ბრბო – საზღვრების გამიჯვნა

0
312

როდესაც ადამიანი ბრბოში აღმოჩნდება, იგი უმალვე მის შემადგენელ ნაწილად იქცევა, პრაქტიკულად აღარ შეუძლია შეეწინააღმდეგოს სტიქიას, რომელიც დაეუფლა მას და მიბაძავს მასის ქცევას. ამიტომ თუ არ განვსაზღვრავთ ბრბოს, მასის, საზოგადოებისა და აუდიტორიის სხვაობას შეუძლებელია კონკრეტულ გარემოებაში ორიენტაცია. 

მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ ჩვენ ემოციურ რეაქციებს განაპირობებს ნუშისებრი სხეული, ანუ ამიგდალა. ადამიანის მღელვარებას (შფოთვას), აუტიზმს, დეპრესიას, პოსტტრავმატულ შოკს და ფობიებს სწორედ ამ ნუშისებრი სხეულის არანორმალურ ფუნქციონირებას უკავშირებენ. უფრო მეტიც, კვლევების ნაწილმა ისიც ცხადყო, რომ ნუშისებრი სხეული განაპირობებს ისეთ გრძნობას, როგორიცაა სამართლიანობა და სოციალური უთანასწორობის სიტუაციაში ის აქტიურად ფუნქციონირებს თანასწორობისათვის მებრძოლ ადამიანებში.

ნეირონები რეაგირებენ სოციალურ სტიმულებზე: სახე, მიმიკა, მეტყველი ჟესტები. ნუშისებრი სხეულის დამსახურებით შესაძლოა მოხდეს ”ემოციური დასენიანებაც”, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ უგონოდ ”ვღებულობთ” გარშემო მყოფი ადამიანების სიგნალებს და ”ვკითხულობთ” მათ მიმიკას, დაძაბულ პოზას, აგრესიულ ჟესტებს.

მაგრამ მხოლოდ ამგვარი, ცალმხრივი მსჯელობა არ მოგვცემს სრულ ინფორმაციას. წესით, ურთიერთობის დროს ადამიანი უნდა იკავებდეს თავისებურ დისტანციას. ის ადგენს პერსონალური სივრცის საზღვარს, რომელიც ესაჭიროება იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს.

დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა მიიღეს იმის დასტური, რომ ამ ზღვარსაც ამიგდალა განაპირობებს. შეიძლება ითქვას, რომ ნუშისებრი სხეული იძლევა სიგნალს: ” სდექ, შემდგომი მოძრაობა დაუშვებელია. ეს პირადი ზონაა”. ამგვარად ის გვიცავს თავდასხმისგან (შეღწევისგან), გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიგრძნოთ საფრთხის მოახლოება. მაგრამ ბრბოში ყოფნის დროს ჩვენ ვკარგავთ პირად სივრცეს, რის შედეგადაც ამიგდალა იწყებს საფრთხის თაობაზე სიგნალების მიწოდებას, რაც განაპირობებს შიშის, პანიკის, აგრესიის თუ ექსტაზის პროვოცირებას და ეს სიგნალი დამოკიდებულია იმაზე თუ რა ემოციების პროდუცირებას ახდენს იმ მომენტში ბრბო. გრძნობების გაკონტროლება ძალიან რთულია, იმის გამო, რომ ადამიანში მოქმედებას იწყებენ ქცევის არქაული ხერხები და ის ინსტინქტურად მოქმედებს.

როგორ მოვიქცეთ შემთხვევით თუ აღმოვჩნდით ასეთ ვითარებაში?

• არავითარ შემთხვევაში არ იაროთ ადამიანთა ამ ტიპის მასის მოძრაობის საწინააღმდეგოთ, ამით თქვენ მოახდენთ აგრესიის პროვოცირებას.

• ადამიანთა მასიდან გაღწევისთვის ის უნდა გადაკვეთოთ დიაგონალით ან მხები ხაზით, ეცადეთ არ უყუროთ ადამიანებს თვალებში, მზერა უნდა იყოს მიმართული სახის ქვედა ნაწილზე, აუცილებელია პერიფერიული მხედველობის ჩართვაც. ეს მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ცალკეულ დეტალებზე ზედმეტი ყურადღების გამახვილების გარეშე თვალ-ყური ადევნოთ სიტუაციას. გარდა ამისა უნდა გახსოვდეთ – თუ ამ მოძრავების დროს მიწისკენ მიმართავთ მზერას თქვენ ქმნით მსხვერპლის სახეს, რაც აგრეთვე მაპროვოცირებელია.

• განუწყვეტლივ, თქვენთვის და არა ხმამაღლა იმეორეთ საკუთარი სახელი, გვარი, პროფესია, საქმიანობა (თანამდებობა), ამის შედეგად შეეწინააღმდეგებით ინდივიდუალურების წაშლას და გემახსოვრებათ, რომ “თქვენ – ხართ თქვენ”.

• მოერიდეთ კედლებს, ვიტრინებს, ხეებს, კარის ვიწრო სიოს სადაც შეიძლება დაგბლოკონ, მოგამწყვდიონ.

• უნდა გაიხადოთ ზედმეტად გრძელი ან თავისუფალი ტანსაცმელი (მით უფრო თუ მას გააჩნია ლითონისგან დამზადებული დეტალები), აგრეთვე ყველაფერი, რაც ყელში შეიძლება მოგეჭიროთ (ქურთუკის ზონარი, ჰალსტუხი, ძეწკვი). ხელები იდაყვში მოხარეთ, მუშტები ზევით მიმართეთ, რათა დაიცვათ გულმკერდი. ამ მიზნით აგრეთვე შეგიძლიათ შეკრათ ხელისგული გულმკერდის წინ.

• იქამდე, სანამ გადაწყვეტთ დიდ თავყრილობაზე მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად წასვლას, მოახდინეთ შესაძლო სიტუაციის მოდელირება და გაანალიზება: ანუ რამდენად გიღირთ ეს? ხოლო თუ მაინც გადაწყვიტეთ ნებისმიერ შემთხვევაში მაქსიმალურად იყავით დაკვირვებული.

• დაეხმარეთ ბავშვებს, რომლებიც აღმოჩნდნენ თქვენს გვერდით: ბავშვი, მისი ძალღონისა და სიმაღლის გათვალისწინებით შეიძლება ვერ გაუმკლავდეს უმართავ სტიქიას. თუ შეგრჩათ ძალა, ბავშვი ხელში აიყვანეთ, მისი სახე თქვენი მკერდისკენ უნდა იყოს მიმართული და ასე ეცადეთ მასის გარეთ ბავშვის გაყვანა. აგრეთვე შეიძლება, რომ ორმა ზრდასრულმა ადამიანმა შუაში ჩაიყენოს მცირეწლოვანი და ასე გააღწიოს უსაფრთხო სივრცემდე.

• გარდა ამისა ყოველთვის გახსოვდეთ, რომ გარშემო თქვენი მსგავსი ადამიანებია და იმისთვის, რომ დაუბრუნოთ მათ იდენტურობა საჭიროა მიმართოთ დახმარებისთვის (მაგალითად, უთხრათ, რომ გული გაწუხებთ) ან გამოეცნაუროთ გვერდში მდგომს.

ავტორი:თეონა ნუცუბიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი