ნინო ყვირილიანი:უმთავრესი იმ ჩარჩოს გარღვევაა, რამაც თავისუფლების მოპოვება შეუზღუდა ადამიანს და ჩაკეტვა გამოიწვია

0
519

რა არის ბედნიერება ? ბევრისთვის ის გარედან შემოსულ მოვლენებს უკავშირდება და თუ აყოვნებს ან, თითქმის, არასოდეს ჩნდება, თავს უბედურად ან უიღბლოდ მიიჩევს, ან ღმერთთან აქვს პრეტენზია…

ადამიანმა ერთადერთი რაც უნდა გააკეთოს ამ დროს, მოიკრიბოს ძალა თვითდაკვირვებისთვის და შეეცადოს დასვას კითხვა – ხომ არ არის ბევრი რამ ჩვენი გამოგონილი ილუზიები ? ხომ არ ვიცილებთ პასუხისმგებლობას თავიდან და მარტივად მივაწერთ ბედს, ღმერთს და ა.შ.

ადამიანი საყრდენს, დამხმარე ძალას მუდმივად გარეთ ეძებს, ვერ ელევა სისუსტეებს და ეშინია სიახლის ძიების. ბევრიც თავს აიმედებს, რომ ოდესღაც მასაც გაუმართლებს. სიტყვა გამართლებაც ხომ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და იღბალს მინდობაა. ესეც ხომ ილუზიაა გონების ?

სანამ ამისგან არ გათავისუფლდება ადამიანი, სანამ გარე სამყაროში ეძებს იმას, რაც საკუთარ თავში შეუძლია აღმოაჩინოს, ვერ შეიგრძობს ნამდვილ, შინაგან ბედნიერებას, ისევ აკიდებული ტვირთის და სიმძიმის შეგრძნება ექნება.

საიდან სად შეიძლება მიგიყვანოს საკუთარმა გონებამ, ამაზე წარმოდგენაც არ გაქვს მანამ, სანამ არ შეიცნობს მას და არ გახდები დამკვირვებელი. დააკვირდით, რა სახელს არქმევს რაიმე მოვლენას თქვენი შეუცნობელი გონება, მას შეუძლია რაიმე პრობლემად აქციოს. თუ რა ხდება გარეთ, ამაზე უფრო მიშვნელოვანია, რას ვარქმევთ ამ მომხდარს.

ბედნიერებას ვიპოვით საკუთარ თავში, უბრალოდ, ამის ფსიქიკური მზაობა უნდა გვქონდეს და ვიცოდეთ რა მიმართულებით წავიდეთ. არა მარცხნივ, არა მარჯვნივ, არამედ რა მიმართულება მივცეთ აზროვნებას, როგორ შევიცნოთ ის, რაც შეუცნობელია და გვაბნევს.

სისულელეა, როცა ადამიანებს ჰგონიათ, იციან რა არის ბედნიერების ფორმულა. ასეთი დადგენილი ბედნიერება მხოლოდ გარეგან საყრდენზეა დაშენებული, რომელიც ზოგჯერ ყალბია, ან დროებითია და ჩამოიშლება. ის მხოლოდ ადამიანშია, რომელიც შინაგანი გამოცდილებით მოპოვებულ გაცნობიერებებს, საკუთარ თავში ნაპოვს საყრდენს მოიაზრებს.

ყველაფერს, რასაც სახელს დაარქმევ განპირობებული გონებიდან, ცალსახად ნეგატიური შინაარსის მოგეჩვენება და შიშს მოგგვრის, შიშთან ერთად კი ვერ პროგრესირდები.

უმთავრესი იმ ჩარჩოს გარღვევაა, რამაც თავისუფლების მოპოვება შეუზღუდა ადამიანს და ჩაკეტვა გამოიწვია.

როცა იმას დაანგრევ და ჩამოშლი, რამაც დაგიმძიმა გონება, მაშინ იპოვი ბედნიერებას და თავისუფლებას. ჩვენ საკუთარ სულში უნდა აღმოვაჩინოთ ის, რასაც დიდი ხანია გარეთ ვეძებთ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი