გიორგი გურჯიევი – სხეული არსება პიროვნება

0
444

სხეული, არსება, პიროვნება – პარიზი

როდესაც, ადამიანი იბადება, მასთან ერთად იბადება სამი ცაკლეული მანქანა (მექანიაზმი) და ეს მანქანები ადამიანის სიკვდილამდე ფორმირდებიან. ამ სამ მანქანას არაფერი საერთო არ გააჩნია. ესენი არიან: ჩვენი სხეული, ჩვენი არსება და ჩვენი პიროვნება. მათი ფორმირება არანაირად არ არის ჩვენზე დამოკიდებული. თითოეული მათგანის მომავალი განვითარება დამოკიდებულია ადამიანში არსებულ მონაცემებზე, გარემო პირობებზე _ იქნება ეს გეოგრაფიული თუ სხვა გარემომცველი ფაქტორები.

ფიზიკური სხეულისათვის ეს პირობებია: გენეტიკური მემკვიდრეობა, გეოგრაფიული პირობები, საკვები და გადაადგილება. ეს პირობები არ მოქმედებენ პიროვნებაზე.
ცხოვრების მანძილზე ადამიანის პიროვნების ფორმირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ადამიანი ისმენს და კითხულობს.

არსება სრულებით ემოციონალურია. იგი შედგება იმისაგან, რასაც ადამიანი თავისი პიროვნების ჩამოყალიბებამდე მემკვიდრეობით ღებულობს. შემდეგ კი ფორმირდება მხოლოდ იმ შეგრძნებებით და გრძნობებით, რითაც ცხოვრება უხდება ადამიანს.
ამრიგად, სხეული ყოველ ადამიანში ვითარდება სუბიექტურად.

სამივე ცენტრი ადამიანში განვითარებას იწყებს მისი დაბადების პირველსავე დღეებში, მაგრამ სამივე მანქანა ვითარდება თავისი, სხვა მანქანებზე დამოუკიდებელი გზით. მაგალითად, შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ სხეულმა თავისი სიცოცოხლე დაიწყოს ძალზე ხელსაყრელ პირობებში და შედეგი ის იქნება, რომ იგი გახდება შესანიშნავად განვითარებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის არსებაც ისეთი განვითარებული გამოვა, როგორც სხეული; შესაძლებელია, რომ იმავე დროს არსება იყოს მშიშარა და სუსტი.

ადამიანს მისი სუსტი არსების საწინააღმდეგოდ შეიძლება გააჩნდეს მამაცი სხეული. არსების განვითარება შეიძლება არ იყოს სხეულის განვითარების პარალელური. ადამიანი შეიძლება იყოს ჯანმრთელი და ძლიერი, მაგრამ ამავე დროს კურდღელივით უსუსური.

სხეულის სიმძიმის ცენტრი, არის დინამიკური(სამოძრაო) ცენტრი. არსების სიმძიმის (ყოფიერების) ცენტრი არის ემოციუნალური ცენტრი. პიროვნების სიმძიმის (ყოფიერების) ცენტრი არის სააზროვნო ცენტრი. შესაძლებელია ადამიანს გააჩნდეს ჯანსაღი სხეული, მაგრამ მისი არსება იყოს სუსტი, ასევე შეიძლება ადამიანის პიროვნება იყოს მამაცი, ხოლო არსება კი მშიშარა და უსუსური.

ავიღოთ მაგალითად ადამიანი ჯანსაღი აზროვნებით – მან შეისწავლა და იცის, რომ არსებობენ ჰალუცინაციები, მან იცის რომ ისინი არ არიან რეალურნი, ამიტომ თავისი პიროვნებით არ ეშინია მათი, მაგრამ არსებას ეშინია ამ ჰალუცინაციების. როდესაც მისი არსება ხედავს ამგავარ მოვლენებს, იგი შინდება, თუმცა პიროვნებამ იცის, რომ ეს არ არის რეალური.

აქედან გამომდინარეობს, რომ ერთი ცენტრის განვითარება არ არის მეორე ცენტრზე დამოკიდებული და ერთი ცენტრი ვერ ისარგებლებს მეორის გამოცდილებით.
შეუძლებელია ითქვას, რომ მავანი არის ისეთი და ასეთი, იმიტომ რომ ერთი მისი ცენტრი შეიძლება იყოს მამაცი, მეორე შეიძლება იყოს მშიშარა, სხვა ცენტრი შეიძლება იყოს კეთილი, რომელიღაც სხვა ცენტრი კი ბოროტი;

ერთი ცენტრი შეიძლება იყოს მგრძნობიარე, მეორე კი უგრძნობელი და უხეში; ერთი მისი ცენტრი შეიძლება მზად იყოს საპასუხო მოქმედებისათვის, მეორე კი ზანტი იყოს ან შეიძლება საერთოდ არ შეეძლოს პასუხი, ამიტომ შეუძლებელია, ვინმეზე ცალსახად ითქვას , რომ ის არის კეთილი, ძლიერი ან ბოროტი.

როგორც უკვე ვთქვით თითოეული მექანიზმი მთელ ჯაჭვს, მთელ სისიტემას წარმოადგენს. თავისთავად ყოველი მანქანა ძალზე რთული მექანიზმია, მაგრამ ასამოძრავებლად ძალზე ადვილი. რაც მეტადადაა მანქანის ნაწილები გართულებული, მით ნაკლები სამართავი ბერკეტები გააჩნია მექანიზმს. თითოეული ადამიანური მანქანა არის რთული, მაგრამ ბერკეტთა რიცხვი განსხვავებულია ყოველი მათგანისათვის. – ერთში ისინი მეტია, მეორეში – ნაკლები.

ცხოვრების განმავლობაში ერთმა მანქანამ შესაძლოა თავის თავის ასამოძრავებლად გამოიმუშაოს ბევრი ბერკეტი, მაშინ, როდესაც სხვა მანქანა მოძრაობაში მოდის რამოდენიმე ბერკეტით. დრო, როდესაც ფორმირდებიან ეს ბერკეტები, შეზღუდულია და თავის მხრივ ეს დროც დამოკიდებულია მემკვიდრეობითობაზე და გეოგრაფიულ გარემოზე.

საშუალოდ, ახალი ბერკეტები ფორმირდებიან შვიდი წლის ასაკისათვის. ამის შემდეგ არის მეორე პრიოდი, რომელიც გრძელდება 14-15 წლის ასაკამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია უკვე გამომუშავებული ბერკეტების გარდაქმნა და მათი ცვლილება, მაგრამ 16-17 წლის შემდეგ ბერკეტები უკვე არც ფორმირდებიან და არც მათი გარდაქმნაა შესაძლებელი, ამიტომ, ამ ასაკის შემდეგ ადამიანში მოქმედებენ მხოლოდ ის ბერკეტები, რომლებიც უკვე ფორმირებულნი არიან მასში.

ეს არის გარდუვალობა ჩვეულებრივი ცხოვრებისათვის და ამ ასაკის შემდეგ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ადამიანის თავგანწირულ მეცადინეობას გარდაქმნისათვის. იგივე შეიძლება ითქვას სწავლის უნარის მიმართ. ახალი საგნების შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ 17 წლის ასაკამდე. რისი სწავლაც ჩვენ შეგვიძლია ამის შემდეგ, ეს მხოლოდ ნიშანთა ციტირების სწავლაა, ე.ი მანიპულაციები უკვე შესწავლილში. თავიდან ეს შეიძლება გაუგებარი იყოს თქვენთვის.

თითოეული ადამიანი თავისი ბერკეტებით დამოკიდებულია მამკვიდრეობაზე და გეოგრაფიულ ადგილზე , სოცოალურ წრეზე და იმ გარემოებებზე, სადაც იგი დაიბადა და გაიზარდა. სამივე ცენტრის, მოქმედება ერთურთის მსაგვსია. მათი კონსტრუქცია განსხვავებულია, მაგრამ ისინი იდენტურნი არიან გამოვლინებებში.

ადამიანის პირველი მოძრაობები იწერებიან მასში. სხეულის მოძრაობის ჩანაწერები არიან აბსოლუტურად სუბიექტურნი. ისინი ჰგვანან გეოგრაფიულ ფირფიტებს: თავიდან, სამ თვემდე მათი მგრძნობელობა ძალიან მაღალია, შემდეგ ოთხი თვის მერე, იგი ხდება უფრო უგრძნობელი; ერთი წლის შემდეგ კიდევ უფრო უგრძნობელი. თავიდან შესაძლებელია თვით სუნთქვის ხმაც კი იქნას გარჩეული, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ უკვე ვერაფერს გაარჩევ ხმადაბლ ლაპარაკზე ქვევით.

იგივე შიძლება ითქვას ადამიანის ტვინზე: თავიდან იგი ძალზე აღმქმელია და შეუძლია ჩაიწეროს ყოველი ახალი მოძრაობა და ჩქამი. მასზეა დამოკიდებული, ვის რამდენი შაინაგანი პოზა ( კონფიგურაცია) ექნება გამომუშავებული. ერთს შეიძლება ისინი გააჩნდეს მრავალი, – მეორეს კი მხოლოდ რამოდენიმე.

მაგალითად შესაძლებელია რომ ერთმა ადამიანმა გამოიმუშაოს და ჩაიწეროს 55 პოზა. მეორემ კი იმავე პირობებში -250. ეს ბერკეტები, ეს პოზები გამომუშავდებიან თითოეულ ცენტრში ერთი და იმავე კანონებით და რჩებიან ამ ცენტრებში მთალი ცხოვრების განმავლობაში.

განსხვავება ამ პოზებს შორის გამოწვეულია მხოლოდ ჩაწერის საშუალებებით. ავიღოთ მაგალითად დინამიკური ( სამოძრაო) ცენტრის პოზები. განსაზღვრულ დრომდე ეს პოზები ფორმირდებიან თითოეულ ადამიანში, შემდეგ ფორმირება წყდება და ის პოზები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ, რჩებიან ადამიანში მის სიკვდილამდე. მათი რიცხვი შეზღუდულია და ამიტომ ყოველ მის გამოვლინებში ადამიანი მოქმედებს ამ ერთიდაიმავე პოზებით. თუ მოუნდება ითამაშოს რომელიმე როლი, მას მოუხდება გამოიყენოს იმ პოზათა კომბინაციები, რომლებიც გააჩნია, რადგან ამის გარდა არ გააჩნია არაფერი. ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ შიძლება არსებობდნენ ახალი პოზები. ეს შეეხება თვით ისეთ ადამინსაც კი, რომელსაც სურს აქტიორობა.

ადამიანის ხსეულის ძილსა და ღვიძილში განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ადამიანს სძინავს და მოდის გარეგანი აღმძვრელი ( ბიძგი), ეს ბიძგი ვერ აღძრავს ასოციაციებს ტვინის შესაბამის ცენტრში, როგორც ეს ხდება ღვიძილის მომენტში.

დავუშვათ, რომ ადამიანი დაიღალა, ეს ნიშნავს, რომ პირველი ბიძგი მოცემულია, ამიტომ რომელიღაც ბერკეტი მექანიკურად მოდის მოძრაობაში და ასევე მექანიკურად იგი ეხება სხვა ბერკეტს და აიძულებს, რომ ისიც მოვიდეს მოძრაობაში: თავაის მხრივ ეს ბერკეტიც აღძრავს რომელიღაც მესამე ბერკეტს, მესამე, მეოთხეს და ა.შ. ეს არის ის, რასაც ჩვენი სხეულის ასოციაციებს ვეძახით, ადამინში არსებულ სხვა მანქანებსაც ასევე გააჩნიათ პოზები და ისინიც ამავე ანალოგიით მოდიან მოძრაობაში.

სხეულის, პიროვნების და არსების ცენტრალური, დამოუკიდებელი მანქანების გარდა ჩვენ გაგვაჩნია აგრეთვე უსულო გამოვლინებები, რომლებიც ხორციელდებიან არა ცენტრებში, არამედ მათ გარეთ. მის გასაგებად მნიშვნელოვანი იქნება შევნიშნოთ მომენტი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სხეულის და გრძნობების პოზებს ჩვენ ვყოფთ ორ ნაწილად:

1) რომელიმე ცნტრის პირდაპირი გამოვლინება;

2) ცენტრის გარეთ აღძრული სრულიად მექანიკური გამოვლინებანი.

მაგალითად: მოძრაობა ჩემი ხელის აწევისას იწყება ცენტრიდან, მაგრამ ვინმე სხვა ადამიანში იგი შეიძლება იწყებოდეს ცენტრს გარეთ.

როდესაც მანქანებზე ვლაპაკობდი, მანქანების ნორმალურ მუშაობას ადამიანის გამოვლინება ვუწოდე. – ეს არის მომენტი, როდესაც სამივე ცენტრის იმპულსები ერთდროულად მოქმედებენ. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანი მოქმედებს. მაგრამ არანომალური ცხოვრების გამო ადამიანთა ნაწილს შეიძლება გააჩნდეს ბერკეტები, რომლებიც ცენტრს გარეთ გამომუშავდნენ და რომლებიც მოძრაობას ადამიანის სამშვინველის გარეშე იწვევენ. ამას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სხეულში, კუნთებში – ყველგან.

მოძრაობები, გამოვლინებანი, სხვადასხვა ცენტრთა შეგრძნებები – ყველაფერი ეს რომელიმე ცენტრის გამოვლინებებია და არა თვით ადამიანის. თუკი გვახსოვს, რომ ადამიანი სამი ცენტრის ერთობას წარმოადგენს, ყოველ ცენტრს გააჩნია უნარი შეიგრძნოს სიხარული, მწუხარება, სითბო, შიმშილი, დაღლილობა.

ეს პოზები თითოეულ ცენტრში არსებობენ და ისინი განსხვავებულნი შეიძლება იყონ სიდიდით, სიმძაფრით, ხარისხით. შემდეგში ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ ხდება ეს თითოეულ ცენტრში და თუ როგორ უნდა გავარჩიოთ ის, რომელ ცენტრის გამოვლინებასთან გვაქვს საქმე სხვადასხვა შემთხვევაში.

ამჟამად კი უნდა გახსოვდეთ და გაიგოთ შემდეგი: თქვენ უნდა განასხვაოთ ადამიანთა გამოვლინებები იმისაგან, რაც მისი ცენტრის გამოვლინებებს წარმოადგენს. როდესაც ადამიანები ლაპარაკობენ ვინმეზე, ისინი ამბობენ რომ იგი არის ბოროტი, უნარიანი, სულელი და ა.შ. მაგრამ ისინი ამ დროს არ ხედავენ ადამიანს მთლიანად – ჯონს ან საიმონსს, არამედ ისინი ამჩნევენ მხოლოდ მის რომელიმე ცენტრის გამოვლინებას. ისინი აბობენ – ,, იგი ,“ მაგრამ ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ეს – ,, იგი,” ეკუთვნის ამ ადამიანის ან მხოლოდ პიროვნებას, ან მხოლოდ სხეულს, ან მხოლოდ არსებას და არა მას მთლიანად.

დავუშვათ, რომ ადამიანის არსებაში ჩვენ ვგულისხმობთ სამ ერთეულს, სამ პოზას; ამავე დროს ადამიანის სხეულში ჩვენ ვიგულისხმოთ 4 ერთეული, თავი კი ავღნიშნოთ 6 ერთეულით. ამრიგად როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ 6 – ზე , ჩვენ არ ვგულისხმობთ ადამიანს მთლიანად, არამედ მხოლოდ მის თავს. იმ შემთხვევაში თუ მოვისურვებდით ლაპარაკს მთლიან ადამიანზე, ჩვენ უნდა გვეგულისხმა მისი ნაწილების ჯამი, ე.ი. რიცხვითი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში იქნებოდა 13.

როდესაც ეს შეეხება მხოლოდ თავს, ეს იქნებოდა ექვსი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ შევაფასოთ ადამიანი მხოლოდ როგორც ექვსი, არამედ, როგორც 13. მთლიანობა – ეს არის ის, რაც მას როგორც ნაწილს კი არა, არამედ რაც მას მთლიანობაში განსაზღვრავს.

შეიძლება სხვა შემთხვევაში ადამიანს მივცეთ რიცხვითი მნიშვნელობა – 30. ეს რიცხვი შეიძლება მივიღოთ მხოლოდ მაშინ თუ ყოველ ცენტრი გვაძლევს შესაბამის რიცხვს, მაგალითად 12-10-8. დავუშვათ, რომ ეს რიცხვი – 30, ადამიანის, მასპინძლის გამოვლინებას წარმოადგენს, როდესაც ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ცენტრი აუცილებლად 12-ით უნდა განისაზღვროს, იგი უნდა შეიცავდეს სხვადასხვა შესაბამის პოზებს, რომელთა ჯამიც მოგვცემდა 12-ს, მაგრამ თუ ერთი ერთეულიც კი აკლია, ეს ნიშნავს რომ იგი ვერ მოგვცემს 30-ს და ჯამი იქნებოდა მხოლოდ 29 ერთეული, ეს უკვე არ იქნება ადამიანი, რადგან როგორც შევთანხმდით ადამიანი არის ის, რომლის ნაწილთა საერთო ჯამიც უნდა შეადგენდეს 30-ს.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ცენტრებზე და მათ ჰარმონიულ განვითარებაზე, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ იმისთვის რათა ადამიანი გახდეს ისეთი, როგორიც უკვე ვთქვით, ე.ი. სრული, მთლიანი – საჭიროა შემდეგი რამ, მისი ცალკეული ცენტრები, რომლებიც როგორც თავიდან ვთქვით, ფორმურებულნი არიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, დაკავშირებულნი უნდა გახდნენ, რადგან მათი გამოვლინენბის საერთო ჯამი მხოლოდ 3 მათგანის რიცხვთა შეკრებით მიიღება და ამას ვერ მოგვცემს მხოლოდ რომელიმე.

თუკი რიცხვი 30 – ადამიანის სწორი, ჭეშმარიტი გამოვლინებაა მაშინ ეს 30- სამივე ცენტრის აუცილებელ შესაბამის ურთიერთმიმართებას უნდა წარმოადგენდეს, ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს, მარამ ეს არ არის ასე ( მე ვლაპარაკობ) აქ მყოფ ადამიანებზე) თითოეული ცენტრი განცალკევებულია და მათ არ გააჩნიათ ის საჭირო უთიერთმიმართება, რაც აუცილებელია.

ამიტომ არიან ისინი დისჰარმონიულ მდგომარეობაში. მაგალითად: ერთ ადამიანს ერთ-ერთ ცენტრში მრავალი პოზა გააჩნია, მეორეში – ნაკლები. სხვას კი სხვა ცენტრში გააჩნია მრავალი პოზა და ა.შ. ახლა ავიღოთ რომელიმე ნივთიერება – დავუშვათ ეს იყოს პური.

პური სხვადასხვა პროპორციებით მოითხოვს ფქვილს, წყალს და ცეცხლს. პური მიიღება მხოლოდ მაშინ, თუ მისი შემადგენელი ელემენტები სწორ ურთიერთობაში იმყოფებიან და იგივე შეეხება ადამინსაც: იმისათვის რომ მივიღოთ რიცხვი 30 თითოეული წყარო დადებული უნდა იყოს შესაბამისი ხარისხებით და რაოდენობით.

თუ მაგალითად გაგვაჩნია ბევრი ფქვილი, ე.ი. ფიზიკური პოზები, მაგრამ არ გაგვაჩნია არც წყალი, ე.ი. პიროვნების მექანიზმის პოზები, და არც ცეცხლი, ე.ი. ინდივიდუალობა-მაშინ ეს ამაოა, ეს უკვე არ იქნება ადამიანი.

იმისათვის, რომ ადამიანი მივიღოთ საჭიროა ნაწილითა სწორ პროპორციებში ერთმანეთთან დაკავშირება. მხოლოდ ერთი ნაწილი კი ცალკე აღებული ( ფქვილი) მხოლოდ ხორცის ნაკუწია. თითოეული ამ მანქანათაგანი ასე რომ ვთქვათ, რაღაც მცირე ადამიანია, ე.ი. ადამიანი შედგება სამი ადამიანისაგან: თითოეულს თავისი ხასიათი, თავისი ბუნება გააჩნია და სამივე ნაკლულია, რადგან სხვა მანქანებთან არ არის დაკავშირებული.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ მოვახდინოთ მათი ორგანიზებული შეწონასწორება, მაგრამ სანამ ამას შევუდგებოდეთ, მანმადე საჭიროა ცნობიერად დავინახოთ ის, რომ ჩვენი მანქანები ნამდვილად დისჰარმონიულ მდგომარეობაში იმყოფებიან ერთმანეთის მიმართ. ისინი არამარტო არ იცნობენ და არ უსმენენ ერთმანეთს, არამედ როდესაც ერთი მათგანი დაჟინებით ითხოვს რაღაცას მეორისგან და იცის როგორ უნდა შესრულოს იმ მეორემ ეს მისი მოთხოვნა, მეორეს ეს ან არ შეუძლია, ან არ უნდა ამის გაკეთება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი