ქვეცნობიერში ჩატვირთული პროგრამები

0
720

ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენი გადაწყვეტილება, რომ წარმატებას მიაღწიოთ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი” – აბრაამ ლინკოლნი.

შემზღუდველი რწმუნებულება ცნობიერი თვითშთაგონების შედეგია. ნეგატიური დამოკიდებულება საკუთარი თვისადმი არის ჩვენი ფიქრის ნაყოფი, რომელსაც სხვადასხვა ცრუ ფიქრით ვიჯერებთ და შემდგომში მყარად ჯდება ჩვენს რწმენა წარმოდგენებში.

თუ დავიჯერებთ ფიქრს, რომ ვართ სუსტი – ყველაფერი ისე წარიმართება, რომ ეს რწმენა მართლაც ასეთად გვაქცევს და ვერასოდეს შევძლებთ ნაბიჯის წინ გადადგმას. ჩვენი ფიქრი იმის შესახებ, რომ არ შეგვიძლია, ეს მხოლოდ შიშს შემოიტანს ჩვენს ცხოვრებაში. ამრიგად, უარყოფითი წარმოდგენა საკუთარ თავზე გვზღუდავს და ძალიან ბევრი პერსპექტივა, რომელიც ჩვენს თვალწინ იშლება ვერ ვხედავთ.

ხოლო თუ დაიჯერებთ,  რომ ხართ ძლიერი და ყველაფერი გამოგდის, ყველა გადადგმული ნაბიჯი ყოველთვის  შედეგიანი და ნაყოფიერი იქნება. რადგან თქვენი ქვეცნობიერი მოწყობილობა მუდამ იმაზე იქნება მომართული, როგორ მიიღოთ სასურველი. ასე, რომ დადებით განწყობას  მუდამ საუკეთესო შედეგები მოაქვს.

ჩვენი პიროვნული ზრდა ზუსტად იქ იწყება სადაც ჩვენი  თავის რწმენა იბადება. ჩვენი მიდგომები განაპირობებს  იმ  შედეგს, რომელიც ჩვენს რწმენა წარმოდგენებს მოაქვს. ნებისმიერ ჩვენგანს გარკვეული თვითშეფასება აქვს და ჩვენი ქცევა ძირითადად ჩვენივე თვითშეფასებით არის ნაკარნახევი. ჩაუღრმავდი საკუთარ ფიქრებს და გაანალიზე, ის რწმენა წარმოდგენა, რაზედაც ფოკუსირებული ხარ,  გეხმარება თუ გაბრკოლებს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

სამწუხაროდ ჩვენ, ადამიანებმა, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება გავამახვილოთ დადებითზე და გვახსოვდეს საკუთარი წარმატებები, რაც კი აქამდე მომხდარა, გვჩვევია ყურადღების მიმართვა  და ფიქრი, უარყოფითზე, დანაკარგზე  და განუხორციელებელ მიზნებზე. შემდგარი ადამიანებისთვის პრობლემა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამოწვევა და ნაბიჯებისგან შემდგარი ეტაპები.

უბრალოდ მოინდომე, მოინდომე და გადართე შენი ფიქრი პოზიტიურისკენ. გაანთავისუფლე მეხსიერება ჩატვირთული პოგრამისაგან. ცხოვრება მდინარეა, თუ გაყვები შეიძლება ზღვად და ოკეანედ იქცეს, თუ არა და ჭაობათაც იოლად იქცევა…

მოამზადა:ნინო გვაზავამ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი