29 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 18, 2019

ოშო – რას ნიშნავს იცხოვრო თავისუფალი ცხოვრებით

0
477

ჩემი მითითება ძალიან უბრალოა: იცხოვრეთ იმდენად მოშვებულად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. იცხოვრეთ ინტენსიურად, მგზნებარედ, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ცხოვრებისა.

ფრიდრიხ ნიცშე ამბობს: ღმერთი მოკვდა. ეს არასწორია, იმიტომ რომ ღმერთი არასოდეს ყოფილა დასაწყისშივე. როგორ შეუძლია მას მოკვდეს? ცხოვრება არის, ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება. დართეთ ნება საკუთარ თავს. მე კვლავ ვიმეორებ: დართეთ ნება საკუთარ თავს იყოს ატანილი ცხოვრებით.

წარსულის ეგრეთ წოდებული რელიგიები ყოველთვის გეუბნებოდნენ თქვენ სრულიად საპირისპიროს. ისინი ამბობენ: განდექით. მე გეუბნებით იდღესასწაულეთ! ისინი უარყოფენ ცხოვრებას, მე ვამტკიცებ მას. ისინი ამბობენ, რომ ცხოვრება – ეს რაღაც არარეალური, ილუზიურია და ქმნიან ღმერთის აბსტრაქტულ იდეას, რომელიც სხვა არაფერია, გარდა მათი საკუთარი გონების პროექციისა. და ისინი ეთაყვანებიან ამ პროექციებს. ეს ისე უგუნურობაა, იმ დონის სიბრიყვეა, რომ შეიძლება მხოლოდ გაგიკვირდეს, როგორ ეთაყვანებოდა მილიონობით ადამიანი ასეთ რეალურ უაზრობას. ის რაც არსებობს, უარყოფილია იმის გულისთვის, რაც წარმოადგენს უბრალოდ აბსტრაქციას გონებისა. ღმერთი – ეს მხოლოდ სიტყვაა, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ღმერთი რეალურია.

რეალობა – ეს ცხოვრებაა: თქვენ გრძნობთ მას თქვენივეე გულისცემაში, ის პულსირებს სისხლში, იგი ყველაფერშია: ყვავილებში, მდინარეებში, ვარსკვლავებში. ისინი კი იძახიან, რომ ყველაფერი ეს არის მაია, ილუზია. იძახიან რომ, იგი შედგება იგივე ნივთიერებებისგან, რაც სიზმრები. ისინი ქმნიან ღმერთს და ყველა, რა თქმა უნდა ქმნის მას თავის წარმოდგენაში. ამიტომაც არსებობს ათასობით ღმერთები.

ეს თქვენი წარმოსახვაა. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ღმერთი ოთხი თავით, შეგიძლიათ შექმნათ იგი ათასი თავით. თქვენი გადასაწყვეტია, ეს თქვენი თამაშია. და ეს ხალხი ლაპარაკობდნენ… შხამავდნენ სხვათა გონებას.

მე გეუბნებით თქვენ – ცხოვრება არის ერთადერთი არსებული ჭეშმარიტება. არ არის სხვა ღმერთი, გარდა ცხოვრებისა ამიტომ მიეცით თავს ნება იყოთ შეპყრობილი მუსიკის ნოტებით. თუ თქვენ შეძლებთ გააკეთოთ ეს უბრალო რამე… ეს ადვილია, იმიტომ რომ კითხვა არის მხოლოდ იმაში, რომ მიეცეთ დინებას. ნუ ეწინააღმდეგებით მდინარეს, დართეთ ნება მდინარეს, რომ გაგიყვანოთ ოკეანესთან. ის უკვე გზაზეა მისკენ. მოდუნდით, არ დაიძაბოთ და არ ეცადოთ იყოთ სასულიერო. არ შექმნათ არავითარი დაყოფა მატერიასა და სულს შორის. არსებობა მთლიანია, მატერია და სული – უბრალოდ ორი მხარეა ერთი და იგივე მონეტის. მოდუნდით, დაისვენეთ და იცურეთ მდინარესთან ერთად.

იყავით მოთამაშეები, ნუ იქნებით საქმოსნები და თქვენ გაიგებთ ღმერთის შესახებ კიდევ მეტს, იმიტომ რომ მოთამაშეს შეუძლია გარისკოს. მოთამაშე არ არის მოანგარიშე. მას შეუძლია დადოს ყველაფერი რაც გააჩნია. როდესაც მოთამაშე დებს ყველაფერს, ის კანკალებს და ელოდება… რა მოხდება ეხლა? ამ მომენტში ფანჯარა შეიძლება გაიღოს. ზუსტად ეს მომენტი შეიძლება გახდეს თქვენთვის ტრანსფორმაცია.

იყავით ლოთები, შესვით ცხოვრება, ამ არსებობის ღვინით. ნუ დარჩებით ფხიზელი. ფხიზელი ადამიანი – მკვდარია. დალიეთ სიცოცხლის ღვინო. მასში იმდენად ბევრი პოეზიაა, იმდენად ბევრი სიყვარულია, იმდენად ბევრი ნექტარია. თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ გაზაფხულის ყვავილობა ყოველ მომენტში. უბრალოდ დაუძახეთ მას და მიეცით ნება მზეს, ქარს და წვიმას შემოვიდეს თქვენში.

სწორედ ამიტომ სპირიტუალისტები არიან ჩემს წინააღმდეგ, ისინი ფიქრობენ, რომ მე უარვყოფ ღმერთს. მე არ უარვყოფ ღმერთს. თავდაპირველად მე ვქმნი ღმერთს რეალურს, მე ვაცოცხლებ მას, მე ვაახლოვებ მას თქვენთან, ახლოს. როგორც თვით თქვენი გული – ვინაიდან ის თქვენი არსებაა, არა როგორც განცალკევებული, არა როგორც დაშორებული, არა როგორც ცაში, არამედ აქ და ეხლა მე ვცდილობ დავანგრიო თვით იდეა იქ და მაშინ მთელი ჩემი სწავლება ამაშია, აქ და ეხლა, რადგან არ არსებობს სხვა სივრცე გარდა აქ და არ არის სხვა დრო გარდა ახლა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი

error: კონტენტი დაცულია!