ენდე შენს წინათგრძნობას, რომელიც მომენტალურად ჩნდება

0
850

ენდე შენს წინათგრძნობას, რომელიც მომენტალურად ჩნდება…  საათობრივი ფიქრს მიაქვს ცხოვრების ნახევარი..

ჩვენს თავში გამოუკვლევი სამყარო იმალება ქვეცნობიერის სახელით,  მასში ინახება ყველანაირი ინფორმაცია – რა ვიცით, რას ვგრძნობთ, ფიქრები, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გვაქვს. ქვეცნობიერი წარმოადგენს ჩვენი ძირითადი შიშების და სურვილების წყაროსა და სიზმრების სათავეს, ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ეგო იმალება.

ქვეცნობიერი აკონტროლებს ცხადში მომდინარე ყველა მომენტს. არის თუ არა შესაძლებელი შევიცნოთ ჩვენს გონებაში არსებული იდუმალი მხარეები? 

ცნობიერი  ყოველთვის ამოწმებს ქვეცნობიერიდან  წამოსულ აზრებს და თუ ლოგიკური ახსნა ვერ მოუძებნა, ხშირ შემთხვევაში, უგულებელყოფს და უკუაგდებს მას.  ალბათ ბევრჯერ გვქონია შემთხვევა, როცა რაიმე გადაწყვეტილებისას გვესმის გარკვეული ხმა, რომელიც გვაწვდით თავის დასაბუთებულ აზრებს.  გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს,  შინაგანი ხმა წინააღმდეგობაში მოდის  განზრახვასთან… თანაც  ათასი.. არგუმენტების სახით..

საქმე იმაშია რომ გონებას აქვს მეხსიერება. ის თავდაცვის ან შიშის ფაქტორით გვევლინება. არის შემთხვევები, როცა წინათგრძნობა გვკარნახობს,  რაღაცის მოლოდინს გვიმძაფრებს  ან პირიქით გვათავისუფლებს  ქაოსური ფიქრისა და მოლოდინისაგან.

– დილით გაღვიძებულმა ვიცით, რომ ეს დღე სასიამოვნო იქნება.

 წინათგრძნობა შეგვიძლია მივიჩნიოთ ადამიანის უნარად, რომელიც  ერთგვარი ფილტრია  ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის. ის განსაკუთრებული უნარია იმის შეგრძნების, რაც ჯერ არ მომხდარა. ქვეცნობიერი  იმახსოვრებს რაც ხდება გარშემო, რასაც ხედავთ, შეიგრძნობთ, ილექება ტვინში და ვლინდება მოგვიანებით ქმედებებში.

რაც არ უნდა ჩავიბეჭდოთ საკუთარ ქვეცნობიერში ყველაფერი აისახება სარკისებურად,  ამიტომ საჭიროა დავაკვირდეთ ჩვენს ფიქრებს, იდეებს და განზრახვებს. ფიქრი არის ქმედების წარმმართველი და რეაქცია ქვეცნობიერში გაჩენილ პასუხზე. თუ ჩვენ  კონცენტრირებას მოვახდენთ უარყოფითზე, მაშინ ქვეცნობიერსაც ექნება შესაბამისი დამცავი სიგნალი. 

ხოლო თუ ჩვენ ბედნიერებაზე, სიყვარულზე და სილამაზეზე გექნება აქცენტი გაკეთებული, ჩვენი ქვეცნობიერი ავტომატურად გადაერთვება პოზიტიურ განწყობაზე: ამაღლებული განწყობა თვისით უმიზეზოდ ჩნდება; გვიხარია და გვაქვს კარგის მოლოდინი; გული გამალებით გვიცემს  სიახლის მოლოდინში.

გახსოვდეთ – არჩევანი მხოლოდ პირველივე მოსულ ფიქრზე შეაჩერეთ და მიიღე გადაწყვეტილება. ენდე შენს დადებით კეთილ წინათგრძნობას, რომელიც მომენტალურად ჩნდება.  საათობრივი ფიქრს მიაქვს ცხოვრების ნახევარი, აღმოაჩინეთ და განავითარეთ თქვენს თავში ძლიერი ინტუიციის უნარი. გახსოვდეთ, პროგრამების შეცვლა შესაძლებელია, ჩაიპროგრამეთ ქვეცნობიერში ყველა წინააღმდეგობის კეთილად მოგვარების დასასრული. 

ავტორი:ნინო გვაზავა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი