ჯიდუ კრიშნამურტი – გონება დაკავებული საკუთარი თავის სიბრარულითა და უიმედობის ჩრდილით

0
1331

როდესაც  ვნებას აქვს მიზეზი, ის ხდება ჟინი, წადილი. ვნება რომელიც გამოწვეულია გარკვეული პიროვნების, იდეის, ან რაიმე საქმიანობის მიერ, იწვევს წინააღმდეგობასა და კონფლიქტს. შენ ისწრაფვი მიაღწიო ან ხელი შეუწყო გარკვეულ მდგომარეობას ან გაიმეორო რაღაც რაც უკვე გქონია და ახლა აღარ გაქვს. რომელ ვნებაზეც მე ვსაუბრობ, მას არ მოაქვს დაპირისპირება და კონფლიქტი. მას მაქსიმალურად არანაირი კავშირი არა აქვს მიზეზთან და მაშასადამე ის არ არის შედეგი.

შემიძლია  ვივარაუდო რომ თქვენ მხოლოდ მისმენთ, გთხოვთ ნუ შეეცდებით ძალდატანებით  მიაღწიოთ ამ მდგომარეობას – ვნება – მიზეზის გარეშე. თუ შეგვიძლია მოსმენა ყურადღებით, მარტივად, რომელიც იბადება არაიძულებითი ყურადღებისა და დისციპლინის შედეგად, აუცილებლად შევძლებთ ამის გაგებას და ალბათ შემდეგ თვითონ ვიპოვით ამ საოცარ ვნებას.

მრავალი ჩვენთაგანში ვნება ძალიან მცირეა. შესაძლებელია ვიყოთ აღვსილნი ჟინით,  გვქონდეს მრავალი სურვილი და წადილი, გვინდოდეს გაქცევა რაღაცისგან და ეს ყველაფერი გვაძლევდეს  გარკვეულ ძალისხმევას, მაგრამ თუ არ შევიცანით და ვიგრძენით  ვნება მიზეზის გარეშე, მაშინ ვერასოდეს გავიგებთ იმას, რასაც ვეძახით მწუხარებას. რაიმეს გასაგებად უნდა გქონდეს ვნება,  ყურადღების სრული ძალისხმევა,  ხოლო სადაც არის ვნება, რაიმესგან გამოწვეული, იქ იწყება წინააღმდეგობა და კონფლიქტი – რაც გამორიცხავს ვნების იმ ცეცხლის არსებობას, რომელიც მთლიანად გაფანტავს და დაასრულებს მწუხარებას.

ჩვენ ვიცით რომ მწუხარება არის შედეგი, ანუ გარკვეული მიზეზის შედეგი. მე  მიყვარს ვიღაც და მას მე არ ვუყვარვარ – ეს არის ერთი მიზეზი მწუხარების.  მსურს საკუთარი თავის რეალიზაცია გარკვეული მიმართულებით, მაგრამ არ მაქვს ამის უნარი – ეს მწუხარების მეორე მიზეზია, ან მაქვს ამის უნარი, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ან რაიმე სხვა მიზეზი მაბრკოლებს_ ესეც მწუხარების მიზეზია.   ეს არის მწუხარება ჩვენი მეწვრილმანე გონების, გონების რომელიც მუდმივ კონფლიქტშია საკუთარ თავთან, უწყვეტლივ იბრძვის, არეგულირებს, სინჯავს და ექვემდებარება. ეს არის მწუხარება გამოწვეული კონფლიქტური ურთიერთობებიდან,  ვინმეს დაკარგვიდან ან გარდაცვალებიდან. თქვენ ყველამ იცით მწუხარების ეს ფორმები და ეს ყველაფერი არის მიზეზი შედეგის.

ჩვენ არასოდეს  დავმდგარვართ პირისპირ მწუხარებასთან, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რაციონალურად ავხსნად იგი, ან ვეჭიდებით დოგმას, სარწმუნოების მიერ დადგენილ ნიმუშს და ეს გვაკმაყოფილებს, გვაძლევს მომენტალურ კომფორტს. ერთი ნარკოტიკს  იღებს, მეორე სვავს ან  ლოცულობს.   ჩვენი გონება დაკავებულია საკუთარი თავის სიბრარულითა და უიმედობის ჩრდილით. ვერასოდეს შევძლებთ მწუხარების დასრულებას თუ ვართ ქრისტიანები და ვეთაყვანებით ეკლესიას როგორს ქრისტეს აგონიას.  სანამ დავდივართ ეკლესიაში მწუხარების სიმბოლოების თაყვანისცემისათვის ან  მისი რაციონალური ახსნისათვის, სანამ ვივიწყებთ მწუხარებას ნარკოტიკის ან სხვა და სხვა საშუალებებით, ჩვენ გავურბივართ ფაქტს რომ ვიტანჯებით. მე არ ვსაუბრობ ფიზიკურ ტკივილზე, რომელიც ადვილად მოგვარდება თანამედროვე მედიცინის დახმარებით. მე ვსაუბრობ ფსიქოლოგიურ ტკივილზე რომელიც ხელს უშლის სიცხადეს და მშვენიერებას, რომელიც ანადგურებს სიყვარულსა და თანაგრძნობას. ნუთუ შესაძლებელია მთელი ამ მწუხარების დასრულება?

მე ვფიქრობ,  რომ მწუხარების დასასრული დაკავშირებულია ვნების ინტენსივობასთან. როგორც  ავღნიშნეთ ადრე, რასაც ჩვენ ვეძახით ფიქრს -ეს არის პასუხი სხვა და სხვა ნიმუშებისა და გამოცდილების, რომელიც თავმოყრილია მეხსიერებაში, სადაც არსებობს  ეს განპირობებული პასუხები, იქ ვერ იარსებებს ვნება, არ იქნება ინტენსივობა. ამისათვის უნდა იყოს სრული არარსებობა „მე“- სი

თქვენ იცით, რომ  სილამაზის გრძნობა, რომელიც არ არის კონცენტრირებული იმაზე თუ რა არის მშვენიერი და რა მახინჯი, მაგალითად ეს მთა ლამაზია ან ის შენობა უშნო, ასეთი შეგრძნება მშვენიერების არ ეწინააღმდეგება სიმახინჯეს, არის ასევე სიყვარული, რომელიც არ ეწინააღმდეგება სიძულვილს. თვით-უარყოფა, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ მიშნავს -მშვენიერებას მიზეზის გარეშე და მაშასადამე ეს არის მდგომარეობა ვნების. შესაძლებელია წავიდეთ იმის მიღმა, რასაც ქვია მიზეზი და შედეგი?

გთხოვთ მისმინეთ მთელი ყურადღებით.   მე შეიძლება ვერ აგიხსნათ ეს ძალიან ნათლად, უფრო მეტად ჩაუღრმავდით მის მნიშვნელობას და არ დარჩეთ სიტყვების დონეზე. თქვენ ხედავთ რომ მრავალი ჩვენგანი არის ყოველთვის რეაქციუ ლი.   რეაქცია არის სრული ფორმა ჩვენი ცხოვრების.  ჩვენი მწუხარება არის პასუხი და  რეაქცია. ვცდილობთ ავხსნათ მიზეზი მწუხარების ან სულაც გავიქცეთ მისგან, მაგრამ საუბედუროდ ჩვენი მწუხარება არ სრულდება. ის მხოლოდ მაშინ დასრულდება როდესაც შევძლებთ მის წინაშე პირისპირ დგომას, როდესაც გავაცნობიერებთ და წავალთ მიზეზისა და შედეგის მიღმა. ყოველი მცდელობა, რომ ვიყოთ თავისუფალი მწუხარებისგან განსაკუთრებული ვარჯიშის ან წინასწარ განზრახული ფიქრის შედეგად, ყოველი ხელშეწყობა, რომ  სხვა და სხვა გზით გავექცეთ მწუხარებას, გონებაში ვერ გააღვიძებს  საოცარ მშვენიერებას, ცხოველმყოფელს,  ვნების ინტენსივობას, რომელიც გამორიცხავს და აღემატება მწუხარებას.

რა არის მწუხარება? როდესაც გესმით ეს შეკითხვა როგორია თქვენი პასუხი? თქვენი გონება მომენტალურად ცდილობს ახსნას მწუხარების მიზეზები,  ამის ძიება აღვიძებს მწუხარების ხსოვნას,  ანუ იმას რაც უკვე გქონიათ.   ამგვარად,  მწუხარების   მიზეზების  ძიებისას სიტყვიერად ყოველთვის უბრუნდებით წარსულს და მიდიხართ პირდაპირ მომავალში, მე კი მგონია რომ ყოველი ადამიანი უნდა წავიდეს ამის მიღმა.

ჩვენ ყველამ ვიცით ისეთი მიზეზები მწუხარების როგორიცაა _ სიღარიბე, ავადმყოფობა,   იმედგაცრუება, სიყვარულის ნაკლებობა, და ა.შ. როდესაც ვხსნით მწუხარების სხვა და სხვა მიზეზებს, ამით მწუხარება არ სრულდება, ჩვენ არ გვაქვს რეალურად შეგნებული სიღრმე და მნიშვნელობა   მწუხარების, ისევე როგორც იმ მდგომარეობის რასაც ვეძახით სიყვარულს. მე მგონია რომ ეს ორი რამ _ სიყვარული და მწუხარება კავშირშია. სიყვარულის გაგებით შეძლებთ  შეიგრძნოთ  უსაზღვრობა  მწუხარების.

ძველი ხალხი საუბრობდა მწუხარების დასრულების შესახებ, და მათ დაადგინეს ცხოვრების ისეთი ფორმა, რაც  მათი ვარაუდით   დაასრულებდა  მწუხარებას. მრავალ ადამიანს  უვლია ასეთი გზით, ბერები აღმოსავლეთსა  და დასავლეთში ცდილობდნენ ამას, მაგრამ ისინი მხოლოდ იწრთობოდნენ ამით, მათი გონება და გული ხდებოდა ზღუდეშემოვლებული. ისინი ცხოვრობდნენ საკუთარი ფიქრების კედლის მიღმა, ან აგურისა და ქვის კედლის მიღმა, თუმცა მე არ მჯერა რომ ისინი გადიოდნენ ამ ყველაფრი მიღმა და გრძნობდნენ  უსაზღვრობას იმის, რასაც ქვია მწუხარება.

იმისათვის რომ დასრულდეს მწუხარება, საჭიროა პირისპირ შეხედოთ   მარტოობას, მიბმას, სახელის მოხვეჭის წვრილმან  სურვილს, სიყვარულის მოთხოვნილებას.  უნდა იყოთ თავისუფალი  საკუთარ თავზე ზრუნვისაგან და  ბავშვური თვით-სიბრალულისგან. როდესაც შეძლებთ ამ ყველაფრის მიღმა გასვლას, მაშინ ალბათ დასრულდება პირადი მწუხარება, თუმცა იქ არის აგრეთვე უზარმაზარი კოლექტიური წუხილიც, ანუ სამყაროს მწუხარება.    ვიღაცამ შეძლოს პირადი მწუხარების დასრულება და ამ მდგომარეობამ რომ დაიკავოს ადგილი გონებაში, გონება აუცილებლებელად უნდა იყოს სრულიად თავისუფალი.  მაგრამ საუბედუროდ როდესაც ადამიანი ახერხებს პირადი მწუხარების დასრულებას იქ კვლავ რჩება მწუხარება _ საოცარი უმეცრების სახით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ამ სამყაროსთვის, არა ნაკლებობა ინფორმაციის, ცოდნის ან წიგნების, არამედ ადამიანის უვიცობა საკუთარ თავთან მიმართებაში. უვიცობის არსი არის ის, რომ ადამიანი საერთოდ არ იცნობს  საკუთარ თავს,  სწორედ ამას მოაქვს უზარმაზარი მწუხარება.

რა არის რეალურად მწუხარება? ხედავთ, არ არსებობს სიტყვები ამის ასახსნელად ისევე როგორც არ არსებობს სიტყვები სიყვარულის ასახსნელად. სიყვარული არ არის მიბმა, არ ეწინააღმდეგება სიძულვილის, არ არის ეჭვიანობა. როდესაც ადამიანი ამთავრებს ეჭვიანობას, შურს, მიბმას და მთელს ამ კონფლიქტსა და აგონიას და მიდის ამის მიღმა, ფიქრობს რომ ყველა უყვარს – ხოლო როდესაც ყველაფერი სრულდება კვლავ რჩება შეკითხვა: რა არის სიყვარული და  რა არის მწუხარება?

სიყვარულისა და მწუხარების გაგებას მაშინ შეძლებ, როდესაც შენი გონება მოიშორებს მთელს ახსნა-განმარტებებსა და წარმოდგენებს, აღარ დაიწყებს  მიზეზების ძებნას, აღარ გაერთობა სიტყვებით და აღარ დაუბრუნდება  სიამოვნებისა და ტკივილის  ხსოვნას.  გონება უნდა იყოს აბსოლიტურად მშვიდი, სიტყვების, სიმბოლოებისა და იდეების გარეშე. შემდეგ აღმოაჩენ იმ მდგომარეობას  რასაც ვეძახით სიყვარულს, მწუხარებას, სიკვდილს და ასე შემდეგ, სადაც აღარ არსებობს დაყოფა სიყვარულს, მწუხარებასა და სიკვდილს შორის, არამედ მხოლოდ მშვენიერება. იმისათვის რომ ჩაწვდე ამას და იყო ექსტაზის მდგომარეობაში, უნდა გქონდეს ვნება, რომელიც მოდის საკუთარი თავის სრული უარყოფის მდგომარეობაში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი