ალფრედ ადლერი – სიძულვილი

0
1224

უყურადღებო ადამიანის ქცევას, როგორც წესი, მისთვის უსიამოვნო შედეგები მოაქვს. ზოგჯერ ეს დასჯა მრავალი წლის შემდეგ დება ხოლმე: “ღმერთი დიდხანს ითმენს, ბოლოს კი მაგრად არტყამს”. ხანსახან დროითი ინტერვალი იმდენად დიდია, რომ მიზეზობრივი კავშირი მათ შორის არ შეიმჩნევა. აქედან მოდის ჩივილები დაუმსახურებელ უბედურებებზე. სინამდვილეში, შესაძლოა, აქ დამნაშავეა არა ბოროტი ბედისწერა, არამედ ის, რომ სხვა ადამიანებმა, რომელთაც ვეღარ აიტანეს მისი უყურადღებობა, მასზე ხელი ჩაიქნიეს და განერიდნენ.

ხშირად სიძულვილი აგრესიული ადამიანების ხასიათის თვისებაა. სიძულვილისკენ მიდრეკილებამ (რომელიც ხშირად ადრეულ ბავშვობაში ვლინდება) შეიძლება გამომხატველობის მაღალ ხარისხს მიაღწიოს, როგორც, მაგალითად შარის მოდებასა და გულისწყრომაში.

ის, თუ თითოეულ ჩვენგანს რამდენად შეუძლია სიძულვილი და შარის მოდება, მთელი პიროვნების შეფასების კარგი მაჩვენებელია. ეს ჩვენზე ძალიან ბევრს ლაპარაკობს, რამეთუ სიძულვილი და ბრაზი პიროვნებაზე წარუშლელ ანაბეჭდს ადებს. სიძულვილს შეუძლია მრავალფეროვანი მიმართულებების მონახვა. ის შეიძლება სხვადასხვა საქმეების წინააღმდეგ იყოს წარმართული, რომელთა შესრულებაც გვიხდება, ცალკეული ინდივიდუმის წინააღმდეგ, რომელიმე ნაციის წინააღმდეგ, რომელიმე კლასის წინააღმდეგ, რომელიმე განსაზღვრული რასის ან საპირისპირო სქესის წინააღმდეგ.

სიძულვილი თავს ღიად არ ავლენს. პატივმოყვარეობის მსგავსად, იგი ოსტატურად ფლობს შენიღბვის ხელოვნებას და შეუძლია გამოჩნდეს, მაგალითად, გარშემო ყველაფრის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების სახით. სიძულვილი შეიძლება იმაშიც დავინახოთ, თუ ზოგიერთები როგორ გაურბიან სხვა ადამიანებთან კონტაქტში შესვლის ნებისმიერ შესაძლებლობას.

ზოგჯერ ინდივიდის სიძულვილის უნარი მოულოდნელად ვლინდება, როგორც ელვის აფეთქება. ასე დაემართა სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებულ პაციენტს, რომელმაც მოგვითხრო, თუ როგორი დიდი სიამოვნებით კითხულობს რეპორტაჟებს სხვა ადამიანების შემზარავ სასაკლაოზე და ამოხოცვაზე.

ანალოგიური სიმპტომია დანაშაულებრივი მიდრეკილებები. უფრო რბილ ფორმებში სიძულვილისკენ მიდრეკილება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, და მისი გამოვლინების ფორმები ჩვენს გრძნობებს ყოველთვის როდი შეურაცხყოფენ ან ყოველთვის როდი გვაძრწუნებენ. ერთერთი ასეთი შენიღბული ფორმაა მიზანთროპია, სიძულვილის ნაირსახეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ადამიანებისადმი მკვეთრად გამოხატული მტრულობა.

არსებობს მთელი რიგი ფილოსოფიური სკოლები, მტრულობით და მიზანთროპიით იმდენად აღვსილნი, რომ მათი შეხედულობანი უნდა ჩაითვალოს სისასტიკისა და მხეცობის უფრო უხეში, პირდაპირი აქტების პრაქტიკულად ექვივალენტურებად. ზოგჯერ გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიების ნაკლებად ცნობილი დეტალების კვლევისას, მათში სიძულვილს აღმოვაჩენთ ხოლმე. ამ მტკიცების უცილობელ ჭეშმარიტებაზე მარტო ფიქრი არ კმარა, საჭიროა გვახსოვდეს, რომ სიძულვილი და სისასტიკე ზოგჯერ შეიძლება მხატვრის სულში არსებობდეს, რომელსაც, თუ უნდა, რომ მისი ხელოვნება მნიშვნელოვანი მოვლენა გახდეს, ადამიანებს შორის უნდა ტრიალებდეს.

ყველგან შეიძლება აღმოვაჩინოთ სიძულვილის უამრავი გამოვლინება. ყველა მათგანის ანალიზი ძალიან ბევრ დროს დაიკავებდა. მაგალითად, ზოგიერთი ხელობით ან პროფესიით დაკავება შეუძლებელია რამდენადმე მიზანთროპიული სოციალური განწყობის გარეშე. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ სიძულვილი მგავსი პროფესიებით დაკავების წინასწარი პირობაა. პირიქით, იმ მომენტში, როცა კაცობრიობისადმი მტრულად განწყობილი ინდივიდი გადაწყვეტს აირჩიოს, მაგალითად, სამხედრო კარიერა, მტრობისკენ მთელი მისი მიდრეკილება ისეთ მიმართულებას იძენს, რომ ის თავსდება, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად, სოციალურ ფარგლებში. ეს იმიტომ ხდება, რომ მას უწევს თავის ორგანიზაციასთან მისადაგება და იმათთან თანამშრომლობა, ვინც იგივე პროფესია აირჩა.

იმ სფეროდ, რომელშიც მტრული გრძნობები განსაკუთრებით ოსტატურადაა შენიღბული, უნდა ჩაითვალოს “დანაშაულებრივი დაუდევრობა”. დანაშაულებრივი დაუდევრობა ადამიანებთან ან ქონებასთან მიმართებაში იმით ხასიათდება, რომ მისი დამშვები ინდივიდუუმი ყურადღებიანობას უგულვებელყოფს, რომელსაც მისგან მოითხოვს სოციალური გრძნობა.

ამ პრობლემის იურიდიულ ასპექტებზე უსასრულო დისკუსიები წარმოებდა, თუმცა მათი დამაკმაყოფილებლად ახსნა ვერა და ვერ მოხერხდა. თავისთავად ცხადია, რომ ქმედება, რომელსაც შეიძლება ” დანაშაულებრივი დაუდევრობა” ვუწოდოთ, ცალსახად არ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს. თუ ყვავილებიანი ქოთანი რაფის კიდესთან იმდენად ახლოს დადეთ, რომ უმნიშვნელო შერყევითაც კი შეიძლება ვინმე გამვლელს თავზე დაეცეს, ეს აშკარად იგივე როდია, რომ ავიღოთ ეს საყვავილე ქოთანი და ნამდვილად ვიღაცას ვესროლოთ. თუმცა ზოგიერთი ინდივიდუუმის დანაშაულებრივ დაუდევრობას აშკარა მსგავსება აქვს დანაშაულთან, სა ეს კიდევ ერთი გასაღებია ადამიანთა გასაგებად.

კანონის მიხედვით ის ფაქტი, რომ დანაშაულებრივი დაუდევრობა წინასწარი განზრახვის გარეშეა ჩადენილი, შემამსუბუქებელნ გარემოებად ითვლება. მაგრამ ეჭვს არ იწვევს, რომ განუზრახველ მტრულ ქმედებას თავის საფუძვლად უდევს მტრულობის იგივე ხარისხი, რაც განზრახულ მტრულ ქმედებას.

ბავშვების თამაშზე დაკვირვებისას ყოველთვის შეგვიძლია შევამჩნით, რომ ზოგიერთი ბავშვი სხვის კეთილდღეობას ნაკლებ ყურადღებას აქცევს. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ ისისნი თავიანთ მსგავსებს არამეგობრულად ეკიდებიან. უნდა დაველოდოთ ამ სავარაუდო ფაქტების შემდგომ დადასტურებას, მაგრამ თუკი ვაჩვენებთ, რომ ყოველ ჯერზე, როცა მოცემული ბავშვი სხვა ბავშვებთან თამაშობს, რაღაც აუცილებლად ისე არ ხდება, იძულებულნი ვიქნებით ვაღიაროთ, რომ ამ ბავშვს ძალიან გულთან ახლოს არ მიაქვს თავისი ამხანაგების კეთილდღეობა.

დაუდევრობა ფართოდაა გავრცელებული ოჯახებში, სკოლაში და საერთოდ ცხოვრებაში. ჩვენ მისი აღმოჩენა შეგვიძლია ჩვენი დაწესებულებების უმრავლესობაში. დროდადრო გაზეთები გვატყობინებენ ხოლმე დანაშაულებრივი დაუდევრობის მომდევნო მაგალითზე. რა თქმა უნდა, მისი დამშვები ადამიანი დაუსჯელი არ დარჩება;უყურადღებო ადამიანის ქცევას, როგორც წესი, მისთვის უსიამოვნო შედეგები მოაქვს. ზოგჯერ ეს დასჯა მრავალი წლის შემდეგ დება ხოლმე: “ღმერთი დიდხანს ითმენს, ბოლოს კი მაგრად არტყამს”. ხანსახან დროითი ინტერვალი იმდენად დიდია, რომ მიზეზობრივი კავშირი მათ შორის არ შეიმჩნევა. აქედან მოდის ჩივილები დაუმსახურებელ უბედურებებზე! სინამდვილეში, შესაძლოა, აქ დამნაშავეა არა ბოროტი ბედისწერა, არამედ ის, რომ სხვა ადამიანებმა, რომელთაც ვეღარ აიტანეს მისი უყურადღებობა, მასზე ხელი ჩაიქნიეს და განერიდნენ”.

მიუხედავად დანაშაულებრივი დაუდევრობის შემთხვევების ყველა გარეგნული გამართლებისა, უახლოესი განხილვისას ირკვევა, რომ ისინი არსებითად წარმოადგენენ ადამიანებისადმი არაკეთილგანწყობილების გამოხატულებას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი