ჯიდუ კრიშნამურტი:არ მკითხოთ თუ რას ნიშნავს ფსიქოლოგიური დრო

0
727

ჩვენ, როგორც  დაყოფილ და გაორებულ ადამიანებს, არ შეგვიძლია  ჩვენი პრობლემების მოგვარება. თუმცა უმაღლესი განათლებით, ეშმაკობითა და ეგოიზმით გვაქვს განსაცვიფრებელი გარეგანი თუ შინაგანი შესაძლებლობა. ესაა  მეტად თუ ნაკლებად ჩვენი ყოფა ამ ათასწლეულების მანძიზე. ჩვენ გვძულს, ვეჯიბრებით, ვანადგურებთ ერთმანეთს, რაც აქტიურად გრძელდება აწმყოში. ხომ მოგისმენიათ ექსპერტთა საუბარი თანამედროვე ომებზე, ისინი არასოდეს საუბრობენ ადამიანთა მკვლეობებზე, მხოლოდ დანგრეულ აეროდრომებსა და ამა თუ იმ აფეთქებებზე. ამ სამყაროში არის ტოტალური უწესრიგობა, სადაც ყველა  დარწმუნებულია  თავის განსწავლულობაში.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ? როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა დიდი ხნის წინათ:” შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, შენ თავს ურტყავ კედელს  და ყველაფერი ასე გაგრძელდება უსასრულოთ: ბრძოლა, ერთმანეთის განადგურება, შეჯიბრი და სხვა და სხვა ილუზიებში გახვევა  –  ეს გაგრძელდება. ნუ ხარჯავ შენს დროსა და სიცოცხლეს.” სამყაროს ტრაგედიის გაგება, ესაა  ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რის წინაშეც დგას ყოველი ჩვენგანი. რა საშინელება შეიძლება მოხდეს ერთმა შეშლილმა თითი რომ დააჭიროს ღილაკს, ან რა არის კომპიუტერი, რომელიც ითავსებს ადამიანის ნიჭს და ფიქრობს უფრო სწრაფად და ზუსტად – რა ხდება ადამიანთა ყოფაში?                                 

ყველაზე მეტად გადაუჭრელი და მოუგვარებელი ჩვენს ცხოვრებაში არის ძალადობის ელემენტები, რომ შევძლოთ ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე. ჩვენ გვაქვს შექმნილი მხოლოდ იდეა, არა-ძალადობა და ასე ვცდილობთ გავთავისუფლდეთ მისგან. არა-ძალადობა ნიშნავს არა-ფაქტი, ანუ ფაქტის უარყოფას.

მაგრამ ძალადობა არის ფაქტი. არა – ძალადობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ იდეა. მაგალითად,   ინდოეთში არის ხალხი რომლენიც თაყვანს სცემენ იდეას არა – ძალადობა, ისინი ქადაგებენ ამას, საუბრობენ ამის შესახებ, ეს იგივეა საქმე გქონდეს  არა-ფაქტთან,  არა-რეალობასთან, მხოლოდ ილუზიასთან. ძალადობა არის ფაქტი. როდესაც მისდევ არა-ძალადობას, რაც არის ილუზია და არა სინამდვილე, შენ აკულტებ დროს.

ეს ნიშნავს, მე ვარ მოძალადე, მაგრამ ვიქნები არა-მოძალადე. სწორედ ეს „ვიქნები“ არის დრო, რაც არის მომავალი, ხოლო მომავალი არ არის რეალობა, იგი შექმნილია ფიქრისგან რომელიც ეწინააღმდეგება ძალადობას. ძალადობის გადავადება ქმნის დროს. თუ შევძლებთ ამის გაგებას ეს იქნება ძალადობის დასასრული და აღარ იარსებებს  ფსიქოლოგიური დრო.

არ მკითხოთ , თუ რას ნიშნავს ფსიქოლოგიური დრო. ეს შეკითხვა დაუსვით თქვენს თავს. ალბათ მოსაუბრეს შეუძლია გიკარნახოთ და გადმოგცეთ სიტყვებით,  მაგრამ ეს კითხვა თქვენ გეკუთვნით. ყველას ყოლია შვილი, ძმა, ცოლი ან ქმარი. ისინი წავიდნენ და აღარასოდეს დაბრუნდებიან, გაქრნენ დედამიწის ზურგიდან. რა თქმა უნდა ყველას შეუძლია შეიქმნას რწმენა რომ ისინი ცხოვრობენ სხვა განზომილებაში, ხოლო შენ უბრალოდ დაკარგე, არსებობს ფოტოები პიანინოს ან ბუხრის თავზე. ადამიანის ხსოვნა მათზე არის ფსიქოლოგიური დრო:თუ როგორ ცხოვრობდა თითოეული, როგორ ვუყვარდით, როგორ გვეხმარებოდნენ, ისინი ფარავდნენ ჩვენს მარტოობას.

მათი მახსოვრობა არის მოძრაობა დროში. ისინი იყვნენ გუშინ და წავიდნენ დღეს. ეს აღრიცხვა ფორმირებულია ტვინში, მახსოვრობა არის აღრიცხვა ტვინის ლენტაში, და ეს ლენტა თამაშობს მთელ დროს: იხსენებს როგორ სეირნობდით ერთად ტყეში, მოგონებები სექსუალურ სიამოვნებაზე, მეგობრობაზე,  კომფორტზე, რასაც განიჭებდათ მასთან ურთიერთობა.

ეს ყველაფერი წავიდა და ლენტა განაგრძობს თამაშს. ეს ლენტა არის მოგონება, ხოლო მოგონება არის დრო. თუ დაგაინტერესათ ამან, ჩაუღრმავდით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი