პირდაპირი კავშირი კვებასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შორის

0
450

ახდენს თუ არა კვება გავლენას ფსიგოლოგიურ მდგომარეობაზე? “ლინდიგ ფიფლს ჰოსპიტალის” პროფესიონალების მიერ ათ ქვეყანაში ჩატარებული მეტა-ანალიზი ასკვნის, რომ კვების დასავლური დიეტები ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას.

ბავშვებსა და მოზარდებზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ბარსელონას უნივერსიტეტის კვების, მეცნიერების და გასტრონომიის დეპარტამენტის დოქტორმა მარია-იზკუედო-პოლუდოსმა დაასკვნა, რომ სწრაფი კვების, შაქრის, გაზიანი სასმელების ხშირ მიღებას და ADHD-ს (ყურაღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი) შორის პირდაპირი კავშირია.

იგივე კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებში რომლებიც ნაკლებ ბოსტნეულს, ხილს და თევზს იღებენ, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის განვითარების მეტი ალბათობაა.

მიუხედავა იმისა, რომ არასრულყოფილი კვლევების გამო დაზუსტებით მტკიცება შეუძლებელია, ავტორებს სჯერათ, რომ პირდაპრი კავშირი არსებობს ამ დიაგნოზის განვითარებასა და კონკრეტულ დიეტებს შორის.

მცირე დიეტური ცვლილებები დიდ სხვაობას იძლევა გუნებაგანწყობის ცვლილების მხრივ. 67 დეპრესიულ ადამიანზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელთაც 12 კვირის განმავლობაში 7 სხვადასხვა სახის დიეტა დაენიშნათ, მათ, ვის რაციონშიც მეტი ხილი და თევზი შედიოდა, მდგომარეობა გამოუსწორდათ.

ჯერჯერობით, მეტი მტკიცებულების მოსაპოვებლად თავად მკვლევარები ითხოვენ უფრო მასშტაბური დაკვირვებისთვის უკეთეს ბიუჯეტს, თუმცა უკვე ჩატარებული კვლევებიც საკმარის მტკიცებულებას იძლევა საიმისოდ, რომ ცდად ღირდეს, ვიკვებოთ უფრო სწორად და თავიდან ავირიდოთ ბევრი პრობლემა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი