რას აკეთებს ნლპ

0
386

ნლპ(ნეირო ლინგვისტიკური პროგრამირება) –ეს არის თვითგანვითარება, პიროვნების ცვლილებები.

თავდაპირველ ეტაპზე, ნლპ-ს იყენებთ იმისთვის რომ იმუშაოთ საკუთარ თავზე,  გახდეთ ისეთი, როგორიც გინდათ ან როგორიც, შესაძლებელია რომ გახდეთ. საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად, თქვენ შეგიძლიათ ეფექტურად დაეხმაროთ გარშემომყოფებსაც.

ადამიანის, რომელიც ხშირად დაფრინავს თვითმფრინავით შეუმჩნევია – ყოველთვის, ფრენის დაწყებისას, როცა მგზავრები იკავებენ თავიანთ ადგილს და ემზადებიან ღვედის შესაკვრელად, ეკიპაჟი იღებს პასუხისმგებლობას ამ ადამიანების ცხოვრებაზე და აწვდის მათ ინფორმაციას უსაფრთხოების ზომების შესახებ. ადვილი შესამჩნევია, ამ დროს, ვისაც უწევს ხშირი ფრენა, ის ათვალიერებს ჟურნალს და გაზეთს, რადგან მათ არა ერთხელ აქვთ მოსმენილი წესები და იციან თითქმის ზეპირად. მე მახსენდება ერთი ადგილი ამ უსაფრთხოების წესებიდან, რომელიც დაახლოებით ჟღერს შემდეგნაირად: „თუ სალონში ეცემა წნევა, ზემოდან ავტომატურად ვარდება ჟანგბადის ნიღაბი და სანამ ვინმეს გაუწევთ დახმარებას, აუცილებელია  თავად მიიდოთ სახეზე“. რატომ? თუ თქვენ არ გამოიყენებთ ნიღაბს, დაკარგავთ გონებას. ეს კი ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ ვერც თქვენ და ვერც სხვას.

თვითგანვითარებც იგივეა. რაც მეტს გაიგებთ საკუთარ თავზე, იმდენად გაგიადვილდებათ სხვების დახმარება. ნლპ არ ასწავლის თქვენი ინტერესების მაღლა, სხვის ინტერესების დაყენებას.

თავდაპირველად, ჟანგბადის ნიღაბი მოირგეთ თავად!

საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად მიაღწევ რა ცვლილებებს, აღმოაჩენ და განავითარებ საკუთარ შესაძლებლობებს, თქვენ უნდა გახდეთ კონგრუენტულნი.

კონგრუენტულობა — თანხვედრა ვერბალურ და არავერბალურ ინფორმაციებს შორის. ეს ხდება მაშინ, როცა თქვენი მიზნები, შეხედულებები და ფასეულობები, ემთხვევა თქვენს სიტყვებს და ქმედებებს. ის ვლინდება იმ დროს, როცა, ხდება თქვენი სიტყვების რეალიზაცია ქმედებებში.

ნლპ-ს  შემთხვევაში კი, აუცილებელია განეწყოთ წარმატებისთვის და დაიჯეროთ საკუთარი ძალების.

კონგრუენტობა ნიშნავს, პირველი, მიიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება ცვლილებებზე და არ გაუწიოთ დივერსირება თქვენს ინტერესებს.

მეორეც, თქვენ უნდა დაამყაროთ ურთიერთგაგება, ანუ იმუშაოთ ნდობის მოსაპოვებლად და ურთიერთ ყურადღების მისაპყრობად.

მესამეც, თქვენ უნდა განსაზღვროთ, რისი მიღწევა გსურთ ამ სახის ცვლილებებით.

ამის მერე შეგიძლიათ აამოქმედოთ ერთ-ერთი მეთოდთაგანი, რომელსაც შემოგთავაზეთ ნლპ ან შაბლონების კომბინაცია, რათა მიაღწიო მიზანს, ცხოვრებაში ცვლილებების გზით.

რაც მთავარია თქვენი მიზანი უნდა იყოს „ეკოლოგიურად უსაფრთხო“ (ჩვენ წინა სტატიებში გავიარეთ შინაგანი და გარეგანი ეკოლოგია, პიროვნების ეკოლოგია).

მიზანი, ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს თქვენს გარემოცვას ამ სამყაროში.  ის არ უნდა წარმოადგენდეს არანაირ საფრთხეს და არ უნდა იყოს უბედურების მომტანი როგორც თქვენთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გყავთ ირგვლივ.

მიზნის მიღწევის პროგრამის შექმნა:

1. შექმენით იატაკზე ცხოვრების ხაზი და მონიშნეთ მასზე დრო (მომავლის დრო) – დიახ, დაიხედეთ იატაკზე, წარმოსახვაში გაავლეთ ხაზი, აღნიშნეთ მომავლის წერტილი (თუ გინდა თეთრ პატარა ფურცლით);

2. დადექით აწყმოს წერტილში და აღწერეთ თქვენი პრობლემა (გინდა წარმოსახვაში, გინდა ხმამაღლა,  რომელიც უფრო კომოფრტული იქნება). დაუსვით თავს შეკითხვა: “რისი მიღწევა გსურს?”

3. წარმოიდგინეთ თქვენი თავი, რომელმაც უკვე მიაღწია მიზანს და ინტუიციის გამოყენებით განალაგეთ ის მომავლის იმ წერტილში, სადაც, თქვენი აზრით, ეს მიზანი მიღწევადია  – ყველანაირად ეცადეთ, მიღწეული მიზნის წარმოდგენა რაც შეიძლება შთამბეჭდავი იყოს, თუ შავ-თეთრ ფერებში ხედავთ –გააფერადეთ … გააკაშკაშეთ … როგორ ხედავთ, სურათებად თუ კადრებად?? კადრები ჩართე… პატარაა?? ნატურალურ ზომებში წარმოიდგინე ყველაფერი…

4. გამოდით აწმყოს წერტილიდან და დადექით მიზნის მიღწევის წერტილში. კარგად წარმოიდგინეთ უკვე მიღწეული მიზანი. რას ხედავთ ამ დროს? რას გრძნობთ და რას ფიქრობთ??

5. უკუსვლით წამოდით მომავლიდან აწმყოსკენ და წარმოიდგინეთ მიზნამდე არსებული შუალედური ეტაპები – მინიმუმ 7. თუ რომელიმე ეტაპის წარმოდგენა გიჭირთ, ე.ი. არ გაქვთ მოქმედებისთვის საჭირო სრული და ხარისხიანი ინფორმაცია. გაერკვიეთ კარგად, რა სხვა ინფორმაციის მოპოვება გჭირდებათ უკეთესი დაგეგმარებისათვის ??

6. როდესაც ყველა შუალედური ეტაპი დასახულია, გამოდით დროის ხაზიდან და შეხედეთ მიზნის მიღწევის გეგმას გვერდიდან. რას დაამატებდით კეთილმოსურნე კრიტიკოსის თვალით? როგორ გააუმჯობესებდით მას?

7. შეიტანეთ ყველა საჭირო ცვლილება გეგმაში;

8. დადექით აწმყოს წერტილში და დაგეგმეთ მინიმუმ პირველი სამი ნაბიჯი მიზნისკენ. დაასახელეთ ამ ნაბიჯების განხორციელების თარიღები;

9. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: “ახლა, როდესაც გაქვს ასეთი სამოქმედო გეგმა, რისი გაკეთების საშუალება მოგეცა?”

და ბოლოს, ყოველივე ზემოთხსენებულის მერე, „შემდეგი ნაბიჯია“ — თქვენს გონებაში უნდა გაიაროთ, სასურველი ცვლილებების და არჩეული სტრატრგიის მრავალი რეპეტიცია. ეს ყოველივე, ხელს შეგიწყოფთ, პოზიციის გაძლიერებაში და დამახსოვრებაში. რათა, როცა დადგება დრო, გამოიყენოთ რეალობაში.

ავტორი:თამარ კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი