ჯიდუ კრუშნამურტი – მწუხარების დასასრული

0
716

ბოლო  შეკრებაზე  ჩვენ  ვსაუბრობდით  შიშზე,  შესაძლებელია თუ არა  სრული განთავისუფლება მისგან, შიში არის რეაქცია და მას ადგილი აქვს საფრთხის დროს.

თუ შეიძლება, ამ დილას მსურს ვისაუბროთ მწუხარების დასასრულზე, რადგანაც შიში, მწუხარება და ის, რასაც ჩვენ ვეძახით სიყვარულს, ყოველთვის ერთად მიდიან. თუ ვერ გავიგებთ შიშის რაობას, ვერ შევძლებთ მწუხარების არსის გაგებას და ისეთი სიყვარულის შეცნობას, სადაც არ არის  დაპირისპირება და უთანხმოება.

მწუხარების  სრული  დასრულება  ძალიან  რთულია, რადგანაც  იგი  მუდამ  ჩვენთანაა ამა თუ იმ ფორმით. დღეს მინდა, რომ  ამ საკითხს უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ, მაგრამ  ჩემს სიტყვებს დიდი არაფერი მნიშვნელობა ექნება, თუ ყოველი თქვენგანი არ გამოიკვლევს ამ პრობლემას  საკუთარ თავში, არც დამეთანხმოთ და არც შემეწინააღმდეგოთ,  უბრალოდ დააკვირდით  ფაქტს. თუ შევძლებთ ამის გაკეთებას  რეალურად და არა თეორიულად, შემდეგ,  ალბათ, შევძლებთ გავიგოთ მწუხარების არსი და დავასრულოთ იგი.

საუკუნეების განმავლობაში სიყვარული და მწუხარება ერთად მოდიან ხელიხელ ჩაკიდებულნი, ხან ერთი ბატონობს, ხან მეორე. მდგომარეობა რომელსაც ვეძახით სიყვარულს, სწრაფად გადის და კვლავ ვხვდებით   ეჭვიანობის, პატივმოყვარეობის, ჩვენი შიშებისა და ტანჯვის  ხაფანგში.  ეს  მარადიული ბრძოლაა სიყვარულსა და მწუხარებას შორის, ამიტომაც სანამ ჩავუღრმავდებით მწუხარების დასრულების საკითხს, მინდა გავიგოთ რა არის ვნება.

თუ შეიძლება აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ ვართ ჯგუფი პრივილეგირებული ხალხის, რომლებსაც აქვთ ფული მოგზაურობისათვის და ასეთი რამეებისთვის,  შეუძლიათ მოვიდნენ აქ და უბრალოდ გაერთონ ინტელექტუალურად. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან სერიოზულ საკითხზე და ყველას მართებს სერიოზული ჩაღრმავება მასში. სერიოზულობაში ვგულისხმობ გქონდეთ ძალისხმევა რომ შეძლოთ ჩახვიდეთ  მწუხარების ფსკერზე. ჩვენ აქ იმისთვის ვართ რომ გავარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა მწუხარების დასრულება მთლიანად, ისე რომ გონება იყოს  ყოველგვარი ჩრდილის გარეშე, სუფთა, მოქნილი, ქონდეს ფიქრის უნარი ყოველგვარი ილუზიების გარეშე.

ჩვენ ამას ვერ შევძლებთ თუ ვცხოვრობთ უბრალოდ სიტყვების დონეზე, რასაც მრავალი ჩვენთაგანი აკეთებს. წარმოსახვები, ნიმუშები, იდეალები, სიტყვები და სიმბოლოები – ამ ყველაფერს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მრავალი ჩვენთაგანისთვის და  საბოლოოდ აქ  მთავრდება   ყველაფერი.

გვეჩვენება რომ შეუძლებელია ვერბალური   დონის დამსხვრევა და მის მიღმა გასვლა. იმისათვის, რომ,  გავიგოთ  რა არის  მწუხარება, ყოველი ადამიანი  უნდა გასცდეს ვერბალურ დონეს. ამგვარად, მე ვაპირებ ჩავუღრმავდე მწუხარების პრობლემას და ვიმედოვნებ რომ თქვენც გააკეთებთ ამას  დიდი ძალისხმევით,  ნათლად, ყოველგვარი სენტიმენტალურობისა და ემოციის  გარეშე.

თუ ჩვენ ვერ გავიგებთ  რა არის ვნება, ვერ შევძლებთ მწუხარების გაგებას. ვნება არის  ისეთი რამ, რაც ალბათ ძალიან ცოტა ჩვენთაგანს  თუ უგრძვნია რეალურად. რასაც ჩვენ განვიცდით შესაძლებელია უფრო იყოს  ენთუზიაზმი, რომელიც  ეჭიდება ემოციას.  ვნებებს ზოგისთვის იწვევს მუსიკა, ზოგისთვის ხატვა, ლიტერატურა, ვიღაცისთვის სამშობლო, ქალი ან მამაკაცი.  ეს არის  ყოველთვის შედეგი რაღაც მიზეზის. როდესაც ხარ შეყვარებული ვინმეზე, ხარ ძლიერ ემოციურ მდგომარეობაში, რაც შედეგია იმ განსაკუთრებული მიზეზის, ხოლო მე ვსაუბრობ ვნებაზე, ვნება – მიზეზის გარეშე.

ეს ნიშნავს იყო ვნებით აღვსილი ყველაფერზე და არა მხოლოდ ვინმეზე. როდესაც მრავალი ჩვენთაგანი გატაცებულია განსაკუთრებული პერსონით ან საგნით, მე ვფიქრობ ყველას შეუძლია დაინახოს ძალიან ნათლად ეს განსხვავება. სადაც არის ვნება მიზეზის გარეშე, იქ არის დიდი  თავისუფლება ყოველგვარი მიბმისგან.  მაგრამ, როდესაც ვნებას აქვს მიზეზი, იქ არის მიბმა, ხოლო მიბმა არის მწუხარების დასაწყისი.   მრავალი ჩვენთაგანი  მიბმულია რაღაცას, ჩვენ ვეჭიდებით პიროვნებას, ქვეყანას, რწმენასა და იდეას, ხოლო როდესაც საგანს  ვეჭიდებით, მიდის ჩვენგან ან კარგავს მნიშვნელობას, ჩვენ ვრჩებით სიცარიელეში, დაუკმაყოფილებლები.

ამ სიცარიელის შევსებას ვცდილობთ ისევ და ისევ  რაღაც ახლის ჩაჭიდებით რაც ისევ ხდება ჩვენი ვნების ობიექტი და ასე შემდეგ.

სანამ ვსაუბრობ, გთხოვთ გამოიკვლიეთ თქვენი საკუთარი გული და გონება. მე მხოლოდ სარკე ვარ, სადაც თქვენ საკუთარი თავი უნდა დაინახოთ, თუ არ გსურთ ამის დანახვა მაშინ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ გსურთ დაინახოთ საკუთარი თავი ნათლად, შეუბრალებლად, მთელი ძალისხმევით – არა იმ იმედით რომ მოიშორებთ თქვენს წუხილს, შფოთს ან დანაშაულის გრძნობას, არამედ გაიგებთ იმ უცნაურ ვნებას რომელსაც ყოველთვის მოაქვს  წუხილი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი