დისკუსია ჯიდუ კრიშნამურტისთან

0
498

კითხვა: არის ვნება ან ინტესივობა, თვისება?

კრიშნამურტი: მაინტერესებს რას გულისხმობთ სიტყვა- თვისებაში-?  ვნება ან  სათნოება შეიძლება თუ არა შეიძინო ვარჯიშის, დისციპლინის, მსხვერპლშეწირვის ან ამდაგვარი რამის შედეგად?  ამას გულისხმობდით?

კითხვა; შეიძლება შეკითხვა დავსვა?

კრიშნამურტი: ბატონებო შეკითხვა უკვე დაისვა. ხედავთ, დაინტერესებულნი  ვართ მხოლოდ ჩვენი შეკითხვებით  და არ გვინდა არაფრის მოსმენა,  ცხოვრებაშიც მუდამ ასე ხდება. ჩვენ ისე ვართ ჩაფლულნი ჩვენს საკუთარ პრობლემებში, იმედებსა და ამბიციებში,  რომ თითქმის ვერც ვამჩნევთ ვერაფერს ჩვენი პატარა თავის მიღმა. ალბათ კიდევ ბევრ თქვენგანს აქვს შეკითხვები, მაგრამ თუ შეიძლება მოკრძალებით აღვნიშნავ რომ ნუ იქნებით მოცულნი მხოლოდ შეკითხვებით.   ახლა დავუბრუნდეთ შეკითხვას, არის თუ არა ვნება ან ძალისხმევა თვისება?

არ მიყვარს ეს სიტყვა – თვისება. როდესაც გაქვთ ვნება ვიმნეს მიმართ კითხულობთ მაშინ არის ეს თვისება თუ არა? შენ უბრალოთ გაქვს ეს მდგომარეობა. როდესაც ხარ გაბრაზებული, ჟინიანი  ან სიტყვიერად განრისხებული ვინმეზე ხომ არ კითხულობ იმ პერიოდში, რომ ეს გრძნობა   თვისებაა თუ არა, თუ უბრალოდ იწვი მისით. მაგრამ როდესაც ამბობ რომ ეს არის საშინელი წუთები, რაც თავიდან უნდა აიცილო, ან ესაა მშვენიერი წუთი, იწყებ მის კულტივირებას, მაგრამ რასაც შენ აკულტებ არის ხელოვნური და არა ბუნებრივი.

ვნება და ინტენსივობა, რომელზეც მე ვსაუბრობდი არ არის რაიმე ვარჯიშით განვითარებული,  ეს არ არის გაყიდვების მარკეტი, შენ ვერ იყიდი მას პრაქტიკით ან დისცილპინით, მაგრამ თუ შენ მისმენდი და რეალურად შეძელი ჩაღრმავებოდი ამას, თუ გაქვს  ჭიდილი მასთან,  გაიგებ რა არის იგი.  ამ ვნებას არავითარი საქმე არ აქვს ენთუზიაზმთან. ის მხოლოდ მაშინ მოდის როდესაც სრულიად გაქრება “მე” და  ყველა ასეთი აზრი _”ჩემი სახლი” “ჩემი საკუთრება”, “ჩემი ქვეყანა”, “ჩემი ცოლი”, “ჩემი შვილი”                                                                             თუმცა შენ შესაძლოა თქვა ახლა რომ  “იქნებ არც ღირს ამ ვნების ქონა”. შესაძლოა შენთვის არც ღირდეს. ამას აზრი მაშინ აქვს მხოლოდ, თუ   ნამდვილად გინდა გაიგო რა არის მწუხარება, ჭეშმარიტება, ღმერთი, თუ რა მნიშვნელობა აქვს მთელს ამ მახინჯ და  არეულ არსებობას. თუ შენ ნამდვილად გაინტერესებს ეს , მაშინ უნდა ჩაუღრმავდე ამას ვნებით- რაც ნიშნავს რომ არ ხარ შეზღუდული შენი ოჯახით. შეიძლება გაქვს სახლი, გყავს ოჯახი, მაგრამ თუ ფსიქოლოგიურად მიბმული ხარ მასზე, შენ ვერასოდეს წახვალ მის მიღმა.

კითხვა: ჩვენ ყველას გვაქვს ასეთი ნიჭი ვნების?

მე არ ვფიქრობ , რომ ვნება არის ნიჭი. შეიძლება გქონდეს  გნიჭი მწერლობის, ფლეიტაზე დაკვრის, ან სხვა რამის და ეს ნიჭი შესაძლოა განვითარდეს, ხელიშეწყობით უფრო გაიზარდოს.  მაგრამ ვნება და ინტენსივობა არ არის ნიჭი, პირიქით, თუ  გაქვს ნიჭი ,შენ უნდა მოკვდე ამ ნიჭში რომ იყო ვნებიანი. თუ არ მოკვდები ნიჭში, მაშინ ნიჭი გახდება მექანიკური, თუმცა შესაძლოა გაზარდო იგი გახდე კიდეც ძალიან ჭკვიანი. ხედავთ, ჩვენ ჯერ კიდევ ვფიქრობთ   მოხვეჭისა და შეძენის თვალსაზრისით და ვიცავთ იმას რასაც უკვე დავეუფლედ.

კომენტარი: თქვენ ამბობთ რომ მწუხარება მშვენიერი რამეა, ამასთანავე ამბობთ რომ იგი უნდა ავიცილოთ თავიდან…

კრიშნამურტი: მე არ მითქვამს რომ მწუხარება თავიდან უნდა ავიცილოთ. მე   ვამბობ რომ უნდა შეხედო მწუხარებას, ჩაუღრმავდე, გააცნობიერო ის. შენ  ვერ შეძლებ მწუხარების აცილებას,  შენ მისი გვერძე გადადებაც კი არ შეგიძლია. როდის წუხს ადამიანი? როდესაც  გიყვარს ვინმე და საპასუხო გრძნობას ვერ იღებ შენ იტანჯები. რატომ,  რატომ უნდა იტანჯებოდე, რას ნიშნავს ეს ტანჯვა?   ეს ნიშნავს რომ შენ ფიქრობ შენს თავზე _ ეს არის რეალური ფაქტი და სანამ ფიქრობ შენს  პატარა საკუთარ “მე” ზე, გსურს იყო შეყვარებული და   გეშინია რომ არ იქნები, მთელს იმ სიმახინჯეებთან ერთად რაც ჩართულია მასში, ბუნებრივად მიდიხარ იმისკენ რასაც შენ ეძახი მწუხარებას,  თუ მსურს ვიყო ცნობილი ადამიანი და არ ვარ, ტანჯვა გარდაუვალია. თუ მე მაკმაყოფილებს ეს მდგომარეობა, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ მსურს გავერკვე ჩემს ტანჯვაში, ჩავუღრმავდები მას, დავიწყებ მის დანახვას, ფსიქოლოგიურად  უკომპრომისოდ  გამოვიძიებ  ამ წადილს- ვიყო ცნობილი-, რაც არის უკიდურესად ზერელე და მოუმწიფებელი,  მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ მწუხარების გაგებას, რაც არის კიდეც დასასრულის დასაწყისი. როდესაც ადამიანი შეძლებს  წავიდეს მთელი ამ პოროვნული მწუხარების მიღმა, მაშინ დაინახავს, რომ სიყვარული, მწუხარება და სიკვდილი ერთი და იგივეა.  ეს არის   დიადი  მშვენიერების მდგომარეობა, რაც არ არის შექმნილი არც ადამიანისგან და არც ბუნებისგან.

კითხვა: არის ვნება და ინტენსივობა ცოდნის სურვილი?

კრიშნამურტი: მაინტერესებს რაც გულისხმობთ ცოდნის  სურვილში? ცოდნის მოგროვების სურვილი ჯერ კიდევ არის ნაწილი გახდომის, და მაშასადამე მიზეზი კონფლიქტის, მაგრამ მე არ ვსაუბრობ ცოდნის მოგროვებაზე, იგი შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერ ენციკლოპედიაში.. მე მსურს გავიგო და დავასრულო მწუხარება და გავაცნიბიერო მისი მნიშვნელობა, უნდა გავიგო რომ ის არაფერს არ ნიშნავს. ცოდნა, რაც ადრეც მოგახსენეთ, არის სხვა და სწავლა არის სხვა. ცოდნა გულისხმობს მოგროვილ ცოდნას და როდესაც გაქვს მოგროვილი ცოდნა ამ ფონიდან იღებ გამოცდილებას. გამოცდილების შედეგად კვლავ იძენ მეტ ცოდნას, ეს არ არის  მოძრაობა შემეცნების.  მხოლოდ მაშინ შეძლებ სწავლას, როდესაც მეტად აღარ დაიწყებ ძიებას ან ცოდნის შეძენას.

ბატონებო, მე არ მსურს ვიცნობდე მწუხარებას,  ჩვენ უკვე ყველას გვაქვს იგი. არ გაქვთ მწუხარება  ერთი ან მეორე ფორმით? გსურთ იცნობდეთ მას? თუ გსურთ მაშინ უნდა გააანალიზოთ ის და გამნარტოთ თუ რატომ იტანჯებით. შეგიძლიათ წაიკითხო წიგნები ამ თემაზე, ან წახვიდე ეკლესიაში და მალე შეიტყობ რამეს მწუხარების შესახებ. ცოდნა არ დაასრულებს მწუხარებას. მწუხარების დასასრული მაშინ დაიწყება,  როდესაც პირისპირ შეხედავ ფსიქოლოგიურ ფაქტებს საკუთარ თავში, დაიწყებ  ტოტალურ გაცნობიერებას იმ ფაქტების მნიშვნელობის, რაც არის მომენტიდან მომენტამდე. ეს ნიშნავს, რომ არასოდეს გაიქცევი მწუხარებისგან, არასოდეს გაუკეთებ მას რაციონალიზებას, არასოდეს შეიქმნი რაღაც აზრებს მასზე და იცხოვრებ ამ ფაქტან სრულად.

თქვენ იცით რომ იცხოვრო მთელი ამ მშვენიერებით ისე რომ არ შეეჩვიო მას,  ძალიან ძნელია. მრავალი  თქვენგანი აქ იმყოფება უკვე დაახლოებით  სამი კვირა, შეამჩნევდით ალბათ ამ მთებს, გაიგონებდით  ნაკადულის ხმას, დაინახავდით როგორ ეპარება ჩრდილი მინდვრებს, შენიშნეთ რა ადვილად შეიძლება  შეეჩვიოთ ამას? თქვენ ამბობთ, ~დიახ ეს ძალიან ლამაზია~, და გაივლით. იცხოვრო მშვენიერებასთან ან სიმახინჯესთან ერთად, ისე რომ  არ მიეჩვიო მას, მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას და ცოდნას, რაც არ მისცემს საშუალებას შენს გონებას რომ დაჩლუნგდეს. იგივე ხდება მწუხარებასთან მიმართებაშიც, იგი აჩლუნგებს გონებას თუ უბრალოდ შეეჩვიე მას, რასაც მრავალი ჩვენგანი აკეთებს. თქვენ არ უნდა მიეჩვიოთ მწუხარებას, უბრალოდ იცხოვრეთ მასთან ერთად, გაიაზრეთ იგი, ჩაუღრმავდით მას _ მაგრამ არა შეკვეთით, რომ ეს უნდა იცოდე. თქვენ იცით რომ მწუხარება აქ არის, ეს ფაქტია და აქ საცოდნელიც არაფერია. რომ იცხოვრო მწუხარებასთან ერთად  ამისათვის უნდა გიყვარდეს იგი, მხოლოდ ამის შემგედ აღმოაჩენ, როგორც მე ადრე უკვე ვთქვი, რომ მწუხარება, სიყვარული და სიკვდილი ერთი და იგივეა.

კითხვა:არის სიყვარული ვნების გარეშე?

კრიშნამურტი: რას გულისხმობთ სიტყვა სიყვარულსა და სიტყვა ვნებაში? სულ ერთია ქალი ხარ თუ კაცი, როდესაც გიყვარს არ ხარ ვნებით აღსავსე, სულ მცირე პირველი ორი წელი მაინც? შემდეგ როდესაც ეჩვევით ერთმანეთს, უკვე იწყება მობეზრება. ამ ვნებაში, რომელსაც თქვენ სიყვარულს ეძახით, არის ჟინი, მიბმა, ეჭვი, ამბიცია სიხარბე და სხვა დანარჩენი რამ. ეს მსგავსია იმ ცეცხლის სიგარეტის მოწევის შუაგულში რომ არის, და რა ხდება შემდეგ? თანდათანაბოთ ცეცხლი ქრება და შენ ხელში გრჩება მარტო ნამწვავი. მაგრამ თუ  არის ნაკლებობა მიბმის, ჟინის, ეჭვის, კონფლიქტის და მთელი ამ ელემენტების რასაც ჩვენ ვეძახით ვნებას_ თუ ეს ყველაფერი დამთავრდება, არა დროისა და ჩვევების შედეგად, ი მისი სიღრმის გაგებისა და გააზრების გამო, მაშინ შესაძლებელია  სიყვარული იყოს ვნება მიზეზის გარეშე. მე არ ვგულისხმობ მისიონერების ვნებას, რომელიც ამბობს რომ უყვერს იესო, და მიდის რათა მოაქციოს წარმართი- ეს არ არის ვნება რომელზეც მე ვსაუბრობ. პირიქით, ეს არის უარყოფა ყოველგვარი მოტივაციის და მხოლოდ ამ უაყოფის შემდეგ შემოვა სუფთა ცეცხლი  ყოფიერებაში.

კითხვა: შესაძლებელია ადამიანისთვის იყოს პერმანენტულად გაგების  მდგომარეობაში?

კრიშნამურტი:  მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რაც ვგულისხმობთ სიტყვა პერმანენტულში. მე არ მგონია რომ  ვინმემ შეძლოს პერმანენტულად იყოს რაიმე მდგომარეობაში. თუ ხარ პერმანენტულად რაიმეში, ესე იგი ხარ მკვდარი. ეს არის ის რაც ჩვენ ყველას გვსურს:  სიყვარული, ვნება, გაგება და ღმერთი –იყოს პერმანენტულად.  რაც ნიშნავს, რომ არ გვინდა ვიყოთ შეწუხებული, არ გვსურს ვიყოთ ცოცხალნი და მგრძნობიარენი. როგორც მოგახსენეთ ჭეშმარიტება ან გაგება მოდის გაელვებით, გაელვებას კი არა აქვს უწყვეტობა, ის არ არის დროის არეალის ფარგლებში. გაგება არის გაელვება, წამიერი, მას არა აქვს გაგრძელება, როგორც რაღაცას რაც უკვე ყოფილა და გრძელდება. რაც იყო, ის ვერ მოიტანს გაგებას.  სანამ ადამიანი ეძებს უწყვეტობას, უნდა პერმანენტულად იგი ურთიერთობებში, სიყვარულში, ელოდება იპოვოს მარადიული მშვიდობა, და ყველა დანარჩენი_ ესეთი ადამიანი დასდევს რაღაცას რაც არის დროის არეალის ფარგლებში და მაშასადამე არ მიეკუთვნება მარადიულობას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი