ოშო – დამოკიდებულება სიცოცხლესთან

0
223

საჭიროა თუ არა გქონდეს რამენაირი დამოკიდებულება სიცოცხლესთან?

საუკეთესო საშუალება ხელიდან გაუშვა ცხოვრება – ეს არის გქონდეს მასთან განსაზღვრული დამოკიდებულება. დამოკიდებულება წარმოიშვება გონებაში, ცხოვრება კი არსებობს გონების გარეშე. დამოკიდებულება ეს ჩვენი გამონაგონია, ჩვენი ცრუ აზრები, ჩვენი ფანტაზიები, ცხოვრება არ არის ჩვენი გამონაგონი, პირიქით, ჩვენ – ეს მხოლოდ ტალღები ვართ ცხოვრების ოკეანის ზედაპირზე.

ოკეანის ტალღას როგორი დამოკიდებულება შეუძლია ჰქონდეს ოკეანესთან? ბალახს როგორი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს მიწასთან, მთვარესთან, მზესთან, ვარსკვლავებთან. ყოველგვარი დამოკიდებულება ეგოისტურია, ყოველგვარი დამოკიდებულება ბრიყვულია.

ცხოვრება – ეს არის ფილოსოფია, არაა პრობლემა, ის საიდუმლოებითაა მოცული. თქვენ უნდა იცხოვროთ განსაზღვრულ წესებთან შეუთანხმებლად, პირობებთან შეუთანხმებლად – მასთან, რასაც თქვენ გეუბნებოდნენ ცხოვრებასთან დაკავშირებით – თქვენ უნდა დაიწყოთ თავიდან, საკუთარი სასტარტო ნიშნიდან.

თითოეული ადამიანი უნდა მოიქცეს ისე, თითქოს ის პირველი ადამიანია დედამიწაზე, ისე როგორც ადამი ან ევა. მაშინ თქვენ შეგეძლებათ გაიხსნათ, შეგეძლებათ გაიხსნათ უსაზღვრო შესაძლებლობებისათვის. მაშინ თქვენ იქნებით სუსტი, მისაღწევი, და რაც უფრო მეტად სუსტი ხართ, მეტად მისაღწევი ხართ, უფრო მეტი ალბათობაა იმის, რომ ცხოვრება მოხდება თქვენთან.

თქვენი დამოკიდებულება მოქმედებს როგორც ბარიერი და მაშინ ცხოვრება ვეღარ აღწევს თქვენამდე ისეთი, როგორიც ის არის; ის ხომ უნდა მოექცეს თქვენი ფილოსოფიის, რელიგიის, იდეოლოგიის ქვეშ. და ამ შეწყობაში რაღაც კვდება ცხოვრებაში. ის რაც თქვენ გამოგდით ცხოვრებიდან – ეს არის რაღაც მკვდარი, მას შეუძლია გამოიყენებოდეს როგორც ცოცხალი, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის.

ასე აკეთებდნენ ადამიანები საუკუნეების განმავლობაში. ინდუსები ცხოვრობდნენ ინდუისტური შეხედულებების თანახმად, მუსულმანები – მუსულმანურის თანახმად, კომუნისტები – კომუნისტურის თანახმად. მაგრამ გახსოვდეთ ძირითადი ფუნდამენტალური ჭეშმარიტების შესახებ: განსაზღვრული პოზიცია არ გაძლევთ თქვენ საშუალებას შეხვიდეთ კონტაქტში რეალურ ცხოვრებასთან, ის ამახინჯებს, ყველაფერს განმარტავს თავისებურად.

არსებობს ერთი ძველბერძნული ისტორია:

ერთ ფანატიკ მეფეს ჰქონდა მშვენიერი ოქროს სარეცელი წარმოუდგენლად ძვირფასი, მოჭედილი ათასობით ალმასით. როდესაც სასახლეში გამოჩნდებოდა სტუმარი, მეფე სთავაზობდა დაწოლილიყო ამ სარეცელზე. თან უყენებდა პირობას: სტუმარი უნდა შეესაბამებოდეს ამ საწოლის ზომას. თუ მისი ფეხები არ თავსდებოდნენ, მაშინ მეფე უბრძანებდა მოეჭრათ ისინი ზომაზე.

ეს საწოლი რასაკვირველია იყო ისეთი ძვირფასი, რომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო გადაკეთებული, ამიტომ ადამიანის ზომას მოარგებდნენ საწოლის ზომაზე – ისე თითქოს საწოლი კი არ არსებობდა სტუმრისათვის არამედ სტუმარი არსებობდა საწოლისთვის. მაგრამ ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელია მოძებნო ადამიანი რომლისთვისაც ზედგამოჭრილია გამზადებული საწოლი.

საშუალო ადამიანი არ არსებობს დაიმახსოვრეთ, საშუალო ადამიანი ეს მოგონილია, საწოლი კი იყო სწორედ მისთვის. მეფე იყო მათემატიკოსი – იყო შესრულებული რთული გამოთვლები. მან განსაზღვრა დედაქალაქის ყველა მოსახლის ზრდის ჯამი. შემდეგ ეს სიდიდე იყო გაყოფილი მოსახლეობის რიცხვზე; ამის საშუალებით მან მიიღო ზუსტი საშუალო მაჩვენებელი.

იმ დროში დედაქალაში იყვნენ პატარა ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები, ჯუჯები, გიგანტები, ხოლო საშუალო ადამიანი – ეს იყო რაღაც არაჩვეულებრივი. არ იყო დედაქალაქში არც ერთი ადამიანი, რომელიც იქნებოდა მართლაც საშუალო სიმაღლის. მე არასდროს არ შემხვედრია საშუალო ადამიანი – საშუალო ადმიანი ეს სიყალბეა.

ამიტომ ყველას, ვისაც კი უწევდა სტუმრად ყოფნა, ვარდებოდა გასაჭირში. თუ ის იყო საწოლზე პატარა, ამ შემთხვევაში მეფეს ყავდა ძლიერი ათლეტები, რომლებიც ჭიმავდნენ კაცს. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო როლფინგის დასაწყისი! ალბათ, იდა როლფი სწავლობდა ამ მეფესთან. ყოველი სტუმარი, რა თქმა უნდა, კვდებოდა, მაგრამ ეს არ იყო მეფის ბრალი – იგი ხომ ყველფერს საუკუთესო მიზნებით აკეთებდა!

როდესაც თქვენ გაქვთ განსაზღვრული დამოკიდებულება ცხოვრებასთან, თქვენ ხელიდან უშვებთ თვით ცხოვრებას. ცხოვრება – უსაზღვროა, ის არ შეიძლება შემოსაზღვრო რაიმე პოზიციით, ის შეუძლებელია შეზღუდო კონკრეტული განსაზღვრით. დიახ, თქვენი პოზიცია მოიცავს განსაზღვრულ ასპექტს, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ერთი ასპექტი. ხოლო გონების სწრაფვა დადის იქამდე, რომ გამოაცხადოს თავისი ასპექტი, როგორც მთლიანი, მაგრამ იმ მომენტში როდესაც იგი მტკიცდება როგორც მთლიანი თქვენ კარგავთ კავშირს ცხოვრებასთან. ახლა თქვენ იცხოვრებთ, გარშემორტყმული თქვენი დამოკიდებულებით, ერთგვარ ნაჭუჭში… და დაიტანჯებით.

ახლა თქვენი ეგრეთ წოდებული თეოლოგები იქნებიან ძალიან ბედნიერები, რადგან ეს არის სწორედ ის, რასაც გეუბნებოდნენ – ცხოვრება ეს ტანჯვაა.

ბუდა იძახის: დაბადება – ეს ტანჯვაა, სიკვდილი – ეს ტანჯვაა, მთელი ცხოვრება – სხვა არაფერია თუ არა, გრძელი, ძალიან გრძელი ტრაგედია. თუკი თქვენ გამოავლენთ რაიმე დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ, დარწმუნდებით, რომ ბუდა აბსოლუტურად მართალია, ამის მტკიცება იქნებით თქვენ თვითონ.

მაგრამ მე მინდა გაგიცხადოთ თქვენ, რომ ცხოვრება არ არის ტანჯვა. მე სრულიად არ ვეთანხმები ბუდას. თუკი ცხოვრება ხდება ტანჯვა, მაშინ ეს თქვენივე ნახელავია, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება – უსაზღვრო სიხარულია. მაგრამ რომ შეიცნო ეს უსაზღვრო სიხარული, თქვენ უნდა მოხვიდეთ ღია გულით, გაშლილი ხელით.

არ მიუდგეთ ცხოვრებას მოკუმული ხელით. გაშალეთ ხელი, წადით ცხოვრებაში, იყავით უსაზღვროდ უმანკო. გამოავლინო რაიმე წინასწარ გამიზნული დამოკიდებულება – ეს სატყუარაა. თქვენ უკვე ყველაფერი გადაწყვიტეთ შეუმოწმებლად, გამოუცდელად, უცხოვრებლად. თქვენ მიხედვით განსაზღვრულ დასკვნებამდე და თუ ეს დასკვნები არსებობენ განცდამდე, რა თქმა უნდა ჩათვლით, რომ მათ დაამტკიცებს ცხოვრება. ცხოვრება მათ არ დაამტკიცებს, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენი გონება ეცდება იპოვოს საშუალებები, ხერხი, არგუმენტები და ფაქტები რათა მხარი დაუჭიროს მათ.

მე გასწავლით თქვენ იცხოვროთ წინასწარშექმნილი დამოკიდებულებების გარეშე. ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი ჩემი გამოცდილებისა მდგომარეობს შემდეგში: თუ თქვენ ნამდვილად გინდათ იცოდეთ ცხოვრება, გადაყარეთ მთელი ფილოსოფია, ყველა „იზმები“. და მაშინ წადით ღია, შიშველი, მზის სხივებთან შესახვედრად, რათა შეიცნოთ სამყარო ისეთად, როგორიც ის არის.

წარსულში ფიქრობდნენ, რომ ჩვენი გრძნობები – ესაა ფანჯარა, რომ რეალობა აღწევს ჩვენს იდუმალ არსს გრძნობების საშუალებით. ახლა კი უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენეს კიდევ რაღაც: ჩვენი გრძნობები არ არის უბრალოდ ფანჯარა, ისინი არიან აგრეთვე მცველები. მხოლოდ ინფორმაციის ორ პროცენტს აქვს საშუალება შეაღწიოს შიგნით, 98% რჩება გარეთ. ყველაფერი, რაც კი ეწინააღმდეგება თქვენს გაგებას ცხოვრებაზე ვერ აღწევს და მხოლოდ 2% გადის ამ ფილტრს.

ხოლო იცხოვრო ცხოვრების 2%-ით – ნიშნავს არ იცხოვრო საერთოდ. თუკი შესაძლებელია იცხოვრო სრული 100%-ით, მაშინ რატომ იცხოვრებ მხოლოდ 2%-ით.

თქვენ მეკითხებით:საჭიროა თუ არა გქონდეს რამენაირი დამოკიდებულება სიცოცხლესთან.

არა მარტო არ არის საჭირო, არამედ საშიშიც არის გქონდეს რამენაირი პოზიცია ცხოვრებასთან დამოკიდებულებაში. რატომ არ მივცეთ ცხოვრებას ცეკვის საშუალება, იმღერო ყოველგვარი მოლოდინის გარეშე. რატომ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ მოლოდინის გარეშე? რატომ არ შეგვიძლია დავინახოთ ის, რაც არის სისუფთავეში? რატომ უნდა მოვახვიოთ ცხოვრებას ჩვენი იდეები? არავის უნდა დამარცხება, მაგრამ თუ მოვახვევთ რაიმე იდეას ცხოვრებას, მაშინ დამარცხება გარდაუვალია.

უკეთესია არ დავკიდოთ იარლიყები, უმჯობესია არ ვეცადოთ მივცეთ ცხოვრებას რაიმე სტრუქტურა, სჯობს დავტოვოთ დასასრული ღიად, უმჯობესია არ მოვიფიქროთ კატეგორიები, უკეთესია არ დავსვათ შტამპები.

და თქვენთან მოვა მშვენიერი გამოცდილება, უფრო მეტი კოსმიური გამოცდილება, რადგანაც სინამდვილეში ტიხარი არ არსებობს. არსებობა – ეს ერთი ორგანული მთლინობაა, ორგანული ერთიანობაა. ყველაზე პატარა ბალახს, შეუმჩნეველი ხის ყველაზე პატარა ფოთოლსაც კი იგივე მნიშვნელობა გააჩნია, რაც ყველაზე დიდ ვარსკვლავს.

ყველაზე პატარა ამვდროულად წარმოადგენს ყველაზე დიდს, რადგან ყველაფერი ერთიანია, ეს ერთი სპექტრია. მომენტში, როდესაც იწყებთ დაყოფას, თქვენ ქმნით ხელოვნურ საზღვრებს, განსაზღვრებებს, ეს კი საუკეთესო საშუალებაა ცხოვრების საიდუმლოების ხელიდან გაშვებისა. ჩვენ ყველანი რაღაცნაირად უდგებით ცხოვრებას – აი რაშია ჩვენი უბედურება. ჩვენ ყველა უყურებთ განსაზღვრული აზრით, და ამიტომაც ჩვენი ცხოვრება ხდება ღარიბი, რადგანაც ყოველი ასპექტი, საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ ცალმხრივი, ცხოვრება კი მრავალმხრივია. საჭიროა იყო უფრო დენადი, განუსაზღვრელი, გადმომდინარე როგორც წყალი. თქვენ არ უნდა იყოთ დამკვირვებელი. არაფერია გადასაწყვეტი! ნუ მიიღებთ ცხოვრებას როგორც პრობლემას, ეს – მისტერიაა განსაცვიფრებელი სილამაზისა. შესვით ის, იგი სუფთა ღვინოა! იყავით მთვრალი მისით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი