პიროვნების ეკოლოგია

0
276

ნლპ-ში (ნეიროლინგვისტიკური პროგრამირება) ეკოლოგიური შემოწმება, წარმოადგენს ტექნიკურ ნაწილს.

ეკოლოგია– ეს არის ერთიანი სისტემის კონცეფცია. ეკოლოგიური შემოწმება – კი არის, საკუთარი თავის მიმართ განხორციელებული ცვლილებები, თუ როგორ იმოქმედებს ის მთლიან სისტემაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში რომ პოზიტიური ცვლილება ერთ სფეროში, არ აჩენს პრობლემას ძირითადში.

ბევრი პიროვნების ან თუნდაც, ორგანიზაციის მიმართ შემუშავებული ცვლილებები არ ამართლებს, იმის გამო, რომ ინტერესები  გაწერილია მხოლოდ, ძალიან ვიწრო წრისთვის და სხვა გვერდითი უკუჩვენება არ არის გათვალისწინებული. რაც წარმოშობს ახალი პრობლემას. ეკოლოგიური შემოწმება ჰგავს ახლი წამლის ჩაშვებას და მისი გვერდითი მოვლენების გამოვლენას.

ეკოლოგია შესაძლებელია იყოს როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი

როგორც ზემოთ ვახსენე, ეკოლოგიური შემოწმება წარმოადგენს ნლპ ტექნიკურ ნაწილს. ის იძლევა იმის გარანტიას, რომ ნლპ არ გადაიქცეს მანიპულაციის საშუალებად, რომ თქვენი მოქმედებებით, არ მოუტანთ ზიანს გარშემო მყოფ ადამიანებს. თქვენ, უნდა გადაამოწმოთ ისიც რომ ცვლილებებმა, რომლებსაც ანხორციელებენ სხვები, იყოს ჰარმონიაში, თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან და ურთიერთობებთან.

პირადი ეკოლოგიური შემოწმება, მოგცემთ იმის საშუალებას, მანიპულირება კი არ გაუწიოთ საკუთარ  თავს,  არამედ აირჩიოთ,  მოქმედების ისეთი სახე, რომელსაც არ ინანებთ შემდგომ და არ მოუტანს ზიანს სხვებს.

ყველა ჩვენთაგანისთვის არის ცნობილი, რომ ცხოვრება რთულია. ერთი რამის ცვლილება, თავისთავად იწვევს ცვლილებების მთელ კომპლექს. ეს არის როგორც ზვავი, როცა პატარა კენჭს, შეუძლია გახდეს ნამდვილი სტიქიური უბედურება.  

აქ შესაძლებელია იგულისხო, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ასპექტები. ცხოვრებაში, გარკვეული ცვლილებები ზოგჯერ აღმოჩნდება რადიკალური, სხვებთან შედარებით. ზოგიერთის გამოსწორება ადვილია, ზოგს კი შეუძლიათ ისეთი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანის ცხოვრებაზე, რომ წარმოდგენაც გაუჭირდებოდა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი