14 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 21, 2019

ოშო – ცხოვრება ეს სუფთა ტილოა

0
478

ცხოვრება – ეს სუფთა ტილოა

ნუთუ ცხოვრება არ არის ტანჯვა?

ეს დამოკიდებულია თქვენზე. ცხოვრება თავის თავად – ეს სუფთა ტილოა, ის ხდება ისეთი, რასაც დახატავთ მასზე. თქვენ შეგიძლიათ დახატოთ ნეტარება.

ამ თავისუფლებაში – თქვენი სიდიადეა.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თავისუფლება ისე, რომ მთელი თქვენი ცხოვრება გადაიქცეს ჯოჯოხეთად, ანდა ისე, რომ თქვენი ცხოვრება აღივსება სილამაზით, დალოცვით, ნეტარებით, რაღაც ზეციურით. ყველაფერი ეს დამოკიდებულია თქვენზე; ადამიანს გააჩნია სრული თავისუფლება.

ტანჯვა იმიტომაა ასე ბევრი, რომ ხალხი ბრიყვია და არ იციან რა გამოსახონ ტილოზე.

არჩევანი თქვენზეა – ამაშია ადამიანის სიდიადე. ეს ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარია ღმერთისგან. არც ერთ სხვა ცხოველს არ აქვს მინიჭებული თავისუფლება; თითოეულ ცხოველს მიცემული აქვს უკვე გამზადებული პროგრამა. ყველა ცხოველი, ადამიანის გარდა, დაპროგრამებულია. ძაღლი განწირულია იყოს მუდამ ძაღლი, სხვა რამე შეუძლებელია, არავითარი თავისუფლება არ არსებობს. ის დაპროგრამებულია, ყველაფერი უკვე ჩადებულია. მასზე დასმულია ბეჭედი, ის უბრალოდ მიყვება შტამპებს, ის იქნება ძაღლი. მას არა აქვს არჩევანი, ყოველგვარი ალტერნატივა შეუძლებელია. ეს მთლიანად ფიქსირებული არსებაა.

ადამიანის გარდა ყველაფერი დაპროგრამებულია. ვარდი უნდა იყოს ვარდი, ლოტოსი უნდა იყოს ლოტოსი, ჩიტს ექნება ფრთები, ცხოველები გადაადგილდებიან ოთხი ფეხით.

ადამიანი სრულიად თავისუფალია, ამაშია ადამიანის სილამაზე, მისი სიდიადე.

თავისუფლება – ეს ღმერთის უდიდესი საჩუქარია, მხოლოდ თქვენ არ ხართ დაპროგრამებული. თქვენ არ ატარებთ ბეჭედს. თქვენ თვითონ უნდა შექმნათ საკუთარი თავი, იყოთ თვითშემოქმედი. ასე რომ ეს დამოკიდებულია თქვენზე: შეგიძლიათ გახდეთ ბუდა, ბახუდინი ან ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი. შეგიძლიათ გახდეთ მკვლელი ან გასხივოსნებული.

თქვენ შეგიძლიათ მისცეთ საკუთარ თავს გახდეთ ცნობიერების მშვენიერი ყვავილობა, ანდა რობოტი.

მაგრამ დაიმახსოვრეთ, პასუხისმგებელი ხართ თქვენ – მხოლოდ თქვენ და სხვა არავინ.

ოპტიმისტი – ეს არის ადამიანი, რომელიც დილით მიდის ფანჯარასთან და ამბობს: დილა მშვიდობისა ღმერთო!

პესიმისტი – ის ვინც მიდის ფანჯარასთან და ამბობს:ო ღმერთო ეს რა დილაა?

ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე. დილა იგივეა, შეიძლება ფანჯარაც იგივეა, შეიძლება პესიმისტი და ოპტიმისტი დგანან ერთი და იგივე ოთახში – ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე. მაგრამ რაშია განსხვავება, როდესაც თქვენ ამბობთ დილა მშვიდობისა, ღმერთო!და როდესაც ამბობთ: ო ღმერთო, ეს რა დილაა?

მე მომისმენია სუფიური იგავი:

დიადი ოსტატის ორი მოსწავლე სეირნობდა ბაღში ოსტატის სახლთან. მათ საშუალება ჰქონდათ ესეირნათ ყოველ დღე, დილით და საღამოთი. სეირნობა იყო სახე მედიტაციის – გასეირნების მედიტაცია – ზუსტად ისე, როგორც ძენის ხალხი აწყობდა მედიტაციებს გასეირნების დროს. თქვენ არ შეიძლება იჯდეთ 24 საათი დღეში – ფეხებს სჭირდება მოძრაობა, სისხლს სჭირდება ცირკულაცია. ამიტომ ძენის და სუფიურ სკოლებში თქვენ მედიტირებთ რამოდენიმე საათი დამჯდრები, შემდეგ კი იწყებთ მედიტირებას სეირნობის დროს. მაგრამ მედიტაცია გრძელდება; სეირნობისას ან ჯდომისას, შინაგანი დინება რჩება იგივე.

ორივე იყო მწეველი და ორივეს უნდოდა ეთხოვა ოსტატისათვის უფლება. ამიტომ მათ გადაწყვიტეს:ხვალ, შეიძლება მან თქვას არა, მაგრამ ჩვენ მაინც ვკითხავთ. ბაღში მოწევა ხომ არც ისეთი უწმინდურობაა. ჩვენ რა თქმა უნდა არ მოვწევთ პირდაპირ მის სახლში.

მეორე დღეს ისინი შეხვდნენ ბაღში. ერთმა მათგანმა შეამჩნია რა მეორე ეწეოდა, გაბრაზდა: შენ ეწევი? შენ რა არ ემორჩილები მის მითითებებს? მეც ვკითხე ოსტატს მაგრამ მან გადაჭრით ამიკრძალა.

მეორემ უთხრა, მაგრამ მან მე მიპასუხა ხო.

ეს ჩანდა ძალიან უსამართლოდ. პირველმა თქვა:მე წავალ და დაუყოვნებლივ გავარკვევ. რატომ მიპასუხა მე არა შენ კი ხო.

მეორე დაინტერესდა:მოიცადე, გთხოვ მითხარი, შენ რა ჰკითხე?

მე რა ვკითხე? – უპასუხა პირველმა – მე ვკითხე:შემიძლია, რომ მოვწიო მედიტაციის დროს? მან მიპასუხა: არა და ჩანდა ძალიან გაბრაზებული.

მეორემ გაიცინა და თქვა:ახლა მე ვიცი რაშია საქმე. მე ვკითხე:შემიძლია მედიტირება როდესაც ვეწევი? მან მითხრა კი.

ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე. სულ რაღაც მცირედი განსხვავება და ცხოვრება ხდება რაღაც სრულიად სხვა. მაგრამ არ არსებობს უდიდესი განსხვავება. კითხო შემიძლია მოწევა როდესაც ვმედიტირებ? უბრალოდ ბრიყვულია. და კითხო: შემიძლია მედიტირება როდესაც ვეწევი? ეს სრულიად სწორია მაგრამ მაინც, ბოლოს და ბოლოს თქვენ იმედიტირებთ.

ცხოვრება – ეს არც ტანჯვაა და არც ნეტარება.

ცხოვრება – ეს სუფთა ტილოა და საჭიროა თავად იყო მხატვარი მასთან დაკავშირებით.

მოხეტიალემ დააკაკუნა სასტუმროს კარზე სახელწოდებით: ჯორჯი და დრაკონი. არ მისცემთ თქვენ ღარიბ ადამიანს ცოტაოდენ საჭმელს? ჰკითხა მან ქალს, რომელმაც გააღო კარი. არა! – დაიღრიალა მან, კარის მიჯახუნებით.

რამოდენიმე წამის შემდგომ მოხეტიალემ ისევ დააკაკუნა.კარები გააღო იგივე ქალმა.

შემიძლია მე მივიღო ცოტაოდენი საჭმელი? – იკითხა მოხეტიალემ. დაიკარგე უსაქმურო! – დაუყვირა ქალმა – და აღარასოდეს დაბრუნდე. რამოდენიმე წამის შემდეგ მაწანწალამ კვლავ დააკაკუნა კარზე. ქალმა გააღო კარები. მაპატიეთ, – უთხრა მაწანწალამ, – შემიძლია ახლა დაველაპარაკო ჯორჯს?

ცხოვრება ეს არის სასტუმრო (მოსაცდელი დარბაზი) სახელწოდებით ჯორჯი და დრაკონი. თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ რამოდენიმე სიტყვით აგრეთვე ჯორჯსაც.

სიხარბე უბრალოდ ნიშნავს, რომ შენ ღრმა სიცარიელეს გრძნობ და გინდა შეავსო იგი ნებისმიერი შესაძლო რამით; არა აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს. და როცა ამას მიხვდები, სიხარბესთან საერთო არაფერი გექნება. შენ უნდა იღონო რამე მთლიანობასთან დასაკავშირებლად და შინაგანი სიცარიელეც გაქრება. და ამასთან ერთად გაქრება ყველანაირი სიხარბე. ეს არ ნიშნავს, რომ შენ იწყებ ცხოვრებას თავიდან, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ შენ არ ცხოვრობ მხოლოდ რაღაცეების შეგროვების მიზნით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი

error: კონტენტი დაცულია!