯახის, სახელმწიფოს, სოციუმის, კულტურის, რელიგიის და სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ.

მე ქალი ვარ…

ქალი უამრავი სტატუსით…

ვაღწევ რა ჩემს იდენტობას, ნელნელა ვაცნობიერებ საკუთარ გრძნობებს, ემოციებს. ვეცნობი ჩემს მენტალობას, სხეულს,სექსუალობას. ვაცნობიერებ ჩემს სურვილებს, მოთხოვნილებებს.

მიყვარს, მწამს, ვოცნებობ, მიხარია. ხანდახან ოცნებები მემსხვრევა. ხანდახან თავზე მემხობა სამყარო. მტკივა, ვბრაზობ, ვტირი. უამრავი სათქმელი დამიგროვდა… უამრავი ჩახშული ემოცია. ვგრძნობ როგორ ვიშლები ნელნელა… ვკარგავ რა მთლიანობის განცდას, ვკარგავ საკუთარ თავს… და მხოლოდ ერთი სტატუსი მრჩება. სტატუსი დაკარგული ადამიანის… საკუთარ თავთან ერთად ვკარგავ საკუთარ იდენტობას…
და აღარ ვიცი რა მინდა…

სტატია დაწერილია სხვადასხვა ადამიანების განცდების და ეგზისტენციალური კრიზისის საფუძველზე. კრიზისის რომლის დროსაც ადამიანს სასოწარკვეთილება იპყრობს, რადგან არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე საკუთარ თავთან და სამყაროსთან გაუცხოება. თუმცა ცხოვრება ისეთია როგორიც არის… მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ არსებული რეალობა ჩვენივე შეხედულებისამებრ… რადგან თავადვე ვართ ჩვენი ცხოვრების ავტორები. თუ რა თქმა უნდა ვიპოვით პასუხს ცხოვრებაში ყველაზე მთავარ კითხვაზე თუ; ,, ვინ ვარ მე”.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი