ჯიდუ კრიშნამურტი აზრები

0
679

“თუ მეცნიერულმა გონმა ცნობილის საზღვრები გადალახა, მაშინ შესძლებს მიუახლოვდეს რელიგიურ ცნობიერებას. საბუნებისმეტყველო მეცნიერების აზროვნება არის ზუსტი, ლოგიკური, ანალიტიკური და იკვლევს გარესამყაროს, მაგრამ მას არ მივყავართ საგანთა შინაგანი არსის შეცნობისკენ. შინაგანი არსის შეცნობას კი მივყავართ გარეგანის გაგებამდე. მეცნიერული გონი ზუსტად და ნათლად აანალიზებს, მაგრამ არ იცნობს თანაგრძნობას, რადგან თავის თავსაც არ იცნობს. “

“ტექნიკა ვერასოდეს შესძლებს შემოქმედებითი გაგების წარმოქმნას. – რა აუცილებელიც არ უნდა იყოს ტექნიკური ცოდნა, მას არანაიარად არ ძალუძს ჩვენი შინაგანი ფსიქოლოგიური პრობლემებისა და კნფლიქტების ახსნა. და სწორედ იმიტომ რომ ჩვენი ტექნიკური ცოდნა მიღწეულია საერთო ცხოვრებისეული პროცესების გაგების გარეშე, ტექნიკა თვითგანადგურებად შემოგვიბრუნდა. ადამიანი, რომელსაც შეუძლია ატომის გახლეჩვა, მაგრამ თავის გულში სიყვარულს არ ატარებს, ურჩხულად იქცევა”

“ბოროტი რეალურია. ნუ დავკავდებით მისით – ფიქრებშიც კი არ უნდა ვეთამაშოთ. მასზე ფიქრი მის მოწვევას ნიშნავს. სიძულვილი და ეჭვი იზიდავს ბოროტს. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი, რომ სხეული და სული წყნარად იყვნენ, და მაშინაც კი როცა ძლიერი გრძნობები გვიპყრობენ, მუდამ დამკვირვებლებად დავრჩეთ. ნგრევისა და განადგურებისგან ყოველთვის მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს. მუხედავად იმისა, თუ რას წარმოვადგენთ.”

“შიშის ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ ჩვენს ადამიანურ ყოველდღიურობაში ავტორიტეტებს ვქმნით. ეს გამოწვეულია ჩვენი მოთხოვნილებით, სიმართლე ჩვენს მხარეს იყოს, ვიყოთ დაჯერებულნი, ვიცხოვროთ მყუდროდ და არ შეგვაწუხოს ცნობიერმა კონფლიქტებმა. მაგრამ შიშის შედეგი ვერასოდეს დაგვეხმარება ჩვენი პრობლემების შეცნობაში, მაშინაც კი ვერა -როცა შიში ეგრეთწოდებულ ბრძენთა მიმართ მორჩილებისა და პატივისცემის ფორმას იღებს. ბრძენი ადამიანები არ მოქმედებენ ავტორიტეტით, და ავტორიტეტული ადამიანები არ არიან ბრძენნი. შიშის ნებისმიერი ფორმა ხელს უშლის საკუთარი მე -სა და მის სამყაროსთან კავშირის შემეცნებას”

“სრულყოფილი თავისუფლება ერთადერთია, რასაც მნიშვნელობა აქვს ადამიანურ ყოფიერებაში. თავისუფლება დიდ დისციპლინას მოითხოვს. მისი წინაპირობებია უაღრესი თავმდაბლობა, თანდაყოლილი შინაგანი დისციპლინა და დაუღალავი შრომა.
ვერცერთი გარედან მოსული ადამიანი ვერ გაგათავისუფლებს, ვერცერთი ორგანიზირებული კულტი, ვერც თავის შეწირვა რამე საქმისთვის, ვერც რამე ორგანიზაცია, რომელსაც ეკუთვნით და ვერც სამსახური, სადაც მუშაობთ, ვერაფერი მსგავსი ვერ შესძლებს თქვენს განთავისუფლებას.”

“ჭეშმარიტება უგზო ქვეყანაა. ბილიკი იქ ვერ მიგიყვანს , ვერც რელიგია, ვერც სექტა. ეს ჩემი მტკიცე თვალსაზრისია. როდესაც ამას ერთხელ დაინახავთ, მერე ადვილი მისახვედრია,რომ შეუძლებელია რწმენის ორგანიზირება. რწმენა წმინდად ინდივიდუალური რამაა, და თქვენ არ შეგიძლიათ და არც უფლებაგაქვთ მისი ორგანიზირების. თუ ეს მაინც მოხდა, მაშინ იგი კვდება, კრისტალიზაციას განიცდის, იქცევა კონფენსიად, სექტად, თავსმოხვეულ რელიგიად.”

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი