უმცირესობათა გავლენა და ინფორმაციული კონფორმიზმი

0
221

კონფორმულობა ინდივიდს უბიძგებს ჯგუფის შესაბამისად იფიქროს და იმოქმედოს, ინდივიდებს ზოგჯერ შეუძლიათ სიტუაცია შემოაბრუნონ და მათ გარშემო ადამიანებიც შეცვალონ.

ეს უმცირესობათა გავლენის სახელითაა ცნობილი. უმცირესობათა გავლენა ინფორმაციული გავლენის სპეციფიკური შემთხვევა. უმცირესობათა გავლენა მაშინა შესაძლებელია, როდესაც ადამიანებს საკუთარი ხედვის არგუმენტირებისათვის ნათელი და მყარი ფაქტების მოყვანა შეუძლიათ.

თუ უმცირესობა მერყეობს და ამჟღავნებს გაუბედაობას, დაურწმუნებლობას, გავლენის შანსი მცირეა. თუმცა, თუ უმცირესობას ძლიერი, დამარწმუნებელი არგუმენტები მოჰყავს, შანსი იზრდება უმრავლეობის ქცევა და წარმოდგენები შეიცვალოს. წარმატების მეტი შანსი აქვთ უმცირესობის წევრებს, რომლებიც, როგორც ექსპერტები ისე არიან მიღებული, მაღალი სტატუსი აქვთ ან ჯგუფისთვის წარსულში რაღაც კარგი აქვთ გაკეთებული.

უმცირესობის გავლენამ ზოგჯერ შეიძლება კონფორმულობის ეფექტი გადალახოს და ჯგუფის ქცევა არაჯანსაღი მიმართულებით წარმართოს. თანამედროვე მიმოხილვებმა აღმოაჩინა, რომ ერთ “ცუდ ვაშლს” ( ზარმაცი და უტაქტო ჯგუფის წევრი) შეუძლია ჯგუფში კონფლიქტი გაზარდოს და შრომის ნაყოფიერება შეამციროს.

ცუდი ვაშლები ხშირად ქმნიად ნეგატიურ ემოციურ კლიმატს და ხელს უშლიან ჯგუფის ნორმალურ ფუნქციონირებას.ისინი ყურადღებიანი შერჩევის გზით შეიძლება თავიდან ავირიდოთ და ისეთი პოზიციები მივუჩინოთ, რომლებიც ნაკლებ სოციალურ ინტერაქციას, ჩართულობას მოითხოვს.

ექსპერიმენტები კონფორმულობაზე – შერიფის აუტოკინეტიკური ეფექტის ექსპერიმენტი

მიზანი: შერიფს უნდოდა ეჩვეენბინა, რომ ადამიანები ჯგუფის ნორმებს იმ შემთხვევაში ეთანხმებიან თუ სიტუაცია ორაზროვანია, ბუნდოვანია.

მეთოდი: შერიფი კონფორმულობის შესასწავლად ლაბორატორიული ექსპერიმენტის მეთოდს იყენებდა. ის მიმართავდა აუტოკინეტიკურ ეფექტს – ესაა სიტუაცია, ბნელ ოთახში ეკრანზე არეკლილი სინათლის პატარა ლაქა მოძრაობის ილუზიასა ქმნს (ვიზუალური ილუზია).

აღმოჩინეს, რომ როდესაც მონაწილეებს ინდივიდუალურად ცდიდნენ შუქის მოძრაობის შესახებ მათი შეფასება საგრძნობლად იცვლებოდა ( მაგალითად, 20სმ-დან 80 სმ-მდე). ექსპერიმენტის შემდეგ ეტაპზე, შერიფი სამ კაციან ჯგუფებს აყალიბებდა აქედან ორი ადამიანი ინდივიდუალური ტესტირების პერიოდში მსგავს პასუხებს იძლეოდა, ხოლო მესამე- მათგან მკვეთრად განსხვავებულს. თითოეულ ადამიანს ჯგუფში შუქის მოძრაობის შესახებ საკუთარი მოსაზრება ხმამაღალ უნდა ეთქვა.

შედეგი: შერიფმა აღმოაჩინა, რომ სინათლის მოძრაობის მრავალრიცხოვან შეფასებებს შორის ჯგუფი, ერთ, საერთო შეფასებაზე თანხმდებოდა. ის ადამიანი, რომელიც განსხვავებულ შეფასებას იძლეოდა, საბოლოოდ დანარჩენ ორს ეთანხმებოდა.
შერიფმა თქვა, რომ ადამიანები ყოველთვის უფრო კონფორმულობისკენ არიან მიდრეკილნი, ვიდრე ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებისკენ.

დასკვნა: ექსპერიმენტის შედეგმა აჩვენა რომ გაურკვეველ სიტუაციებში (როგორიცაა აუტოკინეტიკური ეფექტი) ადამიანები სხვებზე დამოკიდებული ხდებიან. (მათზე ვინც მეტი და უკეთესად იცის) ინდივიდებს სურთ, რომ სწორად მოიქცნენ, მაგრამ შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან. ინდივიდებისათვის სხვებზე დაკვირვებას ამ ინფორმაციის მიწოდება შეუძლია. ეს უკანასკნელი ინფორმაციული კონფრომიზმის სახელწოდებითაა ცნობილი.

ავტორი:ხატია ნადარაია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი