ბაირონ ქეითი:ყველა პრობლემა, რომ გადაჭრა იყავი აქ, ახლა, რეალობაში

1
1052
ყველა პრობლემა არსებობს მხოლოდ წარსულში ან მომავალში. წარსული და მომავალი კი ჩვენს გონებაში, ჩვენს ფიქრებშია. 
ნამდვილი რეალობა არის ერთადერთი ადგილი, სადაც ვცხოვრობთ, სადაც ვართ. სხვა ყველაფერი ჩვენი ფანტაზია და გონების თეატრია
არასდროს განმიცდია სტრესული შეგრძნება ისე, რომ ის არ ყოფილიყოს მცდარ ფიქრზე მიჯაჭვულობით გამოწვეული. ყოველი შემაწუხებელი შეგრძნების მიღმა ფიქრია, რომელიც ჩვენთვის სიმართლეს არ წარმოადგენს. „ქარი არ უნდა ქროდეს“ „ჩემი ქმარი უნდა დამეთანხმოს“ ჩვენში შემოდის ფიქრი, რომელიც რეალობას ეწინააღმდეგება, შემდეგ სტრესს განვიცდით, შემდეგ ამ შეგრძნებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და საკუთარ თავს ვუქმნით კიდევ უფრო მეტ სტრესს.
იმის მაგივრად, რომ გავაცნობიეროთ თავდაპირველი მიზეზი – ფიქრი – ჩვენ ვცდილობთ სტრესული შეგრძნების გარედან შეცვლას. ვცდილობთ სხვა შევცვალოთ, ან მივმართავთ სექსს, საჭმელს, ალკოჰოლს, ნარკოტიკებს, ანდაც ფულს იმისთვის, რომ კონტროლის ილუზიაში დროებითი კომფორტი მოვიძიოთ.
მარტივია ასეთმა დაუძლეველმა შეგრძნებებმა გაგვიტაცოს, ამიტომ სასარგებლოა გვახსოვდეს, თითოეული სტრესული შეგრძნება მაღვიძარასავითაა, რომელიც გვგულშემატკივრობს და გვეუბნება: „სიზმარში გამოგიჭირე“ დეპრესია, ტკივილი და შიში საჩუქრებია, რომელიც გვეუბნება: „საყვარელო, შეხედე რაზე ფიქრობ ახლა. შენ ცხოვრობ იმ ისტორიით, რომელიც შენთვის სიმართლეს არ წარმოადგენს.
სიზმარში მოხვედრილები ვცდილობთ განგაში ავტეხოთ, სტრესული შეგრძნების მანიპულირება მოვახდინოთ და ჩვენს გარეთ ვეძიოთ ხსნა. ჩვენ, ჩვეულებრივ, ფიქრამდე განვიცდით შეგრძნებას. ამიტომაც ვამბობ, რომ შეგრძნება მაღვიძარაა, რომელიც გვაგებინებს, რომ არსებობს ფიქრი, რომელზეც შეიძლება მოგინდეს „სამუშაოს“ შესრულება. 
მცდარი ფიქრის გამოკვლევა ყოველთვის დაგაბრუნებს საკუთარ თავთან, ვინც სინამდვილეში ხარ. ძნელია გჯეროდეს, რომ ხარ ის, ვინც არ ხარ, რომ ცხოვრობდე სხვა ისტორიით, გარდა ბედნიერებისა – ბაირონ ქეითი, ნაწყვეტი წიგნიდან – “გიყვარდეს ის, რაც არის“

1 გამოხმაურება

  1. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებეთ, შეიძლება ითქვას რომ მისიონერულ საქმეს, ძალიან ბევრჯერ მომცა ძალა თქვენმა გამოქვეყნებულმა სტატიებმა და ჩანაწერებმა, ძალა ბედნიერებისთვის

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი