თამარა კვარაცხელია – უმწეობამ მასწავლა გამეშვა – კონტროლი, ლოდინი და საკუთარ თავზე ძალადობა

1
595

მთელი ცხოვრება ჩართული მქონდა მოლოდინის რეჟიმი. ჯერ ველოდებოდი მშობლებისაგან, მერე ახლობლებისგან, მეგობრებისგან, უცხოებისგან, საკუთარი თავისგან, მეუღლისგან…

ასე დაუსრულებლად წრეში ვტრიალებდი.

ამიტომაც იყო გაუთავებელი წყენები, იმედგაცრუებები, წუწუნი, თვის შეცოდებები, თავის გამართლებები, გადაბრალებელები, – ჩემი არ ესმით, რომ უნდა გააკეთოს ან გავაკეთო, ვალდებულია ან ვალდებული ვარ… სამართლიანი ვარ ან უსამართლობაა…

და ისევ, შეუჩერებლივ წრეში ტრიალი.

გამუდმებით, მეტის მოლოდინი ურთიერთოებებში, დამოკიდებულებებში და არა მარტო…

ჩემთვის გახდა აღმოჩენა, რომ არავისგან არაფერს არ უნდა ველოდო, არავინ ჩემ წინაშე ვალდებული არ არის და პირიქით. შესაბამისად, მოლოდინი ნელ-ნელა შესუსტდა და საბოლოო ჯამში გაქრა და მოვიდა თავისუფლბა.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი ხედვა ამასთან დაკავშირებით

შევწყვიტე მოლოდინი – განა მარტო ვინმესაგან, არამედ, საკუთარი თავისგანაც…

და სწორედ იმ წუთიდან ვიგრძენი – გულზე მომეშვა და ფილტვები გაიხსნა. თითქოს პირველად ჩავისუნთქე და იმ წუთშივე შევიგრძენი, ახლშობილივით სიცოცხლე. 
მანამდე, გამუდმებით მოველოდი, რომ სადაცაა გაიხსნება ჩემი პოტენციალი და მე გავხდები ისეთი როგორიც მინდა… დავწერ ასობით სტატიას, შემდეგ წიგნს, არა უკეთესია რამოდენიმე წიგნს, შევქმნი რამე ახალს და ა. შ. მივიღე გადაწყვეტილება:

– მოვა დრო შინაგანად მომინდება ამის გაკეთება, მე ამას გავაკეთებ ბუნებრივად…

– როგორც შევძლებ ისე შევძლებ. მე არ მინდა მონდომების ზღვარზე ყოფნა და უდიდესი ძალისხმევის შდეგად მიღებული შედეგი.

შევწყვიტე, მოლოდინი მეუღლისგან და ფიქრი იმაზე, რომ ვალდებულია გამიგოს და გაიგოს, მომისმინოს… ბოლოს და ბოლოს გააკეთოს, რაც მინდა… მივიღე გადაწყვეტილება:

– მე ვარ მშვიდად – დაე იყოს ისე როგორც იქნება…

– როგორც მოხდება, ისე მოხდება. დაე, ყველაფერი მოხდეს ისე, როგორც არის ჩემთვის უკეთესი…

შევწყვიტე მოლოდინი უცხოებისგან, რომ ისინი შემაქებენ, შემიყვარებენ როცა ნახავენ როგორი კარგი და მოწესრიგებული ვარ… მივიღე გადაწყვეტილება:

– მე გავაკეთებ არა იდეალურად ან როგორც წესია, არამედ როგორც მინდა და არ ვიფიქრებ ვინმეს მოვეწონები თუ არ მოვეწონები, ამ დროს…

– როგროც გამოვა, ისე გამოვა…

მე შევწყვიტე ფულის ლოდინი და მივიღე მადლიერებით ის თანხები, რომელიც მაქვს. შევწყვიტე იმაზე წუხილი თუ როგორ გავიუმჯობესო ჩემი ფინანსური მდგომარეობა. უბრალოდ გამოვთქვი განზრახვა:

– მე მთელი გულით გავაკეთებ საყვარელ საქმეს და როცა ვიქნები მზად მეტის მისაღებად, თანხებიც მოვა და დავინახავ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს. ეს მოხდება საჭირო დროს და საჭირო ადგილას, ჩემთვის ხელსაყრელი ფორმით…

შევწყვიტე, ცხოვრებაში ჩემთვის გაუგებარ საკითხებზე ნერვიულობა, წუწუნი, ცხოვრებისგან გარანტიების აღება, პრეტენზიები და მოთხოვნები. ჩემ შიგნით იჯდა გარკვეული უსამართლობის განცდა: რამდენს ვაკეთებ, ვიღაცა კი არაფერს აკეთებს და იოლად მისდის ცხოვრებაში ყველაფერი – მე ეს გავუშვი.

შევწყვიტე იმის მოლოდინი, რომ ხვალ ყველაფრი იქნება კარგად და პრობლემები არ იქნება. ჩემს მიამიტ ბავშვურ ბუნებას, ძალიან სურდა სიმშვიდე და ჩემი გაზრდილი ბუნება კი მიხვდა, რომ სიმშვიდე არის შიგნით და არა გაერთ – სტრესული საკითხების და პრობლემების არარსებობაში. ამიტომ გამოვთქვი განზრახვა:

– რაც მოსახდენია ჩემს ცხოვრებაში მოხდება…

– მოსახდენი დაე მოხდეს, პროცესში გადავწყვიტავ რას და როგორ გავაკეთებ…

საერთოდ შევწყვიტე რამის მოლოდინი.. გავხდი გულგრილი იმის მიმართ რაც ჩემ ცხოვრებაში ხდება და რაც მოხდება. ადრე მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხდარიყო მხოლოდ კარგი და ყველა ყოფილიყო კეთილი….

გავაანალიზე და ჩემში ჩაბუდებული შიში აღმოვაჩინე – ვაი, თუ ისეთი რამ მოხდეს, რასაც ვერ გადავიტან… არ გეგონოთ ყველაფერი „მკიდია გავხდი“, უბრალოდ ვისწავლე მოლოდინის გაშვება, ნდობა და ვუთხარი თავს:

– რაც იქნება ის იქნება. ყველაფერი მოხდება ჩემთვის საუკეთესოდ.

ვერც გადმოგცემთ, როგორ გავნთავისუფლდი ამ დროს – „დავიკიდე „როგორ“ და გახდა სულერთი…
რა თქმა უნდა მაქვს გარკვეული გეგმები, პროექტები… მაგრამ რასაც მე ვფიქრობ, იმდენად სასაცილოა იმასთან შედარებით, რა შესაძლებლობებიც მომიმზადა ცხოვრებამ.

მან დამანახა – ყვეალაზე დიდი ცვლილებები და მიღწევები იწყება იმედგაცრუებით, ტკივილით, სასტიკი რეალობით და უსუსურობის შეგრძნებით.

უმწეობამ მასწავლა გამეშვა – კონტროლი, ლოდინი და საკუთარ თავზე ძალადობა.

მოლოდინი ბლოკავს ენერგიას.

მიზნის რაღაც ერთ ან რამოდენიმე ვარიანტს შეიმუშავებ, იწყებ მოქმედებას და ელოდები, რომ აგერ-აგერ მიაღწევ მიაზნს. მაგრამ სანამ არ გაუშვებ, არ ანდობ სამყაროს, მის ყველაზე საუკეთესო ვარიანტში განხორციელბას – აჩერებ და ბლოკავ მას. დაგეგმილის მიღების მოლოდინის გამო ვერც ამჩნევ ახალ შესაძლებლობებს, რადგან საუკეთესო ვარიანტი, ძალიან ხშირად, მოდის მოულოდნელი მხრიდან.

რა ვქნათ, რომ ჩიხში არ აღმოვჩნდეთ და გამუდმებით ნაკადში ვიყოთ?

როდესაც ძალინ დავიღალე ცხოვრებასთან ჭიდილში, მივხვდი რომ ტყუილად დავკარგე ამდენი სასიცოცხლო ენერგია ამიტომ ვისწავლე:გაშვება

– შეუჩერებლივ ვიმუშაო საკურთარ აზრებზე, ემოციებზე (თავზე)

– გამოვთქვა ჩემი განზრახვა (მიზანი)

– ვაკეთო საყვარელი საქმე (დანიშნულება) მშვიდად და მადლიერებით

– ამ კეთებაში, გავუშვა მოლოდინები და მივენდო სამყაროს სრულიად!

ამის მერე ჩემს ცხოვრებაში დაიწყო საოცრებები:

მე უკეთ მესმის საკუთარი თავის. დაიწყო იდეებმა დინება (ალბათ ადრეც იყვნენ, მაგრამ ისინი მას მერე აღვიქვი, როგორც კი მოვიცილე დაძაბულობა). ვისწავლე მოზიდვა და იმასაც მივხვდი, როგორ უნდა განვახორციელო. მართალია, დასაწყისში არ მესმის როგორ განვახორციელებ, მაგრამ საყვარელი საქმის კეთებაში, ნელ-ნელა მე ვხედავ და ვგრძნობ, როგორ ბუნებრივად და ძალდაუტანებლად მიახლოვდებიან მიზნები.

მე გადავედი მეტ ქმედებებზე – ადრე ძალიან დიდი დროს ვანდომებდი ფიქრს, დაგეგმვას. მერე, საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა მიპყრობდა შეშები – „ვაი თუ?“ და ვანებებდი თავს. დავაკვირდი, როცა ვდგამ პირველ ნაბიჯს, ჩნდება მეორის გადასადგმელი… ამასობაში საქმეც გამოდის, სულ უფრო და უფრო უკეთესად.

მე დავიწყე, საჭირო დროს იმის თხოვნა რაც მჭიდრება (ადრე მერიდებოდა) და უარი ვთქვი იმაზე რაც, არ მჭირდება. თანაც, ამ დროს არ ველოდები ვინმე გამიგებს ან ვერ გამიგებს.. გავხდი ანთებული, შთაგონებული და შესაბამისად, თამამი. გარემოები ისე ლაგდება ზოგჯერ ვერ ვასწრებ გასაკეთებელს (მიუხედავად იმისა, რომ ვდგები 5 -6 სთ-ზე). მე მაინც ვარ მშვიდად და ვაკეთებ საქმეს სიამოვნებით, სიყვარულით და მინიმალური ძალისხმევით. თვალნათლივ ხედავ პროგრესს. ადრე თუ რეაგირებას ვახდენდი მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ახლა შევამჩნიე, რომ თავად შემიძლია რაღაც მოვლენების ფორმირება.

რამდენი საინტერესო ნაცნობობა შედგა ამ ხნის მანძილზე.. მე გაოცებული ვარ იმით, რომ ადამიანებს ვეცნობი (ზოგი მცნობს) ქუჩაში, გამოფენებზე, მაღაზიებში, ლიფტში, სოციალურ ქსელებში და სადაც კი ეს შესაძლებელია. როცა თავს ვთვლიდი სოციოფობად, ახალა არ მაქვს კომუნიკაციის პრობლემა.

ბევრი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ადრე, რა სურვილიც არ უნდა გამომეთქვა და მიზანი დამესახა არაფერში მიმართლებდა ან მჭირდებოდა მისაღწევად დიდი ძალისხმევა.

როცა გავიაზრე პასუხისმგებლობა – ეს არის გამოეხმაურო იმას, რასაც ცხოვრება გთავაზობს სწორედ ახლა და ეს მივიღე… ადრე, ნამდვილად არ მესმოდა რას ნიშნავს, როცა ცხოვრება რაღაცას გთავაზობს ახლა და ამ წუთას.

ვამბობდი, რომ ცხოვრება არაფერსაც არ მთავაზობს და საერთოდ, სისულელეა ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, ყველაფერი გაცილებით მარტივია – კონტროლის გაშვება და წინასწარ შედეგის ცოდნისგან განთავისუფლება.

ვუშვებ მოლოდინებს, რადგან მას მიაქვს ჩემი სასიცოცხლო ენერგია და ბლოკავს უკეთეს შესაძლებლობებს.

– მოსახდენი მოხდება ჩემთვის ყველაზე საუკეთესო ფორმით.

…და თუ რამეს ვაკეთებ, ვაკეთებ მხოლოდ უპირობო სიყვარულით!

1 გამოხმაურება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი