შალვა ამონაშვილის მესიჯები

0
235

“დღე­ვან­დე­ლი თა­ო­ბა არის ინ­დი­გო ბავ­შვე­ბის თა­ო­ბა, ისი­ნი არი­ან ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნე­ბი, ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რე­ბი, თავ­მოყ­ვა­რე­ე­ბი, ისი­ნი არ ეგუ­ე­ბი­ან პირ­და­პირ და ხისტ მი­თი­თე­ბებს, აკ­რძალ­ვებს. თუ რა­ი­მე მათ­თვის არ არის სა­ინ­ტე­რე­სო, ისი­ნი არ გა­ჩერ­დე­ბი­ან გაკ­ვე­თილ­ზე. თუ მათ მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­გობ­რად არ აგუ­ლე­ბათ, ისი­ნი ში­შის გამო გაკ­ვე­თილ­ზე წყნა­რად არ ის­ხდე­ბი­ან. ეს ბავ­შვე­ბი მო­ვიდ­ნენ ქვეყ­ნად, რათა ჩვენ გავ­ხდეთ უკე­თე­სე­ბი, უფრო მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ე­ბი, გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბი, მე­გობ­რუ­ლე­ბი. ისი­ნი და­უ­ჯე­რე­ბენ მე­გო­ბარს და არა მკაცრ დამ­რი­გე­ბელს. მას­წავ­ლებ­ლე­ბო, მშობ­ლე­ბო, გახ­დით თქვე­ნი შვი­ლე­ბის მე­გობ­რე­ბი. თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვი ვერ ეგუ­ე­ბა ძვე­ლი ყა­ი­დის მას­წავ­ლე­ბელს. ის სულ სხვა გო­ნებ­რი­ვი და სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბი­საა. მას ცოდ­ნა უდუღს თავ­ში და არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი – „იცო­დე, ორი­ანს და­გი­წერ“, „გაგ­სვამ გა­რეთ“, „გა­ჩერ­დი დრო­ზე! მო­მის­მი­ნე“ და ა.შ. თუ თქვენს გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ბავ­შვს ვერ უგებთ, მა­შინ თქვენ არ ხართ სა­ნატ­რე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი!”

“დღე­ვან­დე­ლი მშობ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რა და­უ­ტო­ვონ ბავ­შვს, და­აგ­რო­ვონ ქო­ნე­ბა, რათა შვი­ლებს უზ­რუნ­ვე­ლი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­დეთ, ამის­თვის ისი­ნი ბევ­რს შრო­მო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ, ის ოქ­როს წლე­ბი კი გარ­ბის, უეც­რად აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ჩვენ დაგ­ვა­ვი­წყდა მთა­ვა­რი, ბავ­შვის აღ­ზრდა!”

“გიყ­ვარ­დეთ ბავ­შვი უპი­რო­ბოდ და მი­ი­ღეთ ის, რო­გო­რიც არის. ის არის მოვ­ლე­ნა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი მი­სი­ით მო­ვი­და. მას აქვს უსა­ზღვრო ენერ­გია და უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. გჯე­რო­დეთ თქვე­ნი შვი­ლე­ბის და მათი მო­მა­ვა­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის.”

„ბავშვს აღზრდა სჭირდება. ეს პედაგოგიური აქსიომაა. აქსიომებს, როგორც წესი, არ განვიხილავთ, არამედ ვღებულობთ. მიუხედავად ამისა, გამოჩნდებიან ხოლმე ისეთები, რომლებიც ჯიუტად მოითხოვენ: რად უნდა ბავშვს აღზრდა, გაიზარდოს თვითნ, ჩვენ კი, თუ საჭირო იქნება, დავეხმაროთ. –ასეთი მსჯელობები აბსურდია და კარგი იქნება, თუ ახლოს არ გავიკარებთ. მაგრამ ვიღაცას ხომ სჯერა?“

„რატომ არიან დედამიწაზე და ჩვენს საზოგადოებრიობაშიც ბოროტები, ხარბები, შურიანები, გაიძვერები, მოღალატეები, გამცემები, ხამები, მკვლელები, შურისმაძიებლები, სადისტები, გარყვნილები, მაფიოზები, ეგოისტები, ნარკომანები, ლოთები და სხვანი და სხვანი? რამ მოამრავლა ისინი? მათ არ ზრდიდნენ, არ ჩააგონებდნენ სიკეთეს, ღვთის სიტყვას, არ უღვიძებდნენ სიყვარულს, ვერ შეეშველნენ საბედისწერო წუთებსა და პერიოდებში. ყველას, ვისაც აღზრდა აკლია, აკლია ადამიანობაც.“

„ჩვენ თუ არ აღვზრდით ბავშვს და არც არავინ შეგვცვლის ამ საქმეში, ადამიანი უზრდელი დარჩება. ძალიან იშვიათობა იქნება ისეთი შემთხვევები, როცა რომელიმე აღსაზრდელს გონება გაუნათდება და თვითონ აღზრდის ან გარდაქმნის თავის თავს..“

„როცა ვინმე აღუზრდელი უხერხულობაში გვაგდებს, ზიანს გვაყენებს, შეურაცხგვყოფს, ჩვენ ვადანაშაულებთ მას, მოვითხოვთ, რომ პასუხი აგოს. მაგრამ განა ისაა დამნაშავე, რომ მაღალზნეობრივი არ აღზარდეს? განა არ იმსახურებენ საზოგადოების საყვედურს ისინი, ვისაც მისი აღზრდა ევალებოდა, მაგრამ მშობლიური მოვალეობა არ აღასრულეს?
ვისაც ეკისრება ბავშვის აღზრდა, მაგრამ თავს არიდებს – მტრობას უწევს ბავშვსაც და საზოგადოებასაც.“

„ბავშვი საკუთარ თავს ვერ აღზრდის, რადგან არ შეუძლია, არ იცის როგორ გააკეთოს ეს. ბუნებამ არ ჩადო მასში ეს შესაძლებლობა. ბავშვი მხოლოდ მაშინ შეძლებს თვითაღზრდას, როცა ჩვენი დახმარებით საკუთარი ბუნების სრულყოფის ძლიერ იმპულსს შეიგრძნობს.  თვითაღზრდის უნარსაც აღზრდა სჭირდება, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ ვიტყვით: ჭეშმარიტი აღზრდა ის არის, როცა ბავშვი არც ირძნობს, რომ მას ზრდიან. ამ შემთხვევაში მას ეუფლება ილუზია, რომ თვითონ არის საკუთარი თავის აღმზრდელი. ასე ხდება იმ ოჯახში, სადაც ბავშვებსა და მშობლებს შორის სულიერი ურთიერთობაა დამყარებული“.

,,არსებობს აღმზრდელობითი პროცესის უფრო მაღალი დონე: როცა არც მშობლები წუხან შვილების აღზრდაზე და არც შვილები არიან დაკავებული თვითაღზრდით – ყველაფერი თითქოსდა თავისთავად ხდება. აღზრდის ასეთმა ჭეშმარიტებამ შეიძლება იარსებოს მხოლოდ ისეთ პირობებში, როცა ოჯახიც და საზოგადოებაც იდეალური ცხოვრების ფაზაში შევა. მაგრამ ასეთი იდეალური, სულიერად და ზნეობრივად ამაღლებული ცხოვრებისაგან ჯერ შორს ვართ. ამიტომ ჩვენს შვილებს სჭირდებათ გონივრული და მიზანმიმართული აღზრდა.“

“თუ მასწავლებელს სიყვარული არ შეუძლია, ნუ წავა სკოლაში! თუ მოთმენის უნარი არ აქვს, ნუ შევა სკოლაში!”

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი