ფსიქოლოგიური დრო

0
524

სიახლეში არის ყველაფერი სასიამოვნო..  ამჟამინდელი წუთი არ ჰგავს წინას,

 ფსიქოლოგიური დრო არ არის საათი ან კალენდარული აღწერა. ეს არის სუბიექტური აღქმა – შენს წარსულსა, აწმყოსა და მომავალს შორის.

ჩვენი ფსიქიკური სამყარო  მთლიანად ჩაძირულია დროში მისი ფოკუსი მომართულია ეგოს კარნახზე. 

ადამიანთა კატეგორია, რომელიც, მთლიანად წარსულით ცხოვრობს, მისი დღევანდელობა მოგონებებშია ჩაძირული. იქ რჩება და წინ ვერ ადგამს ნაბიჯს. ჩვენი ეგო კი ჩერდება და წარსულში იდებს ბინას, ცხოვრება მიდის – მას თავის რიტმი აქვს.

რატომ არ მოდის სისავსე, რატომ არაა სიახლე ჩემს ცხოვრებაში? 

ხშირად გვაქვს ეს კითხვები სამყაროსთან მაშინ, როცა მთლიანად ჩვენზეა ჩვენ გონებრივ სტრუქტურაზე ჩვენი ამჟამინდელი ყოფა.

ჩვენ კი ჩაძირულები ვართ სადღაც, ოდესღაც განცდილზე და ვეღარ ვგრძნობთ ამ წუთიერ სიამოვნებას. მაშინ, როცა შესაძლოა ეს წუთი ანუ აწმყო,  უფრო ლამაზი და ტკბილია.

აწმყოში  ვცხოვრობთ ფიზიკურად, მაგრამ გულითა და გონებით გუშინდელ ყოფაზე ჩამოკონწიალებული ღამურები ვართ. უკან გვექაჩება დაუმთავრებელი საქმეები, წარსულის წყენა და მოუშუშებელი ტკივილები. ამ დროს კი  აწმყოსთან კონტაქტი შემცირებულია .

 რას ვაკეთებთ  რომ ვიყოთ ბედნიერნი, რომ კონცენტრაცია მოვახდინოთ აქ და ამჟამდ?

როცა ადამიანი მთლიანად მომავალშია გადასროლილი. ის ოცნებებს იმდენად მისცემია, რომ რეალობის გრძნობა ღალატობს. ის ატრიალებს ძველ ვიდეო ფირს წარსულიდან.

სინამდვილეში სამყარო განიცდის განვითარებას ის ჩვენს ფიქრებს ასწრებს წინ. ჩვენ კი არ გვსურს ფეხი ავაყოლოთ. ჩამოვრჩებით ჩვენივე სურვილით და მერე მხოლოდ წუწუნით და რუტინით შემოვიფარგლებით, რომ ცხოვრება უფერულია.

სიახლეში არის ყველაფერი სასიამოვნო – ამჟამინდელი წუთი არ ჰგავს წინას. აწმყოში არსებობაა აქ და ამჟამად ყოფნა.  ამის გააზრება მოგვცემს თავისუფლებას და ცხოვრების სიყვარულის შეგრძნებას. 

მომავლის ვექტორის მომართვა თქვენ ფსიქოლოგიურ დროში მეტად მნიშვნელოვანია, რათა ცხოვრებას ჰქონდეს პერსპექტივა და ააგო წარმატებული მომავალი.

როცა ჩვენ ფოკუსირებას ვახდენთ წარსულში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვდგამთ ნაბიჯს წინ. მომავლის ფიქრს მოქვს შიში.. თუ აწმყოს აღმოვაჩენთ მივხვდებით, რომ ჩვენი შესაძლებლობის ყველა პოტენციალი აქაა..ის რაზეც ვოცნებობთ მისი გასაღები ამჟამინდელ მდგომარეობაშია…ბედნიერება ახლაა. ჩვენ კი  ვეძებთ წარსულის უკიდეგანო სივრცეებში.. დროა აღმოაჩინო შენი რეალური დროის, რეალური ოცნების, რეალური ძალა. მოიკრიბო ძალა და მომავალს თვალი გაუსწორო –  წარსული კი გაუშვა, ის ჩავლილია.   

შეიგრძენი შენი ძალა და გაუღიმე აწმყოს, ახლა, აქ და ამჟამად! დღეს ქმნი მომავალს..

ავტორი:ნინო გვაზავა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი