შინაგანი ეკოლოგია

0
373

შინაგანი ეკოლოგიური შემოწმება გულისხმობს, საკუთარი გრძნობის ანალისზს და მოქმედებისთვის, შედარებით გონიერი ნაბიჯების არჩევას.

თქვენი ფიზიკური სხეულის ეკოლოგია ვლინდება, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში.

მენტალური ეკოლოგია ვლინდება- კონგრუენტული ან იკონგრუენტული შეგრძნებებით.

ეს ძალიან მარტივია:

კონგრუენტულობა ეს არის– თქვენი მიზნების შეხედულებების და ფასეულობების თანხვედრა, თქვენს სიტყვებთან და ქმედებებთან.

იკონგრუენტულობა– ეს არის იმის შეგრძნება, როცა გრძნობთ რომ მიიღეთ, გაურკვეველი( ამ შემთხვევაში, თქვენ საჭიროებთ დამატებით ინფორმაციას) ან ნეგატიური შედეგი. იკონგრუენტულობა, თავისთავად არ წარმოადგენს ნეგატიურს, მაგრამ თქვენ უნდა გაიაზროთ მოვნენა. მაგალითად, ავიღოთ დისკომფორტი, გაარკვიეთ მისი გამომწვევი მიზეზები, თუ რატომ გრძნობთ თავს ასე.

მარტივად და გასაგებად რომ ავხსნა – შინაგანი ეკოლოგიური შემოწმებისთვის, თავს დაუსვით შემდეგი კითხვები:

  • როგორი იქნება, თქვენი მოქმედების გლობალური შედეგი?
  • რას დავკარგავ თუ განვახორციელებ დასახულ ცვლილებებს?
  • რა დამატებითი ნაბიჯები უნდა გადავდგა?
  • ღირს თუ არა ჩემი მიზანი ამ ძალისხმევად?
  • რას შევიძენ ცვლილებების შემთხვევაში?
  • რა არის ამ ცვლილებების ფასი და ვარ თუ არა მზად გადავიხადო?
  • რა არის ამჟამინდელი მდგომარეობის დადებითი ასპექტები?
  • როგორ შევინარჩუნო ეს დადებითი ასპექტები, სასურველი ცვლილებების გამხორციელების შემთხვევაში?

ყური უგდეთ თქვენს თავს, იგრძენით და ყურადღებით გაანალიზეთ პასუხები. ინკონგრუენტურობის შეგრძნებების ტიპიური რეაქციაა – შინაგანი შეგრძნებები. მისი ვიზუალური რეაქცია ვლინდება, როცა  ხედავ თავსატეხის ნაწილებს და ვერ უყრი თავს, ვერ ქმნი ერთიან სურათს.  ინკონგრუენტურობის მანიშნებელი კლასიკური ფრაზაა: „ კი, მაგრამ..“

ზოგჯერ, ანხორციელებ რა ეკოლოგიურ შემოწმებას, საკუთარ თავში, სწრაფად ხვდები ამა თუ იმ მოქმედებამ რა, არასასურველი შედეგი შეიძლება მოგიტანოს და არა მარტო შენ… ამიტომ საჭიროა თავიდან ჩაუფიქრდე საკითხს და მიხვიდე სასურველ გადაწყვეტილებამდე.

არის ცხოვრებაში მომენტები, როცა გრძნობთ ინტუიციით. ინტუიცია – ეს არის ქვეცნობიერის მინიშნება, იმაზე რომ მოცემულ ცვლილებებში, არ არის ეკოლოგიური სისუფთავე. არ უარყოთ ის. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ინტუიციას და ინკონგრუენტობის შეგრძნებას.

ავტორი:თამარ კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი