გარეგანი ეკოლოგია

0
250

შინაგანი ეკოლოგია აუცილებლად, აისახება გარეგნულ ეკოლოგიაზეც, რადგანაც ჩვენ, ყველანი წარმოვადგენთ ურთიერთობის ფართი სისტემის ნაწილს. შინაგანი და გარეგანი ეკოლოგია – ეს ორი სხვა და სხვა ხედვაა, ერთსა და იგივე სისტემაზე. გარეშე ეკოლოგიური შემოწმება ხდება იმისთვის, რომ განსაზღვრო თუ როგორ, იმოქმედებს შენი სურვილი სხვა ადამიანზე და მათ ცხოვრებაზე.

  • მიეცით თავს უფლება და წარმოიდგინეთ თავი სხვის ადგილზე.
  • გაიაზრეთ, როგორ იმოქმედებს მასზე, თქვენი განხორციელებული მიზნები?
  • მოვლენ თუ არა წინააღმდეგომაში შენი სურვილები, სხვის ფასეულობებთან?
  • რა ზეგავლენას მოახდენს ის მათზე?
  • როგორი იქნება მათი რეაქცია მომხდარზე?

ეკოლოგიური შემოწმება ეს არის, სუფთა სისტემური აზროვნება. წარუმატებელ მცდელობას, შეცვალოთ სისტემის ერთი ნაწილი, მივყავართ იქამდე, რომ მთლიანად სისტემა იწყებს მუშობას უარესად, ვიდრე ის მუშაობდა მანამდე.

მაგალითისთვის ავიღოთ – ვიღაც X-მა გადაწყვიტა გაზაფხულზე გახდომა, რათა ზაფხულში თავი მოიწონოს. მან დაიწყო, სიარული სავარჯიშო დარბაზში, კვირაში სამჯერ. ცოტას ჭამს და დარბის კიდევაც, რომ თავი მეტად დაიტვირთოს და მალე გახდეს. რადგანაც, მისი ორგანიზმი, არ არის მიჩვეული ასეთ დატვირთვას, ის მალე იღლება, წონაში კი აქვს უმნიშვნელო კლება და ბოლოს და ბოლოს, აღარ ყოფნის ძალა გააგრძელოს. ვარდება დეპრესიაში. ხდება კიდევ უფრო ნაკლებ აქტიური და კი არ უბრუნდება საწყის წონას, არამედ უფრო იმატებს, ვიდრე იყო ვარჯიშის დაწყებამდე. 

გარეშე ეკოლოგია მოითხოვს, ჰარმონიაში იყით არა მარტო თქვენს თავთან, არამედ გარემომოსთან.  გაანალიზოთ, იფიქროთ  და შემდეგ იმოქმედოთ. ის აუცილებელია არა მარტო პიროვნებისთვის, არამედ ნებისმიერ საქმიანობაში, ორგანიზაციებში…

შინაგანი ეკოლოგია

შინაგანი ეკოლოგიური შემოწმება გულისხმობს, საკუთარი გრძნობის ანალისზს და მოქმედებისთვის, შედარებით გონიერი ნაბიჯების არჩევას.

თქვენი ფიზიკური სხეულის ეკოლოგია ვლინდება, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში.

მენტალური ეკოლოგია ვლინდება- კონგრუენტული ან იკონგრუენტული შეგრძნებებით.

ეს ძალიან მარტივია:

კონგრუენტულობა ეს არის– თქვენი მიზნების შეხედულებების და ფასეულობების თანხვედრა, თქვენს სიტყვებთან და ქმედებებთან.

იკონგრუენტულობა– ეს არის იმის შეგრძნება, როცა გრძნობთ რომ მიიღეთ, გაურკვეველი( ამ შემთხვევაში, თქვენ საჭიროებთ დამატებით ინფორმაციას) ან ნეგატიური შედეგი. იკონგრუენტულობა, თავისთავად არ წარმოადგენს ნეგატიურს, მაგრამ თქვენ უნდა გაიაზროთ მოვნენა. მაგალითად, ავიღოთ დისკომფორტი, გაარკვიეთ მისი გამომწვევი მიზეზები, თუ რატომ გრძნობთ თავს ასე.

მარტივად და გასაგებად რომ ავხსნა – შინაგანი ეკოლოგიური შემოწმებისთვის, თავს დაუსვით შემდეგი კითხვები:

  • როგორი იქნება, თქვენი მოქმედების გლობალური შედეგი?
  • რას დავკარგავ თუ განვახორციელებ დასახულ ცვლილებებს?
  • რა დამატებითი ნაბიჯები უნდა გადავდგა?
  • ღირს თუ არა ჩემი მიზანი ამ ძალისხმევად?
  • რას შევიძენ ცვლილებების შემთხვევაში?
  • რა არის ამ ცვლილებების ფასი და ვარ თუ არა მზად გადავიხადო?
  • რა არის ამჟამინდელი მდგომარეობის დადებითი ასპექტები?
  • როგორ შევინარჩუნო ეს დადებითი ასპექტები, სასურველი ცვლილებების გამხორციელების შემთხვევაში?

ყური უგდეთ თქვენს თავს, იგრძენით და ყურადღებით გაანალიზეთ პასუხები. ინკონგრუენტურობის შეგრძნებების ტიპიური რეაქციაა – შინაგანი შეგრძნებები. მისი ვიზუალური რეაქცია ვლინდება, როცა  ხედავ თავსატეხის ნაწილებს და ვერ უყრი თავს, ვერ ქმნი ერთიან სურათს.  ინკონგრუენტურობის მანიშნებელი კლასიკური ფრაზაა: „ კი, მაგრამ..“

ზოგჯერ, ანხორციელებ რა ეკოლოგიურ შემოწმებას, საკუთარ თავში, სწრაფად ხვდები ამა თუ იმ მოქმედებამ რა, არასასურველი შედეგი შეიძლება მოგიტანოს და არა მარტო შენ… ამიტომ საჭიროა თავიდან ჩაუფიქრდე საკითხს და მიხვიდე სასურველ გადაწყვეტილებამდე.

არის ცხოვრებაში მომენტები, როცა გრძნობთ ინტუიციით. ინტუიცია – ეს არის ქვეცნობიერის მინიშნება, იმაზე რომ მოცემულ ცვლილებებში, არ არის ეკოლოგიური სისუფთავე. არ უარყოთ ის. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ინტუიციას და ინკონგრუენტობის შეგრძნებას.

ავტორი:თამარ კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი