20 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 21, 2019

ოშო:პროფესიით მე ვარ ლოგიკოსი, მაგრამ შეცდომით გავხდი მისტიკოსი, ამ შეცდომამ მომიტანა უდიდესი ბედნიერება

0
809
ოშო – ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი. 21 წლის ასაკში მიაღწია ყოფიერების ტრანსცენდენტურ მდგომარეობას — გასხივოსნდა. ის ამბობს:”მე აღარ ვარ მაძიებელი რაიმეს მიმართ. ყოფიერებამ ყველა კარი გახსნა ჩემს მიმართ.” იგი იყო ფილოსოფიის პროფესორი თუმცა ამბობდა:”პროფესიით მე ვარ ლოგიკოსი, მაგრამ შეცდომით გავხდი მისტიკოსი; ამ შეცდომამ მომიტანა უდიდესი ბედნიერება.” ოშო თავის მოძღვრებაზე ამბობს: ”ჩემი მოძღვრება არ არის ფილოსოფია. ჩემი მოძღვრება არის განსაზღვრული ალქიმია, მეცნიერება სულიერი ტრანსფორმაციისა. მხოლოდ ის უმამაცესი ადამიანი, რომელიც გარისკავს და მომისმენს გააკეთებს ნაბიჟს ახალი დაბადებისკენ.”
ოშო ესაუბრებოდა მოსწავლეებს ადამიანური ყოფის ყველანაირ ასპექტზე:მატერიალურზე, სოციალურზე, ბიოლოგიურ სხეულზე, ფსიქოლოგიურ სფეროზე და სულიერ სამყაროზე. იგი მსოფლიოს ყველაზე ნაყოფიერი ავტორია. ავტორი 650-წიგნისა, რომელიც მსოფლიოს 55-ენაზეა ნათარგმნი. მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ფუნქციონირებს ოშოს სამედიტაციო ცენტრები.
ოშომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა სადაც ის ატარებდა ე.წ. საუბრებს, იგი თავის სწავლებას ეძახდა საუბარს, რადგან სიტყვა ლექცია მკაცრ დირექტიულ გამიჯვნას გულისხმობს ლექტორსა და მსმენელებს შორის;ოშომ მთელი შეგნებული ცხოვრება ადამიანთა სულიერ გამოღვიძებას მიუძღვნა.

 

ოშოს ფილოსოფია:ოშოს მიხედვით, ცხოვრების უმაღლესი ფასეულობები შეგნებულობა, სიყვარული, მედიტაცია (პირდაპირი და ფართო გაგებით), უქმად ყოფნის უნარი, დღესასწაულობა, შემოქმედებითობა და მხიარულებაა. მისი თქმით გასხივოსნებულობა ყოველი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ადამიანთა უმეტესობა შინაგანად იმდენადაა დაბნეული, რომ მათ არ ძალუძთ ეს. მეტიც ისინი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ და ხდებიან უფრო პათოლოგიურები.

ისინი დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ცხოვრებაში, მაგრამ არა მეტი ბედნიერებისთვის, არამედ მეტი დამოკიდებულებისთვის. სოციალური მოლოდინები, რომლებიც საბოლოოდ იმედგაცრუებებად გადაიქცა წაშლის ყოველგვარ შანსს, რომ ადამიანმა მიაღწიოს თავისი შეგნების მწვერვალს. ცნობილია ოშოს იგავები, ბრძნული ფრაზები, ანეკდოტები და მის მიერ შემუშავებული მედიტაციური ტექნიკები. 

ციტატები ოშოს სხვადასხვა საუბრებიდან:

“ყოველთვის როდესაც ვინმეს განსჯი, ჩაატარე პატარა ექსპერიმენტი: შეეცადე გაარკვიო თუ ვინ მოგაწოდა ეს იდეა. და თუ ჩაუღრმავდები, გაოცებული დარჩები: შენ შეიძლება დღემდე გესმოდეს, რომ ამას დედაშენი, ან მამაშენი, ან შენი სკოლის მასწავლებელი ამბობს. ეს ხმები შენს მეხსიერებაში ჯერ კიდევ გაისმის, მაგრამ ის არ არის შენი. და ყველაფერი რაც შენი არაა მახინჯია; ყოველივე შენი კი მშვენიერია, მათშია ხიბლი.” 

”ადამიანი იშვიათად ეძებს ჭეშმარიტებას! იგი შეიძლება ბედნიერებას ეძებდეს და ძალზე იშვიათად კი ჭეშმარიტებას. ბედნიერი კი მაშინ გახდება თუ ჭეშმარიტებას მიაღწევს. ბედნიერება ჭეშმარიტების თანმდევია – ის უნდა დაგემართოს.”

”ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი სხვა არაფერია, თუ არა პატიმრობის სხვადასხვა სახეები. იესო, ბუდა, კრიშნა და მუჰამედი თავისუფლებაა, ხოლო ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი მუდამ ტყუიან.”

”რასაც არ უნდა ეძებდეთ თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ საკუთარ თავს ეძებთ.”

”ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცრუე უფრო კეთილშობილურია ვიდრე ნახევრად სიმართლე.”

”გონება ვერ იქნება სხეულზე ძლიერი, რამეთუ იგი სხეულზე გვიან გაჩნდა.”

”აღმოჩენის გასაკეთებლად აგრესიული გონებაა საჭირო.”

”აი რა არის ცოდნის არსი:ჩვენ ვგებულობთ და ის, რასაც ვგებულობთ იდუმალებას კარგავს.”

”როდესაც ადამიანი ტრანსფორმაციას განიცდის იგი საკუთარი თავის მამა ხდება.”

”ფიქრები ეს ყველაზე ზედაპირული ნაწილია თქვენი არსების. თქვენ უნდა შეაღწიოთ მის მიღმა.”

”რაც უფრო ინტელექტუალურია ადამიანი მით უფრო ხან მოკლეა მისი სიყვარული.”

”ბიზნესი საზიზღარი და აუცილებელი ბოროტებაა სამყაროში.”

”იცხოვრეთ ინტენსიურად, მგზნებარედ, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ცხოვრებისა.”

”ქორწინების იდეა-უნდობლობაა.” 

„სიცოცხლის მისაღებად საუკეთესო გზაა მის მიმართ დამოკიდებულება. ყველა დამოკიდებულება აქვს ჩვენს წარმოდგენას ჩვენს აზროვნებაში, მაგრამ სიცოცხლე მათ გარეთ არსებობს“.

„დამოკიდებულება ჩვენი გამოგონებებია, ჩვენი ცრურწმენები და ჩვენი გამოგონებები. ცხოვრება ჩვენი გამოგონება არ არის, პირიქით, ჩვენ მხოლოდ ტალღების ზედაპირზე ვართ“.

“ყველა დამოკიდებულება ეგოისტია და ყველა სულელია“.

“ცხოვრება ფილოსოფია არ არის, ცხოვრება არ არის პრობლემა; ცხოვრება არის საიდუმლო. თქვენ არ უნდა იცხოვრონ თქვენს ცხოვრებას ნებისმიერი ფორმით ან გარემოებებით – ისევე როგორც სხვები გითხრათ – მაგრამ წასვლა ყველა მიმართულებით დაწყებული ხაზიდან“.

„ყველას უნდა ჩაითვალოს პირველ პირად მსოფლიოში; ადამსა და ევაზე. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ გახსნათ სიცოცხლე თავისი უსაზღვრო შესაძლებლობების აღმოსაჩენად“. 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი

error: კონტენტი დაცულია!