ოშო – აი რა არის ცოდნის არსი:ჩვენ ვგებულობთ და ის, რასაც ვგებულობთ იდუმალებას კარგავს

0
541

ყველა რელიგია თავიდან ჭეშმარიტი იყო, მაგრამ ადამიანებმა დროთა განმავლობაში დაამახინჯეს და მასების სამართავ ინსტრუმენტად აქციეს. ოშოს ახალი რელიგია არ შეუქმნია. მან რელიგიებს ის სიბილწე და ნაგავი ჩამოაშორა, რაც ადამიანებმა მიაკერეს და პირვანდელი სახით დაგვანახა. ოშომ ჭეშმარიტების გასაღები მოსტაცა მღვდლებს და ადამიანებს დაუბრუნა. ამავე დროს თამამად ამხელდა კაცობრიობის სიცრუეს და ძალმომრეობას.

ოშოს როლსროისები? მას არაფერი არ უთხოვია, მადლიერი ხალხი ჩუქნიდა და ისე მიატოვა ყველაფერი, ვითომც არასოდეს არაფერი ქონდა. მისი ყველა წიგნი ბესტსელერად იქცა. ათჯერ მეტ როლსროისს იყიდდა.

უცნაურია, რომ არასოდეს საუბრობენ, როდესაც ამერიკის მთავრობამ ის ციხეში ჩასვა, სრულიად შეუგნებლად. ისე, რომ ამისი არანაირი უფლება არ ჰქონდათ და ციხეში რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამლეს. მიმდინარეობდა მისი ხანგრძლივი დევნა და მალვა ქვეყნიდან ქვეყანაში. 

ოშომ სიცოცხლე საშინელი ტანჯვით დაასრულა. საწამლავმა ნელნელა გაანადგურა მისი სხეული, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა თავის მისიას.

21 წლის ასაკში მიაღწია ყოფიერების ტრანსცენდენტურ მდგომარეობას – გასხივოსნდა. ის ამბობს: ”მე აღარ ვარ მაძიებელი რაიმეს მიმართ. ყოფიერებამ ყველა კარი გახსნა ჩემს მიმართ.” იგი იყო ფილოსოფიის პროფესორი თუმცა ამბობდა: ”პროფესიით მე ვარ ლოგიკოსი, მაგრამ შეცდომით გავხდი მისტიკოსი; ამ შეცდომამ მომიტანა უდიდესი ბედნიერება.” ოშო თავის მოძღვრებაზე ამბობს: ”ჩემი მოძღვრება არ არის ფილოსოფია. ჩემი მოძღვრება არის განსაზღვრული ალქიმია, მეცნიერება სულიერი ტრანსფორმაციისა. მხოლოდ ის უმამაცესი ადამიანი, რომელიც გარისკავს და მომისმენს გააკეთებს ნაბიჟს ახალი დაბადებისკენ.”

ოშო ესაუბრებოდა მოსწავლეებს ადამიანური ყოფის ყველანაირ ასპექტზე: მატერიალურზე, სოციალურზე, ბიოლოგიურ სხეულზე, ფსიქოლოგიურ სფეროზე და სულიერ სამყაროზე. იგი მსოფლიოს ყველაზე ნაყოფიერი ავტორია. ავტორი 650-წიგნისა, რომელიც მსოფლიოს 55-ენაზეა ნათარგმნი. მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ფუნქციონირებს ოშოს სამედიტაციო ცენტრები. ოშომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა სადაც ის ატარებდა ე.წ. საუბრებს, იგი თავის სწავლებას ეძახდა საუბარს, რადგან სიტყვა ლექცია მკაცრ დირექტიულ გამიჯვნას გულისხმობს ლექტორსა და მსმენელებს შორის; ოშომ მთელი შეგნებული ცხოვრება ადამიანთა სულიერ გამოღვიძებას მიუძღვნა.

ოშოს მიხედვით, ცხოვრების უმაღლესი ფასეულობები შეგნებულობა, სიყვარული, მედიტაცია(პირდაპირი და ფართო გაგებით), უქმად ყოფნის უნარი, დღესასწაულობა, შემოქმედებითობა და მხიარულებაა.

მისი თქმით გასხივოსნებულობა ყოველი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ადამიანთა უმეტესობა შინაგანად იმდენადაა დაბნეული, რომ მათ არ ძალუძთ ეს. მეტიც ისინი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ და ხდებიან უფრო პათოლოგიურები. ისინი დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ცხოვრებაში, მაგრამ არა მეტი ბედნიერებისთვის, არამედ მეტი დამოკიდებულებისთვის.

სოციალური მოლოდინები, რომლებიც საბოლოოდ იმედგაცრუებებად გადაიქცა წაშლის ყოველგვარ შანსს, რომ ადამიანმა მიაღწიოს თავისი შეგნების მწვერვალს. ცნობილია ოშოს იგავები, ბრძნული ფრაზები, ანეკდოტები და მის მიერ შემუშავებული მედიტაციური ტექნიკები.

”ადამიანი იშვიათად ეძებს ჭეშმარიტებას! იგი შეიძლება ბედნიერებას ეძებდეს და ძალზე იშვიათად კი ჭეშმარიტებას. ბედნიერი კი მაშინ გახდება თუ ჭეშმარიტებას მიაღწევს. ბედნიერება ჭეშმარიტების თანმდევია. ის უნდა დაგემართოს.”

”ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი სხვა არაფერია, თუ არა პატიმრობის სხვადასხვა სახეები. იესო, ბუდა, კრიშნა და მუჰამედი თავისუფლებაა, ხოლო ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი მუდამ ტყუიან.”

”რასაც არ უნდა ეძებდეთ თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ საკუთარ თავს ეძებთ.”

 ”გონება ვერ იქნება სხეულზე ძლიერი, რამეთუ იგი სხეულზე გვიან გაჩნდა.”

 ”აღმოჩენის გასაკეთებლად აგრესიული გონებაა საჭირო.”

”აი რა არის ცოდნის არსი: ჩვენ ვგებულობთ და ის, რასაც ვგებულობთ იდუმალებას კარგავს.”

”როდესაც ადამიანი ტრანსფორმაციას განიცდის იგი საკუთარი თავის მამა ხდება.”

”ფიქრები ეს ყველაზე ზედაპირული ნაწილია თქვენი არსების. თქვენ უნდა შეაღწიოთ მის მიღმა.”

”რაც უფრო ინტელექტუალურია ადამიანი მით უფრო ხან მოკლეა მისი სიყვარული.”

”იცხოვრეთ ინტენსიურად, მგზნებარედ, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ცხოვრებისა.”

”ქორწინების იდეა-უნდობლობაა.”

ესაა მიზეზი ოშოს გარშემო ატეხილი ამდენი აურზაურის, თორე იყვნენ სხვა მისტიკოსებიც, რომლებიც იგივეს საუბრობდნენ; მედიტაცია, სიფხიზლე, თავის შეცნობა, სიყვარული – ეს ყველაფერი არ ახალია, მაგრამ ახალია ოშოს – გ ა დ მ ო ც ე მ ი ს ფორმა. ოშოს წაკითხვის შემდეგ მოხიბლული კი არ რჩები კარგი ფილოსოფიური დოქტრინით, არამედ შენში იღვიძებს დაუოკებელი სურვილი, წყურვილი ჭეშმარიტების შეცნობის. სწორედ ეს წყურვილი ჩაკლეს ათასი ჯურის დოგმატიკოსებმა.

ოშომ კი ისევ ააფორიაქა მთელი ინტელექტუალური სამყარო. საგულისხმოა, რომ ოშოს არაფერი ახალი არ უთქვამს, მსოფლიო ლიტერატურა, როგორც მხატვრული ისე ფილოსოფიური იცნობს ამ ღირებულებებს, მაგრამ ოშომ ეს ყველაფერი უფრო გასაგები და ხელმისაწვდომი გახადა!

ეზოთერია გახადა უფრო საინტერესო და მეცნიერულიც კი. არ არსებობს პრობლემა ოშოს რომ არ ქონდეს განხილული და რაც მთავარია იგი პირდაპირ პასუხს არ იძლევა, არამედ გაიძულებს იფიქრო და თვითონ მიაგნო ჭეშმარიტებას.

ავტორი:ირაკლი კეკელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი