დალაი ლამა – ფიქრი სხვებზე

0
959

ჩვეულებრივი ეგოიზმი კონცენტრირებულია საკუთარ საჭიროებებზე, მაგრამ თუ თქვენ ხართ ჭკვიანი ეგოისტი თქვენ ანგარიშს გაუწევთ სხვების და ახლობლების საჭიროებებსაც.

ასეთი ქცევა მეტ კმაყოფილებას და სიხარულს მოგიტანთ.

ჭკვიანი ეგოისტი სხვებსაც სცემს პატივს.

ჭკვიანი ეგოისტი გულწრფელად ემსახურება სხვებს და ამას მოაქვს მისთვის კეთილდღეობა და ბედნიერება.

ზარალობს ის ვინც ირჩევს ეგოიზმის ბრძოლის, ჩხუბის, ლანძღვა-გინების გამჩაღებელ, მოძალადე ფორმას და დევიზად ირჩევს მე-მე-მე-ს.

ზოგი პირში შეგაქებთ, მაგრამ რაწამს ზურგს შეაქცევთ გაგლანძღავთ. ისინი დაინახავენ თქვენ ეგოიზმს და მოიქცევიან შესაბამისად.

გულში შეიძლება ეხლა არ უთანაგრძნობდეთ არავის, მაგრამ გინდათ ყოველდღიური სიმშვიდის და ბედნიერების მოპოვება.

საუკეთესო საშუალება ამისთვის არის მეტი შემწყნარებლობა და კეთილგანწყობა.

ვერაფერს გიშველით ავეჯის გამოცვლა და სხვა ბინაში გადასვლა.

მეზობლები შეიძლება ხმაურიანები და აუტანლები იყვნენ, მაგრამ თუ თქვენი გონება და სული მშვიდია ეს არაა აუტანელი უხერხულობა.  ვერც ერთი მტერი ვერ შესძლებს თქვენს აღელვებას და წყობიდან გამოყვანას.

თუ ხართ ჯავრიანი და ბრაზიანი არ გაგახარებთ საუკეთესო მეგობრის სტუმრობაც.

ამიტომ გირჩევთ რომ იყოთ ეგოისტი ჭკვიანურად.

ჭკვიანური ეგოიზმი ჯობია საკუთარ თავზე კონცენტრირებულ კრეტინულ ეგოიზმს. სცადეთ, ეს მოგიტანთ ბედნიერებას.

ერთმანეთზე დამოკიდებულება

შეცდომაა იმაზე ფიქრი რომ  საგნები და ფენომენები არსებობენ ავტონომიურად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

ყველაფერი დაკავშირებულია მათ მიზეზებთან, მათ პირობებთან, იმასთან როგორც ჩვენ მათ აღვიქვამთ.  მეტისმეტად ძლიერი რეაქციები, ემოციები, ვნებები და გრძნობები ადამიანს აკარგვინებს ამ ურთიერთდამოკიდებულების განცდას….

შეცდომაა იმის ფიქრი რომ აქ მარადიულად იქნებით. საუკეთესო შემთხვევაში იცხოვრებთ ასიოდე წელს და დაკარგავთ ძვირფას სიცოცხლეს.

რა შეძლებულიც და რა წარჩინებულიც არ უნდა იყოთ გარდაიცვლებით. თუ კი ამაზე იფიქრებთ ნაკლებად ჩაიდენთ როგორც აწმყოსთვის ისე მომავლისთვის საშიშ და მავნე რამეებს.

ისიამოვნეთ იმით რაც საკმარისია თორე მეტის და მეტის სურვილი გაუთავებელია და მავნე გაუმაძღრობაში გადადის.

ტიბეტური ბუდიზმის ტექსტები გვიყვება მსოფლიოზე გაბატონებულ მეფეზე რომელსაც აღარ ეყო მსოფლიო და მან მოინდონა ღმერთების მიწის დაპყრობა.

ეს მისთვის მავნე აღმოჩნდა, მისი საუკეთესო თვისებები მოსპო ქედმაღლობამ და გაუმაძღრობამ…

ასეა ყველანაირი უზომო ჟინის შემთხვევაში…

ხსნის გზაა თანაგრძნობა:უნდა გახსოვდეთ რომ ყოველ წუთს შეიძლება მოკვდეთ და რომ ხსნის გზაა თანაგრძნობა….

თანაგრძნობაა ადამიანის უფლებათა საფუძველი,,,

გარკვეული აზრით ადამიანები ქმნიან ერთ ოჯახს.  ჩვენ უნდა დავუშვათ და მივიღოთ კაცობრიობის ერთიანობა და დავინტერესდეთ ადამიანით ჩვენი ოჯახის, ჩვენი ქვეყნის ან კიდევ ჩვენი კონტინენტის გარეთ.

უნდა დავინტერესდეთ ყოველ ცოცხალი არსებით და არა მარტო ადამიანით. უნდა ვუთანაგრძნოთ ყოველ ცოცხალ არსებას. არ უნდა შემოვიფარგლოთ მარტო ჩვენი მსგავსი, ჩვენი თვისტომი. ერთმორწმუნე და საერთი იდეოლოგიის მქონე ადამიანთა წუხილის და სიხარულის გაზიარებით.

თანაგრძნობას იმსახურებს ადამიანი მიუხედავად მისი ეროვნებისა, რწმენისა, სოციალური მდგომარეობისა და იდეოლოგიისა.

ყოველ ცოცხალ არსებას სურს ბედნიერება და არ სურს ტანჯვა.

ყველა თანასწორია ამ ფუნდამენტური თვალსაზრისით.

იყავით მადლიერები ადამიანებისა. გაიხსენეთ ისინი ვინც გიწევენ სამსახურს ისე რომ არც კი იციან თქვენი სახელი…

ქრისტიანობა რა თქმა უნდა მეტია, ის ქადაგებს სიყვარულს, მეტიც, მტრის სიყვარულსაც.

ბუდიზმი ქადაგებს თანაგრძნობას, ბუდიზმის თანახმად ადამიანმა უნდა უთანაგრძნოს გასრესილ ჭიანჭველასაც და სკკპ ცკს საქმეთა მმართველ კრუჩინასაც რომელიც მისი საკუთარი სახლის აივნიდან გადაისროლეს და ისე მოკლეს გორბაჩოვის საბჭოთა დემოკრატებმა. ნუ გვეყვარება კრუჩინას ნაირები, ვუთანაგრძნოთ მათაც და სამყარო და ეს ცხოვრება უფრო ასატანი იქნება. ასეთია ბუდიზმის ეთიკური მოძღვრების დედააზრი.

ბუდიზმი უყვართ, მატერიალიზმით და გაუმაძღარი ეგოიზმით, მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად გამართული გაუთავებელი და მძაფრი კონკურენციით გატანჯულ  დასავლეთში. ვეღარ ნახავთ დიდ ევროპულ ქალაქს იქ რომ არ იყოს ბუდისტური ცენტრი და არ იყვნენ ევროპელი ბუდისტები.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი