მაგდა ფერაძე – დაუმარხავი ემოციები

0
364

– არ მინდა მის გარეშე ცხოვრება, ის ჩემში ცოცხლობს და სულ ჩემთან იქნება – ამბობს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა.

– იცი? ბებიაჩემი მენატრება და მეტირება ხოლმე- ამბობს კაცი და რცხვენია ამ თემაზე საუბარი. რცხვენია ისე, თითქოს დანაშაული ჩაედინოს. გავრცელებული აზრით (კაცები არ ტირიან).

– ჩემს თავს ვერ ვპატიობ რომ ცუდად ვექცეოდი და გულს ვტკენდი. იმდენი რამ მაქვს მისთვის სათქმელი – ეს უკვე მესამე ადამიანის ამბავია, რომელმაც მამა დაკარგა.

ძალიან ხშირად საყვარელი ადამიანის დაკარგვისას ადამიანები უარყოფენ სიკვდილს და არ ხდება მისი მიმღებლობა. უჭირთ გაცნობიერება, რომ მისთვის საყვარელი ადამიანი მის გვერდით აღარ არის. წავიდა. წავიდა და თანაც სამუდამოდ. ზოგჯერ გარდაცვალება ღალატადაც კი აღიქმება, როდესაც ამბობენ – რატომ დამტოვა? რატომ მიმატოვა? მზად არ ვიყავი მეცხოვრა მის გარეშე.

ამ შემთხვევაში ისმის კითხვა: იქნებოდი კი ოდესმე მზად მის გასაშვებად?

პასუხი ცალსახაა – არასოდეს!!!

ზოგიერთი მთელი არსებით ეწინააღმდეგება მომხდარ ტრაგედიას და პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავს. გარდაცვლილ ადამიანზე აწმყოში საუბარი, ესეც ერთგვარი პროტესტია. ხშირად უარსაც კი ამბობენ გლოვაზე. ზოგჯერ გლოვა უსასრულოდ გრძელდება, ადამიანი ბოლომდე ეფლობა წარსულში. აწმყო აღარ არსებობს. არსებობს მხოლოდ მოგონებები. მოგონებები და მოუშუშებელი იარები მასთან ერთად. ხშირად დანაშაულის გრძნობას განიცდიან იმის გამო, რომ ერთ დროს საყვარელ ადამიანს გული ატკინეს. ვერ მოუბოდიშეს, ვერ გამოემშვიდობნენ, ვერ უთხრეს თავიანთი სათქმელი.

გლოვის დასრულება საყვარელი ადამიანის დავიწყებას არ გულისხმობს. ჯერ კიდევ შესაძლებელია მოუბოდიშო, გამოემშვიდობო, გამოიგლოვო და დამარხო. გიყვარდეს, გახსოვდეს და ამავდროულად გაუშვა შენგან. ეს ერთადერთი შანსია აწმყოში სიცოცხლის გაგრძელების.

რადგან უარყო სიკვდილი ნიშნავს, უარყო სიცოცხლე და საკუთარი ყოფნა მასში…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი