21 იანვარს, მსოფლიოში ჩახუტების საერთაშორისო დღე აღინიშნება

0
345
Nino Chakvetadze

21 იანვარს, მსოფლიოში ჩახუტების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჩახუტების დღე, პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში 1986 წელს აღინიშნა.  დღის დამაარსებელია კევინ ზაბორნი. მისი ინიციატივა იყო, რომ წელიწადში ერთი დღე სითბოსა და პოზიტიური ენერგიის გაცემისთვის დაეთმოთ. ზაბორნი დღემდე მონაწილეობს ჩახუტების დღის აქციებში, რომელსაც ჩახუტების ელჩსაც უწოდებენ.

მოგვიანებით ამ დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეუერთდა და მას ჩახუტების საერთაშორისო დღე ეწოდა. 2015 წელს პირველად, ნაციონალური ჩახუტების დღის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია ქართულ ენაზე.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩახუტება საუკეთესო ხერხია დაასრულოთ ცხარე კამათი საკუთარ თავთან და მიხვიდეთ კომპრომისამდე, ან უბრალოდ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩახუტების დროს, ჩვენ შევიგრძნობთ საკუთარ თავს ჩვენი სხეულის დახმარებით.

მკვლევარებმა ასობით ადამიანი გამოკითხეს, რომლებსაც 2 კვირის მანძილზე კონფლიქტის ჩახუტებით მოგვარება ევალებოდათ. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ჩახუტება ნეგატიურ ემოციებს აქრობს და შერიგებისკენ განგაწყობს. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ხშირად ეხუტებიან, უფრო მყარი ჯანმრთელობით გამოირჩევიან. ბევრი ფსიქოლოგი ამ ხერხს სამკურნალო პროგრამაში რთავს. ითვლება, რომ ფიზიოლოგიური ცვლილებები, რომლებსაც ჩახუტება იწვევს, ენერგიის გაცვლის დამსახურებაა.

ჩახუტება-ტკივილის გამანადგურებელი – როცა ადამიანებს ვეხუტებით ორგანიზმში გამომუშავდება ბედნიერების და კმაყოფილების ჰორმონი-ენდორფინი. ასევე სიმშვიდის ჰორმონი-ოქსიტოცინი. ჩახუტება აჩვენებს ადამიანს, რომ ის მარტო არ არის, რომ შენ მას იცავ, ანუ დაკმაყოფილებულია მთავარი-გადარჩენის ინსტინქტი.

ჩახუტება გვასწავლის სიყვარულს – ბავშვი, რომელსაც გულში არ იკრავენ, არ ეხებიან- ჩამორჩება განვითარებაში, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ვერ გამოხატავს ემოციებს. რაც გახლავთ პირდაპირი გზა ფობიების, ფსიქოპათიების, სოციოპათიების, ანტისაზოგადოებრივი საქციელისკენ. ამიტომ ჩახუტება, გულში ჩაკვრა გამოხატავს არამარტო ურთიერთობას, არამედ გვასწავლის სიყვარულს. დეპრესიაში მყოფი ადამიანის ორგანიზმში ჩახუტების შემდეგ იკლებს სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დონე, რის გამოც ადამიანი შვებას გრძნობს.

ჩახუტება კურნავს როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ტკივილისგან, იძლევა გრძნობების გაზიარების საშუალებას – ჩახუტებისგან მიღებული შეგრძნები: „სითბოს შეგრძნება“, „დაცულობის გრძნობა“, “ამშვიდებს“, „ვგრძნობ, რომ მეგობარი მყავს“, „მაიძულებს თავი საყვარელ ადამიანად ვიგრძნო“, “შემიძლია შევიგრძნო საყვარელი ადამიანის სურნელი“, „ვიღებ კმაყოფილებას“.

  • ჩახუტებისას, როცა ერთმანეთის სახეს ვერ ხედავთ შეგიძლიათ აზრები, გრძნობები ქვეცნობიერად გაცვალოთ.
  • ჩახუტება წნევას დაბლა სწევს. ერთ-ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ ხშირი ჩახუტება და ოქსიტოცინის დონის ზრდა წნევის დაწევას უწყობს ხელს.
  • ამსუბუქებს სტრესს. კიდევ ერთი კარგი მიზეზი იმისა, რომ შვილებს ხშირად ჩაეხუტოთ. გოგონებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნათელი გახდა, რომ მათ, რომლებსაც ხშირად ეხუტებოდნენ დედები, სტრესის ჰორმონი კორტიზოლი უმცირდებოდათ.
  • ჩახუტება აახლოვებს, ნდობას აჩენს, ზრუნვის სურვილს აღვიძებს. ის ათავისუფლებს ოქსიტოცინს, რომელსაც “სიყვარულის ჰორმონს” ეძახიან. სწორედ ამიტომაც ვეხუტებით შვილებს, მშობლებს, მეგობრებს.

ამასთან, ჩახუტება არამხოლოდ ფიზიკური შეგრძნებაა, ამ დროს ემოციური თანადგომის განცდა ვლინდება. თვითონ ამ მხარდაჭერის ფაქტმა შესაძლოა კონფლიქტის ხასიათი შეცვალოს. ჩაეხუტეთ სანამ გვიანი არ არის 🙂

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი