ფილიპ ზიმბარდო – კრიტიკული აზროვნება

0
442

სამსახურში ჩამდგარი მიკერძოებული დასკვნებით. კრიტიკული აზროვნება ნიშნავს ინფორმაციის მიღმა ხედვას, იმის სიღრმეში ჭვრეტას, რაც ზედაპირზე არ ჩანს, არსში ჩაწვდომას, რომ გარეგნულმა მხარემ არ მოგატყუოთ. ფსიქოლოგიური ცოდნა ფსიქოლოგიურად დახვეწილი საზოგადოების მოაზროვნე, მგრძნობიარე სუბიექტის ყოველდღიური ცხოვრების მუდმივად თანმდევი ასპექტია.

სამწუხაროდ, ფსიქოლოგიური ინფორმაციის დიდი რაოდენობა არა მეცნიერული
წიგნებიდან, სტატიებიდან და კვლევებიდან, არამედ გაზეთების ფურცლებიდან, ტელე და რადიო გადაცემებიდან, პოპულარული ფსიქოლოგიის „ბულვარული“ წიგნებიდან მოდის. დავუბრუნდეთ ფსიქიკის ქვეზღურბლოვანი კონტროლის იდეას. მართალია, ის მოგებაზე ორიენტირებული მარკეტინგის კონსულტანტის ჯეიმს ვიკარის მოტყუებითი პროპაგანდით დაიწყო (ღოგერს, 1993) და, როგორც ვნახეთ, ლაბორატორიულმა კვლევამ უარყო, მაგრამ ეს იდეა ჯერ კიდევ მუშაობს და ადამიანები ისევ ხარჯავენ ფულს ამგვარ კასეტებში!

ფსიქოლოგიის ცოდნა მონაცემებზე დაყრდნობით ბრძნული დასკვნების გაკეთებაში დაგეხმარებათ. ყოველთვის უნდა ეცადოთ ფსიქოლოგიის შესწავლიდან მიღებული ფორმალური ცოდნა იმ არაფორმალურ ფსიქოლოგიურ ინფორმაციას მიუყენოთ,
რომელიც გარს გარტყიათ.

დასვით კითხვები თქვენი საკუთარი, ან სხვა ადამიანების ქცევის შესახებ, პასუხები რაციონალური ფსიქოლოგიური თეორების საფუძვლეზე ეძებეთ და თქვენთვის ხელმისაწვდომ ფაქტებზე დაყრდნობით შეამოწმეთ ეს პასუხები. 

ინტერნეტში ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილ უამრავ გვერდს წააწყდებით. მაგალითად, შიზოფრენია ერთ-ერთ მისამართზე 83.760 გვერდზე იყო ნახსენები, სხვა მისამართზე იმავე თემაზე 63.812 გვერდი ვიპოვეთ. უეჭველია, ამ წიგნის გამოსვლამდე ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რატომ უწოდებენ თანამედროვეობას ინფორმაციის აფეთქების პერიოდს.

ყველა ჩვენგანისათვის ნამდვილი გამოწვევაა ამ ინფორმაციის ბრძნული მოხმარება. როგორ განვსაზღვროთ, ინტერნეტში განთავსებულ რომელ ინფორმაციას ვენდოთ და რომელს არა? ბიბლიოთეკაში ბევრად უფრო ადვილია ინფორმაციის წყაროს განსაზღვრა, რადგან აქ ძირითადად სერიოზული სამეცნიერო ჟურნალებია მოთავსებული, რომელთა უმეტესობა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის, ან ამერიკის ფსიქოლოგიური საზოგადოების გამოცემულია. როდესაც კვლევა ჟურნალში იგზავნება, ის შემოწმების რთულ პროცესს გადის. რედაქცია მას 2-დან 5-მდე აღიარებულ სპეციალისტს უგზავნის, რომლებიც ნაშრომს დეტალურად იხილავენ მისი თეორიული საფუძვლების, მეთოდოლოგიის და შედეგების თვალსაზრისით. თუ ექსპერტები მოიწონებენ კვლევას, ის ქვეყნდება.

მაგალითად, 1998 წელს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ (1999) გამოქვეყნებულმა ჟურნალებმა მოწოდებული ნაშრომების 69% უარყვეს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი სრულყოფილი არ არის, ზოგიერთი ღირებული შრომა უსამართლოდ უკუიგდება, ხოლო ზოგი შედარებით სუსტი როგორღაც „გაძვრება~, მაგრამ, ზოგადად, ეს პროცესი გარანტიას გვაძლევს, რომ ჟურნალთა უმეტესობა მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამიტომ, როდესაც ინფორმაციას ინტერნეტში ნახავთ, ყოველთვის დაინტერესდით, საიდან მოდის ის, რა არის მისი წყარო.

შეგიძლიათ ინტერნეტში სერიოზული სამეცნიერო ჟურნალების ელექტრონული ვერსიები იხილოთ. ასევე, ნებისმიერი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს და აქედანაც მიხვდებით, რამდენად სერიოზულ წყაროსთან გაქვთ საქმე. ამიტომ, ინტერნეტში მუშაობისას იმავე პრინციპით იმოქმედეთ!

ყოველთვის უნდა გახსოვდეთ რამდენიმე ზოგადი წესი, რომელიც ინფორმაციის ზღვაში გარკვევაში დაგეხმარებათ:

  • კორელაცია მიზეზ-შდეგობრიობა არ არის. მნიშვნელოვანი ტერმინები და ცნებები ოპერაციულად უნდა იყოს განსაზღვრული ისე, რომ ყველას ერთნაირად ესმოდეს მათი
    მნიშვნელობა. სანამ თეორიის, ჰიპოთეზის ან შეხედულების დამამტკიცებელ საბუთებს დაუწყებთ ძებნას, იფიქრეთ, როგორ შეიძლება მისი უარყოფა.
  • ყოველთვის ეძებეთ შემოთავაზებული ახსნის ალტერნატიული ვარიანტები, განსაკუთრებითმაშინ, როცა ახსნა ავტორს აძლევს ხელს. გახსოვდეთ, რომ პიროვნულ ტენდენციურობასშეუძლია დაამახინჯოს რეალობის აღქმა.
  • ეჭვი შეიტანეთ კომპლექსური კითხვების მარტივ პასუხებში, ან რთული პრობლემების და
    მოვლენების მარტივ მიზეზებსა და გადაჭრის გზებში.
  • ეჭვი შეიტანეთ რაიმე მკურნალობის, ჩარევის, ან პროდუქტის ეფექტურობაში, აუცილებლად შეადრეთ ის უკვე არსებულ საშუალებას. ღია და, ამავე დროს, სკეპტიკური იყავით:აღიარეთ, რომ დასკვნათა უმეტესობა არ არის ნათელი და ხელშესახები, ახალი დამამტკიცებელი საბუთები ეძებეთ, მზად იყავით საკუთარი აზრის შეცვლისათვის.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი