გაზარდე შენი ყურადღების კონცენტრაცია და პროდუქტიულობა

0
481

კვლევები ადასტურებენ, რომ მცირე ცვლილებებს საგრძნობლად შეუძლია შედეგების გაუმჯობესება.

დოქტორი ლერი როზენი ადამიანებს პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად ურჩევს, მინიმუმადე დაიყვანონ შემაწუხებელი ფაქტორები, რაც გულისხმობს ისეთ ადამიანებთან და საგნებთან ურთიერთობის თავიდან არიდებას, რომლებიც მათ ყურადღებას გადაატანინებენ რაიმე სხვაზე.

ლერი როზენი იმასაც კი გვირჩევს, რომ ოთახის კარზე “დო ნოტ დისტურბ” (არ შემაწუხოთ) ნიშანი დავკიდოთ, როდესაც რაიმე თემაზე ფოკუსირებას ვაპირებთ.  შეიძლება მსგავსი ზომების მიღება ერთი შეხედვით ექსტრემალური ჩანდეს, მაგრამ როზენის კვლევები გვიჩვენებს რომ ყურადგების გაფანტვა გადადის ჩვევაში და ეს ჩვენს შანსებს დაბლა წევს, ვიყოთ ეფექტურები სკოლაში, ან სამსახურში.

მან და სხვა ფსიქოლოგ-მკვლევარებმა, აღმოაჩინეს კონკრეტული მეთოდები თუ როგორ დასძლიონ ადამიანებმა თანდაყოლილი თუ გარემოებებიდან შეძენილი ქცევები, რომლებიც დაბრკოლებებს უქმნიან მათ პროდუქტიულობას.

მიუხედავად იმისა რომ ტექნოლოგიური წინსვლა გვეხმარება ინფორმაციის სცრაფად მოძიებაში, როზენმა დაადგინა რომ ტექნიკა ასევე აქვეითებს ჩვენს ყურადღების უნარს, რადგან ცდუნება, რამე სხვა და ძალიან მარტივი გააკეთო, გაცილებით დიდია.

როზენმა 260 სკოლის, და უნივერსიტეტის სტუდენტებს დაავალა, ემეცადინათ 15 წუთი სახლში. კვლევამ აჩვენა რომ 6 წუთის შემდეგ უმეტესობა სხვა რამის კეთებით დაკავდა. სტუდენტების ნაწილი რაღაც დროის შემდეგ დაუბრუნდა მეცადინებობას, მაგრამ ერთბაშად 15 წუთი პრაკტიკულად არავის არ უმეცადინია. მათი ყურადღების გაფანტვის ძირითადი მიზეზები იყო ტექნიკა, – ტელეფონის ვიბრაცია, იმაილის შემოწმება, მუსიკის ჩართვა და ასე შემდეგ.

მართალია ადვილია თავი დაირწმუნო, რომ შენ ორ საქმეს ერთად აკეთებ, მაგრამ რეალურად არცერთი საქმე ხარისხიანად არ გამოგდის.

როზენის აზრით, პირველ რიგში აუცილებელია ვისწავლოთ 15 წუთი შეუჩერებლივ მუშაობა და მხოლოდ შემდეგ წავახალისოთ ჩვენი თავი პატარა შესვენებით და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

შესვენება არამატო კვებავს ჩვენს შინაგან მოთხოვნას, ვისარგებლოთ ტექნიკით, არამდედ გვეხმარება ფოკუსის აღდგენაში.

ალეხანდრო ლერას კვლევის მიხედვით, ცდისპირები, რომლებიც პატარა შესვენებებს იღებენ, კონსენტრაციის მაღალ დონეს ინარჩუნებენ 40 წუთის განმავლობაში, ხოლო ვინც არ აიღო შესვენება, იგივე დონის პროდუქტიულობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.
შესვენების ხანგრძლივობა საქმის სირთულიდან გამომდინარეობს.

ადამიანების ნაწილი ხშირად მიზნების ნუსხას ჩამოწერს ხოლმე. შეროლ ტრავერსის კვლევის მიხედვით მიზნების ნუსხის ჩამოწერა დადებით გავლენას ახდენს კონსენტრაციის უნარზე. მის კვლევაში სტუდენტებს დაევალათ, ჩამოეწერათ ის საკითხები, რაშიც გაუმჯობესება სჭირდებოდათ, შემდეგი სამი თვის განმავლობაში ისინი დღიურებში წერდნენ მათი პროგრესის შესახებ.

ამ მეთოდმა დადებითად იმოქმედა სტუდენტებზე. ეს რამდენიმე მარტივი რჩევა რომ შევაჯამოთ: თუკი გვინდა თანდათან გავზარდოთ ჩვენი პროდუქტიულობა, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ქაოსური აზროვნების, გონებაში ნახევრად გაფორმებული მიზნების და სურვილების სტრუქტურირების მცდელობა და მათი გეგმის სახით ჩამოწერა, სიტყვიერი გაფორმება.

შემდეგ კი განვმარტოვდეთ, ზედმეტი საგნებისგან და ადამიანებისგან თავი დროებით შორს დავიჭიროთ და ვეცადოთ, ყოველი მიზნის მიმართ ფიქრის და მუშაობის დრო ავიყვანოთ უწყვეტ 15 წუთამდე.

ამაში დაგვეხმარება საკუთარი თავისთვის იმის ხშირი შეხსენებაც, რომ დღე-ღამეში მთელი 24 საათია, ნუ დაინანებთ თქვენი ძირითადი მიზნებისთვის 24 საათიდან გახარჯულ სულ რაღაც რამდენიმე 15 წუთს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი