მაგდა ფერაძე – ფაქიზი ტიხრები

0
453

ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ კარლ იუნგი ამბობდა:„თუ გინდა გახდე ფსიქოთერაპევტი წადი და ნახე რეალური ცხოვრება. გაიარე ბაზარში, სამიკიტნოებში, ღარიბთა კვარტლებში. გაესაუბრე მეძავებსა და მაწანწალებს…“

საინტერესოა რას გულისხმობდა იუნგი. ალბათ იმას რომ ფსიქოთერაპევტს ცოდნასთან ერთად გარკვეული პიროვნული თვისებები უნდა გააჩნდეს რაც ემპათიასა და მიმღებლობას გულისხმობს.

რომ ადამიანები უნდა გიყვარდეს განურჩევლად სქესის, რასის, ეროვნების, რწმენის, რელიგიის, და ორიენტაციისა.

რომ კლიენტის, პაციენტის, ისტორია დატოვო თერაპიის ოთახის კედლებში და კონფიდენციალურობა ასი პროცენტით დაიცვა. რომ არაფერი ადამიანური შენთვის უცხო არ იყოს.

რომ ფსიქოთერაპია რჩევებს, შეფასებებს და მორალის კითხვას არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს.

ფსიქოთერაპიის დროს ისეთ სენსიტიურ და ინტიმურ მხარეს ეხები რასაც არაცნობიერი ქვია. სადაც ჩვენგან განდევნილი და ჩახშული გრძნობები და სურვილებია. აქ კი ძალიან ფაქიზი ტიხრები გადის, ამისათვის კი ძალიან, ძალიან ფაქიზად უნდა შეეხო ადამიანს და არ ატკინო…

ამ სტატიის წერის დროს გამახსენდა ყველა ის ადამიანი ვინც ჩემამდე მოვიდა. კლიენტი, პაციენტი, ჯგუფში თუ ინდივიდუალურ თერაპიაზე. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. ყველას ვინც ნდობა გამომიცხადა, ვინც საკუთარ თავზე იმუშავა და მუშაობს.

ვინც ჩემთან ერთად ებრძვის დეპრესიას, შფოთვას, ფობიებს, აკვიატებულ ნევროზს, იპოქონდრიას თუ სხვა კლინიკურ დიაგნოზს. ვინც საკუთარ თავთან აღიარა ისეთი სენი რასაც დამოკიდებულების პათოლოგია ქვია და არ შეეგუა.

ამ ყველაფერში მთავარი ის შედეგი და უკუკავშირია რასაც თქვენგან ვიღებ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. გისურვებთ ახალ შესაძლებლობებსა და სულიერ ბალანსს. მიყვარხართ მე თქვენ…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი