ბერტრან რასელი – თავისუფალი აზროვნება და ოფიციალური პროპაგანდა

0
287

ჩვენი განათლების სისტემა ამზადებს ახალგაზრდებს, რომელთაც შეუძლიათ წერა-კითხვა, მაგრამ არ შეუძლიათ თვითონ შეაფასონ მიმდინარე მოვლენები ან დამოუკიდებელად ჩამოაყალიბონ საკუთარი შეხედულებები. შემდგომ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, მათ კვებავენ  აბსურდული იდეებითა და ინფორმაციებით, მაგალითად რომ ბლანკის აბები კურნავს ყველა დაავადებას, შპიცბერგენი არის თბილი და ნაყოფიერი კუნძული და გერმანელები ადამიანის გვამებით იკვებებიან.

თანამედროვე პოლიტიკოსებისა და ხელისუფალთა მიერ გამიყენებული პროპაგანდის ხელოვნების, წყაროს წარმოადგენს რეკლამის ხელოვნება. ფსიქოლოგიური მეცნიერება ბევრი რამითაა დავალებული რეკლამის მომწოდებლებისგან. წინათ ფსიქოლოგთა უმეტესობა ფიქრობდა, რომ ადამიანს არ შეეძლო დაერწმუნებინა ხალხის დიდი რაოდენობა თავისი პროდუქციის ხარისხიანობაში, ამ ინფორმაციის მხოლოდ ათასჯერ გამეორებით. გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი ცდებოდნენ.

თუკი მე ერთხელ დავდგებოდი ხალხმრავალ ადგილას და დავიწყებდი მტკიცებას, რომ ყველაზე თავმდაბალი ადამიანი ვარ მთელს დედამიწაზე, ხალხი უბრალოდ დამცინებდა. მაგრამ თუკი საკმარისი ფული მექნებოდა, რომ განმეთავსებინა ეს განცხადება ავტობუსებზე, სარკინიგზო ხაზების სარეკლამო აბრებზე, ხალხი მალე დაიჯერებდა, რომ მე ავადმყოფურად თავმდაბალი ვარ.

თუკი მივიდოდი პატარა მაღაზიის პატრონთან და ვეტყოდი: შენი კონკურენტი მოპიდაპირე ქუჩიდან, ცდილობს შენი ბიზნესის მისაკუთრებას. ურიგო არ იქნებოდა შენი საქმე მიგეტოვებინა, ქუჩაში გასულიყავი და ეგ კონკურენტი მოგეკლა, ვიდრე თვითონ მოგკლავდეს.  მსგავსი რამ რომ მეთქვა, ნებისმიერი პატარა მაღაზიის პატრონი შეურაცხადად ჩამთვლიდა.

მაგრამ როდესაც სახელმწიფო აკეთებს ამგვარ განცხადებებს, მცირე მესაკუთრენი ენთუზიაზმით ივსებიან და შემდეგ გაოცებულნი არიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ ბიზნესმა დანაკარგი განიცადა. იმ საშუალებების მიერ განხორციელებული პროპაგანდა, რომლებმაც რეკლამაში წარმატებებს მიაღწიეს, ყველა განვითარებული ქვეყნის ხელისუფლებისთვის მიღებული მეთოდი გახდა. სწორედ ამგვარი მეთოდებით იქმნება საზოგადოებრივი აზრი.

დღეს, პრაქტიკაში გამოყენებულ პროპაგანდას მოაქვს ორი სხვადასხვა ტიპის ზიანი. ერთი მხრივ, ის, ძირითადად, დარწმუნების ირაციონალური არგუმენტებს უფრო იყენებს, ვიდრე სერიოზულს. მეორე მხრივ, ის უსამართლოდ ანიჭებს საჯაროობის პრივილეგიას მდიდრებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ჩემი აზრით ზედმეტი ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ პროპაგანდა უფრო მეტად ემოციას მიმართავს, ვიდრე გონივრულ მტკიცებულებებს. ემოციასა და გონებას შორის ზღვარი არც ისე მკაფიოა, როგორც ზოგიერთს ჰგონია. უფრო მეტიც, ჭკვიანი ადამიანი შეძლებს საკმაოდ რაციონალური არგუმენტის წარმოდგენას ნებისმიერი პოზიციის სასარგებლოდ, რომელსაც აქვს თუნდაც ერთი შანსი, იყოს მიღებული.

ნებისმიერი რეალური პრობლემის შესახებ ორივე მხრიდან არსებობენ არგუმენტები. გარკვეული ფაქტების დამახინჯება შეიძლება იურიდიულად აიკრძალოს, მაგრამ ეს დიდად არავის ავალდებულებს. მარტივი სიტყვები ატმის საპონი,  რომლებიც თავისთავად არაფერს ნიშნავს, აიძულებენ ადამიანებს იყიდონ ეს საპონი. თუკი სადმე ეს სიტყვები შეიცვლება ლეიბორისტული პარტიით, მილიონობით ადამიანი ხმას მისცემს ლეიბორისტულ პარტიას, თუმცა რეკლამაში არაფერია ნათქვამი მისი ღირსების შესახებ.

მაშინაც კი, როცა ორივე მხარე კამათის დროს შეზღუდულია შესაბამისი კანონით, თავიანთ გამოთქმებთან დაკავშირებით, რომელიც ფასდება გამოჩენილ ლოგიკოსთა კომისიის მიერ, თანამედროვე პროპაგანდის მოტანილი ძირითადი ზიანი მაინც რჩება. წარმოვიდგინოთ, რომ ამ კანონით არსებობს ორი პარტია, თანაბარი შანსებით, მაგრამ ერთს პროპაგანდაზე შეუძლია დახარჯოს მილიონი ფუნტი, მეორეს კი – მხოლოდ ასი ათასი.

ცხადია, მდიდარი პარტიის არგუმენტები უფრო საყოველთაოდ გახდებოდა ცნობილი, ვიდრე მეორე პარტიის. შესაბამისად, უფრო მდიდარი პარტია გაიმარჯვებდა. ეს სიტუაცია მწვავდება, როცა ერთ-ერთი პარტია მმართველია.

რუსეთში ხელისუფლებას გააჩნია თითქმის მთლიანი მონოპოლია პროპაგანდაზე, მაგრამ ამის აუცილებლობა თითქმის არ არის. უპირატესობა, რომელიც მას აქვს ოპონენტების წინაშე, საკმარისია გამარჯვებისთვის, თუკი მისთვის უკიდურესად კატასტროფული სიტუაცია არ შეიქმნება.

პროპაგანდის საწინააღმდეგო შეხედულებები ეყრდნობიან არა მარტო მის მიერ უგნურების გამოყენებას, არამედ იმას, რომ პროპაგანდა არის მდიდრებისა და მთავრობის იარაღი. შესაძლებლობათა თანასწორობა აუცილებელი პირობაა, თუკი საქმე ეხება აზრის თავისუფლებას და ეს თანასწორობა გარანტირებული უნდა იყოს მხოლოდ კანონებით, რომლებიც ამ მიზნით იქმნება.

თუმცა, ძირითადად პანაცეა ვეძებოთ არა კანონებში, არამედ განათლების გაუმჯობესებასა და სკეპტიკური საზოგადოებრივი აზრის გამომუშავებაში. დღესდღეობით, მე არ დავიწყებ ამ პრობლემების სამკურნალო წამლების განხილვას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი