ოშო – სექსიდან ზეცნობიერებამდე V ნაწილი

0
841

ბევრნი ფიქრობენ, რომ ისინი იმპოტენტები არიან, მაგრამ სინამდვილეში იმპოტენტი – ეს დიდი იშვიათობაა. ასეთი ადამიანის მიმართ მე ნამდვილად განვიცდი თანაგრძნობას – იმიტომ, რომ მას არ აქვს ენერგია, რომლის ტრანსფორმირებაც შესაძლებელია და არ არის ენერგია, რომ თავადაც განიცადოს ტრანსფორმაცია.

ის ვერ შეიცნობს ამ სიხარულს. ის ვერ შეიცნობს იმ სიხარულს, რომელიც მოდის სექსიდან, ის ვერ შეიცნობს სიხარულს, რომელიც წარმოიქმნება მის საზღვრებს მიღმა მოძრაობის დროს. იგი ნამდვილად შეცოდების ღირსია. მაგრამ ეს დიდი იშვიათობაა. 100 იმპოტენტიდან 99%-ს უბრალოდ სჯერათ, რომ იმპოტენტები არიან.

ყველა სახეობის ცხოველი განიცდის ორგაზმს. სულ უმცირესიდან უზარმაზარ სპილომდე და არც ერთი არ წუხს, იმიტომ რომ ისინი არ კითხულობენ არავითარ მასტერსებს და ჯონსონებს. და ისინი ტკბებიან!

ფატქიურად ადაიმანი ერთადერთი ცხოველია, რომელიც იმპოტენტი ხდება. არცერთი სხვა ცხოველი არ ხდება იმპოტენტი. არცერთი სხვა ცხოველი არ ხდება იმპოტენტები,იმიტომ რომ ისინი არ წუხდებიან. შეწუხებულობა ქმნის იმპოტენტებს. ნაადრევი ეაკულაცია სინამდვილეში არ წარმოადგენს სექსუალურ პრობლემას, ეს უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა.

ფიზიოლოგიურად აქ არ არის არავითარი გადახრები, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თქვენ იმყოფებით სიჩქარეში, სწორედ ეს სიჩქარე იწვევს ნაადრევ ეაკულაციას. დასავლეთში თითქმის მამაკაცთა 70% იტანჯება ამისაგან.

ეს არ არის პატარა პრობლემა, 70% – ეს უზარმაზარი უმრავლესობაა. სინამდვილეში არსებობენ მრავალი ადამიანები რომლეთაც დაიწყეს ფიქრი, რომ ნაადრევი ეაკულაცია ნორმალურია, იმიტომ რომ 70%… ეს ნორმალური უნდა იყოს. ამიტომ 30%-ს უნდა ჰქონდეთ რაღაც არასწორი, ნორმალური ნიშნავს საშუალოს. ეს 70% მალე გადაიქცევა 80%-ად, 90%-ად,.. მათი რაოდენობა იზრდება.

არასოდეს ადრე კაცობრიობის ისტორიაში ადრეული ეაკულაცია არ იყო ასეთი პრობლემა, როგორც ახლა დასავლეთში და განსაკუთრებით ამერიკაში. იმიტომ რომ, ცივილიზაცია სინამდვილეში პირველად იმყოფება ასეთ სიჩქარეში. ცივილიზაცია პირველად აღიქვამს მეტისმეტად დროს.

აღმოსავლეთში ადამიანები არასოდეს არ იტანჯებიან ნაადრევი ეაკულაციისაგან, იმიტომ რომ ყველაფერი ხდება ნელა და არავინ ჩქარობს. დრო საკმარისია, საკმარისზე უფრო მეტი, მარადიულობა მისაწვდომია. აღმოსავლური წარმოდგენა, რომ სიკვდილის შემდეგ თქვენ დაიბადებით თავიდან, თავიდან და თავიდან, გაძლევთ ბევრ დროს, უზამრაზარ ვადას.

დასავლური იდეა, რომ არის მხოლოდ ერთი ცხოვრება, ძალიან გაცხარებულს გხდით. მხოლოდ ერთი ცხოვრება? თქვენ უნდა აიღოთ ყველაფერი მისგან დაუყოვნებლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაივლის! ასე, რომ ყველაფერი უნდა იყოს ძალიან ჩქარი, სწრაფი.

ეს გონებას მოაქვს ასეთი პრობლემა. გონება მუშაობს და გხდით ჩქარს. ის აგრძელებს დირექტივების მოცემას ღრმად შიგნიდან:აკეთე ეს სწრაფად, იჩქარეთ, მალე დაამთავრეთ.
არსებობს მუდმივი სურვილი, რათა მოვლენები მოხდეს დაუყოვნებლივ. შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ცხოვრებაში მთავარია – ეს გააკეთო ისე, რომ ყველაფერი უფრო მეტი სისწრაფით მოხდეს.

მაგრამ ყველაფერი დიადი მოითხოვს დაყოვნებას, მოთმინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ყველაფერს ხელიდან გაუშვებთ. აუცილებელია დრო, რათა თქვენ შეგეძლოთ ამით შევსება. რატომ აქვს ადამიანს ურთიერთობის ამდენი საშუალება –ჰეტეროსექსუალური, ბისექსუალური, ერთი ერთზე, ანდა ჯგუფური? ადამიანს აქვს თავისუფლება არჩევანში.

იმ არჩევანს შეუძლია მიგიყვანოთ პათოლოგიამდე, ანდა მას შეუძლია გაგხადოთ ბუდა.
ასე, რომ ეს თქვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებთ თქვენს თავისუფლებას.
მე უბრალოდ ვამბობ რომ, თუ უნდა დაიხარჯოს თქვენი სექსი, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი სტილი, თავისუფალი ხართ აირჩიოთ თქვენი სტილი.

თუ გადაწყვიტეთ იყოთ ბრიყვი, ბოლოს და ბოლოს უნდა მოგეცეთ თავისუფლება სწორედ მასზე, როგორი ბრიყვიც გინდათ, რომ იყოთ! მე გაძლევთ მთლიან თავისუფლებას.
ჩემი ძალისხმევა აქ მხოლოდ იმისთვისაა, რომ დაგეხმაროთ წახვიდეთ მის საზღვრებს მიღმა:ასე რომ, თუ თქვენ ხართ ჰომოსექსუალისტი, უნდა წახვიდეთ ჰომოსექსუალიზმის მიღმა, თუ ჰეტეროსექსუალისტი, უნდა წახვიდეთ ჰეტეროსექსუალიზმის მიღმა.

არსებობენ აგრეთვე სხვა ადამიანები,რომლებიც არ წარმოადგენენ არც ერთს, არც მეორეს, რომლებიც არიან ავტოერუტულები, ავტოსექსუალურები. ისინი უნდა წავიდნენ ავტოეროტიზმის მიღმა. ადამიანებმა უნდა გადააბიჯონ სექსის მიღმა: როგორიც არ უნდა იყოს სექსი. იმიტომ რომ სანამ თქვენ არ გასცდებით საკუთარ ბიოლოგიას, მანამ ვერასოდეს ვერ შეიცნობთ საკუთარ სულს.

თუ ადამიანმა იპოვა საკუთარი გზა, საკუთარი სტილი, საკუთარი ცხოვრება, მაშინ სექსუალური პრობლემები ქრებიან. სექსუალური პრობლემები არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი სასიცოცხლო ენერგია მოძრაობს იმ მიმართულებით, რომლითაც თქვენ არ ტკბებით.

მაგალითად, თქვენ აგრძელებთ განსაკუთრებული სამუშაოს შესრულებას და ის არ მოგწონთ, პირიქით, მას ვერ იტანთ სულის სიღრმემდე. ეს აუტანელი ხდება, იმიტომ რომ ყოველ დღე თქვენ აგრძელებთ იმ სამუშაოს კეთებას, რომელიც გძულთ. და უეცრად, თუ თქვენ ერთხელაც იწყებთ სამუშაოს, რომელიც გიყვართ, თქვენ იქნებით აღტაცებული ექსტაზით, რომელიც აღიმართება თქვენში, იქმნება თქვენში. და მაშინ დაიწყებთ ფრქვევას – სიყვარულისა, ლოცვისა, მედიტაციისა, ურთიერთდამოკიდებულება – ყველაფერი!

ეს ჩემი დაკვირვებაა:დამოკიდებულება სექსთან არის ძალიან სიმბოლური – იგი აჩვენებს ყველაფერს მთელი თქვენი ცხოვრების შესახებ. სექს ეწოდა პირველადი ცოდვა – იგი არ წარმოადგენს არც პირველადს, არც ცოდვას.

დღემდე საზოგადოება წინააღმდეგია სექსის, რელიგიები და ეკლესიები უარყოფენ მას, რომ მათ შექმნეს ძალიან ღრმა, ქვეცნობიერი ზიზღი. თქვენ შეიძლება არ იცოდეთ ეს ცნობიერად, შეიძლება ვერ დაინახოთ ეს ვერსად თქვენს გონებაში ისე, რომ შეძლოთ მისი აღმოჩენა.
ამან შეაღწია სხეულის ფესვებამდე, ყველაზე ღრმა შრეებამდე, იმიტომ რომ საუკუნეების მანძილზე ხალხს სექსის წინააღმდეგ განაწყობდნენ. ეს ზიზღი, სიძულვილი და განკითხვა აუცილებელია განვაგდოთ და ეს შესალებელია, მხლოდ თუ თქვენ ისწავლით სექსთან მოკრძალებით დამოკიდუბულებას.

ეს ხდება უმრავლესობასთან ბავშვობაში, რომ სექსი იხშობა. არც ერთ ბავშვს არ აქვს ნებართვა, არც ერთი საზოგადოება არ აძლევს უფლებას შეეხოს თავის სასქრო ორგანოებს, ნებას არ რთავენ ეთამაშოს მათ. ეს ხდება იმდენად ადრე, რომ თქვენ არ შეგიძლიათ გაიხსენოთ. ბავშვი საბავშვო საწოლში თამაშობს თავისი სასქესო ორგანოებით, დედა კი შემოდის და იღებს მის ხელებს. ეს უკვე შოკია ბავშვისათვის. მას ეწყება შიში შეეხოს თავის საკუთარ სასქესო ორგანოებს.

ბავში არ აღწევს სექსუალურ ორგაზმს, ეს არის ორგაზმული. ბუნებრივი განზრახვა შეეხოს სასქესო ორგანოებს, ეთამაშო მათ – ეს მშვენიერია. ბავშვს არ წარმოექმნება აზრები, რომ ეს ცუდია, მას არ უჩნდება აზრები დანაშაულისა. ის უბრალოდ აკეთებს რაც ბუნებრივია. მას ისევ და ისევ აჩერებენ, განიკითხავენ. ბავშვს შეუძლია დაინახოს აკრძალვა დედის სახეზე, მამის სახეზე და თანდათანობით ენერგია იხშობა და მას უკვე ეშინია.

სექსუალური ენერგია აღწევს თავის კულმინაციას დაახლოებით თვრამეტი წლის ასაკში.
უკვე აღარასოდეს იქნება კაცი ისეთი ძლიერი და უკვე აღარასოდეს იქნება ქალი მდგომარეობაში ჰქონდეს ისეთი ძლიერი ორგაზმი, რაც შეუძლია განიცადოს დაახლოებით 18 წლის ასაკში. მაგრამ ჩვენ ვაიძულებთ მათ არ იყვნენ სქესობრივ აქტში. ჩვენ ვაიძულებთ ბიჭებს ჰქონდეთ განცალკევებული საძინებელი. გოგონები და ბიჭები ჰყავთ განცალკევებით. ზუსტად მათ შორის დგას მთელი მექანიზმი აღმზრდელების, მასწავლებლების, ინსპექტორების, საერთო საცხოვრებლის კომენდანტების, მილიციის. ისინი ყველგან დგანან იქ, ზუსტად შუაში, აკავებენ ბიჭებსა და გოგოებს, რათა არ მიუახლოვდნენ ისინი ერთმანეთს.

თვით სიტყვათა წყობა “იცხოვრო ვინმესთან” წარმოადგენს შერბილებას, ის მალავს უბრალო საგანს – არაფერი თქვა სექსზე. რომ გაექცე სიტყვა “სექსს”, საჭირო გახდა ამ მეტაფორის შექმნა:ცხოვრება ვინმესთან. რას ნიშნავს ცხოვრება ვინმესთან? უბრალოდ არ ლაპარაკობ არაფერს სექსზე. ყველა საუკუნეში კაცობრიობა ცხოვრობდა ამ ხრიკით.

მაგრამ ბავშვები ადრე,თუ გვიან ამას აღმოაჩენენ – სინამდვილეში კი ისინი აღმოაჩენენ უფრო ადრე, ვიდრე გვიან. აღმოაჩენენ ძალიან არასწორი მეთოდით, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, მზადმყოფი მოყვეს ამის შესახებ, მათ ამის გაკეთება თვითონ უწევთ.
ისინი აკეთებენ დასკვნებს, ხდებიან ძალიან ცნობისმოყვარენი სექსზე და ყველაფერზე, რაც მასთან არის დაკავშირებული; და თქვენ ატარებთ პასუხისმგებლობას მათი გარდაქმისათვის სექსით ცნობისმოყვარეებად და შეწუხებულებად. ისინი კი ივსებიან ყველანაირი მანკიერი წყაროებიდან, საძაგელი ადამიანებისაგან.

პორნოგრაფია – ეს სექსია, ჩახშობილია მის ბუნებრივ სივრცეში, რომელიც შემდგომ გონებიდან მტკიცდება. მასში ბევრი საშიშროებაა. ერთ-ერთი საშიშროებაა: თუ თქვენ ძალიან გატაცებული ხართ პორნოგრაფიით – რაც ხდება მთელს მსოფლიოში – მაშინ რეალური ქალი და რელური კაცი არ გამოიყურება მიმზიდველად.

მაშინ წარმოიქმნება დიდი პრობლემა: თქვენი ფანტაზია საჭიროებს ქალს, რომელიც ნახეთ “ფლეიბოის” ჟურნალში. მაგრამ არ შეგიძლიათ სადმე მოძებნოთ ის ქალი – ვინც არ უნდა იპოვოთ, მოლოდინი მაინც გიცრუვდებათ. ახლა არაფერი გაკმაყოფილებთ. თანდათანობით რეალური ხდება არარეალური, არარეალური კი ხდება ბევრად რეალური.

ადამიანი,რომელმაც ჩაახშო საკუთარი სექსი, შეიძლება გახდეს კარგი ჯარისკაცი, იმიტომ რომ ენერგია არსებობს და მას სურს შეაღწიოს ადამიანში. ხიშტი – ეს სხვა არაფერია, თუ არა ფალოსური სიმბოლო. ეს უხამსობა ჰკლავს ადამიანებს. ჩემთვის ძალადობა – ერთადერთი უხამსობაა. ეს მშვენიერია შეაღწიო ქალის სხეულში; როდესაც შენში შეაღწევს კაცის სხეული – ეს მშვენიერია, მაგრამ ხიშტი? – ეს არის სიმახინჯე. მაგრამ თუ თქვენ ახშობთ სექსს, შეგიძლიათ გახდეთ კარგი ჯარისკაცი. აი ამიტომ ყველა არმიაში იხშობა სექსი, ის არმია, სადაც მეტი ჩახშობაა, იქნება უფრო მეტად ძლიერი.

იყო ორგაზმული – ნიშნავს შესაძლებლობას დაკარგო კონტროლი. მუდმივი კონტროლი ნაშნავს, რომ თქვენ უბრალოდ ზიხართ საკუთარ ენერგიებზე, მართავთ მათ: “ეს უნდა იყოს, ეს არ უნდა იყოს, ეს სწორია, ეს არასწორია”. თქვენ გამუდმებით აკეთებთ ამას, ხელის შეშლით, ჩახშობით. მიდიხართ მხოლოდ იქამდე, მის მიღმა – ხიფათია, ეს დაშვებულზე მეტია… როგორ შეგიძლიათ იყოთ ორგაზმულები?

თუ თქვენ არ ხართ ორგაზმულები სხვა საგანში, როგორ შეგიძლიათ იყოთ ორგაზმულები სექსში? თუ თქვენ აკონტროლებთ თქვენს ბრაზს, ვერ შეძლებთ იყოთ ორგაზმულები სექსში.
თუ შეგიძლიათ იყოთ ორგაზმულები ბრაზში, მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ იყოთ ორგაზმულები სექსში. ადამიანი – ეს ტოტალურობაა. თუ არ შეგიძლიათ შეხვიდეთ გაცოფებაში, როგორ შესძლებთ სიყვარულში შესვლას? შეუძლებელია! ბუნებრივი ადამიანი ორგაზმულია თავის ყველა ემოციაში.

ჩვენ ვახშობთ მოძრაობას,განსაკუთრებით მთელ მსოფლიოში ვახშობთ მოძრაობას და ყოველგვარ ვიბრაციას ქალისას. ისინი რჩებიან თითქმის როგორც მკვდარი სხეულები.
თქვენ მათ რაღაცას უკეთებთ, ისინი არაფერს არ გიკეთებენ. უბრალოდ პასიური პარტნიორები არიან. რატომ ხდება ეს? რატომ ახშობენ მთელს მსოფლიოში კაცები ქალებს ასეთი სახით?

არსებობს შიში – იმიტომ, რომ თუ ერთხელ ქალის სხეული ხდება ატანილი, ძალიან ძნელია კაცისათვის დააკმაყოფილოს იგი, იმიტომ რომ ქალს შეუძლია ჰქონდეს ორგაზმების ჯაჭვი, კაცს კი არ შეუძლია. ნებისმიერ ქალს შეუძლია ჰქონდეს მინიმუმ სამი ორგაზმი გადაბმულად, მაგრა, კაცს შეუძლია ჰქონდეს მხოლოდ ერთი. კაცის ორგაზმით კი ქალი იღვიძებს და მზადაა მომდევნო ორგაზმებისათვის. მაშინ ეს ძნელია. როგორღა შეიძლება ამასთან თავის გართმევა?!

მას მყისვე სჭირდება სხვა კაცი, ჯგუფურ სექსზე კი არის ტაბუ. მთელს მსოფლიოში ჩვენ შევქმენით მონოგამური საზოგადოება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვთვლით, რომ ქალი უკეთესია ჩაახშო. ამიტომ სინამდვილეში 80%-დან  90%-მდე ქალებს არასოდეს განუცდიათ ორგაზმი. მათ შეუძლიათ მისცენ სიცოცხლე ბავშვებს – ეს სხვაა. მათ შეუძლიათ დააკმაყოფილონ კაცი – ესეც სხვაა, მაგრამ თვითონ ისინი არასოდეს არიან დაკმაყოფილებულნი. ამიტომ,თუ მთელს მსოფლიოში ხედავთ ასე ბევრ მწუხარებას ქალებში – დარდი, მწუხარება, მოწყენილობა, ეს ბუნებრივია… მათი ძირითადი მოთხოვნა დაუკმაყოფილებელია.

ჭამის პროცესს შეუძლიათ მოგცეთ სექსუალური დაკმაყოფილება,იმიტომ რომ სექსუალური ცენტრი და პირი ურთიერთ დაკავშირებულია. აი რატომ არის კოცნა ასე სექსუალური. სხვაგვარად – რატომ? და თუ ვნებიანად კოცნით ვინმეს, დაუყოვნებლივ გრძნობთ სექსუალური ენერგიის მოზღვავებას. რატომ? აკი პირი და სექსუალური ცენტრი ასე შორსაა ერთმანეთისაგან! არა, ისინი შეერთებულია, ეს ორი პოლუსია ერთი და იგივე ენერგიის.

ასე რომ, როდესაც სექსუალური პოლუსი შიმშილობს მთელი ენერგია მოძრაობს პირში. თქვენ იძულებული ხართ ჭამოთ ბევრი, ღეჭავთ რეზინას, ან კიდევ რაღაც სხვას.
ანდა, სხვა შემთხვევაში, თქვენ უნდა ილაპარაკოთ, იმიტომ რომ ამ დროს პირი მოძრაობს. აი რატომ ლაპარაკობენ ადამიანები მთელი დღის განმავლობაში. თვით დღეც არასაკმარისია, თუ დაჯდებით მათთან მთელი ღამე, დაინახავთ, რომ ისინი კვლავ ლაპარაკობენ.

თუ სექსუალური ენერგია მოედინება სრულყოფილად, მაშინ ყველაფერი ფუნქციონირებს სწორად, ყველაფერი იმყოფება თანხმობაში. მაშინ თქვენ უბრალოდ ჰარმონიაში, ვიბრაციაში ხართ და მოიპოვება რაღაც წონასწორობის მსაგავსი.

ერთხელ სექსუალური ენერგია სადღაც იჭედება, შედეგი ირეკლება მთელს სხეულზე.
ბუნებრივია ეს პირველ რიგში ირეკლება თავზე, იმიტომ რომ სექსუალური ცენტრი – ეს ერთი პოლუსია, თავი კი – მეორე. ეს პოლარობებია.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი